მას მოხატული კედლებით იცნობენ - მუსია ქებურიას სთრით არტი

მუსია ქებურია გრაფიკული დიზაინის სპეციალისტია. პერიოდულად ქუჩის გადასასვლელებს, გვირაბებს ხატავს. თუმცა ერთ სივრცეში თავს კომფორტულად არ გრძნობს, ამიტომ ხელოვნების სხვადსხვა დარგში გამოცადა საკუთარი შესაძლებლობები და თქვენ წარმოიდგინეთ, ყველა წარმატებული აღმოჩნდა მისთვის.
- რამდენად აქტუალურია საქართველოში სთრით არტი?
- სამწუხაროდ, ისე არ არის განვითარებული და წინ წასული, როგორც ევროპაში, მაგრამ ბოლო პერიოდში საქართველოშიც მომრავლდნენ სთრით არტისტები. საკმარისი აქტივობაა იმისთვის, რომ უფრო დაიხვეწოს, წინ წავიდეს და ჩაჯდეს ქართულ კულტურაში. არის კერძო შეკვეთები, ტარდება პატრ-პატარა ფესტივალები.


- ძირითადად რა არის ის თემატიკა რაზეც

მუშაობ?
კონკრეტულად ერთი მიმართულებით არ ვმუშაობ, სთრით არტის გარდა ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებ, ვხატავ, ვმუშაობ მზა თექის ნაჭრებზე, ვკერავ დეკორატიულ ჩანთებს ან სხვა აქსესუარებს, გულსაბნევებს, ვქმნი სამკაულებს. შესაბამისად, ვცდილობ, ერთ ჩარჩოში და სივრცეში არ გავიჭედო. ყველაზე ნაკლებად პოლიტიკურ თემებს ვეხები, მაქსიმალურად ვცდილობ მოწყვეტილი ვიყო პილიტიკას. ძირითადად ვეხები სოციალურ თემებს. ვხატავ ისეთ რაღაცებს, რაც უბრალოდ ადგილს ან სიტუაციას მოუხდება.
- გაქვს დახატული ტუჩების სერია. საიდან წამოვიდა იდეა?
კონცეფცია არის ქალის სხვადასხვანაირი, რეალური სახე. ქალის ხასიათი მისი ტუჩებიდან ჩანს. თავიდან, არც ვფიქრობდი, რომ სერიას გავაკეთებდი. პედის ხმარებას ვსწავლობდი და დრო რომ მქონდა, ვხატავდი. ნელ-ნელა გაიზარდა რაოდენობა და 13-14 რომ გახდა, სერია გამოვიდა.


- შენს მიერ შექმნილ სამკაულებზე რას გვეტყვი?
- სამკაულებს სპეციალური ქაღალდისგან ვაკეთებ, რომელიც დამუშავების შემდეგ პლასტმასისი მსგავს მყარ მასალად იქცევა. ჩემი აქსესუარები Mუსყა"ს ჩრაფტ-ის სახელითა ცნობილი.ბავშვობიდან მიტაცებდა სამკაულებისა და აქსესუარების კეთება. 2 წელი ჩემთვის ვატარებდი ექსპერიმენტებს და ხარისხის დახვეწას ვცდილობდი. ბოლოს მივხვდი, რომ საკმაოდ კარგად გამომდიოდა, ხარისხიც სასურველი იყო და გადავწყვიტე, ფართო მასისთვის გამეცნო, გამომეტანა და გამეყიდა. რაც, რეალურად, წარმატებულიც აღმოჩნდა.

- დავუბრუნდეთ სთრით არტს. თუ დამკვეთის და შენი გემოვნება არ ემთხვევა ერთმანეთს ამ შემთხვევაში როგორ იქცევი?
- შეიძლება რაღაც არ მომწონდეს, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, შევთანხმდეთ. თუ ვერ ვთანხმდებით და ვფიქრობ, რომ შემოთავაზება ჩემთან ახლოს არ მოდის, ვცდილობ ხელი არ მოვკიდო. ვაკეთებ ისეთ რაღაცების, რისი გაკეთებაც მომწონს.


- საზოგადოებამდე რამდენად აღწევს შენს მიერ კედლებზე დატოვებული ის მესიჯები?
- საკმაოდ კარგად მიდის საზოგადოებამდე და შესაბამისად, გამოხმაურებაც მაღალია ხოლმე. მაგალითად დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით, გალაქტიონის ხიდთან გავაკეთე ნამუშევარი სახელწოდებით "შარდშიკრიმინალსვერიპოვით" .ამ ნამუშევარს საფუძვლად ჩემი 11 მეგობრის ერთდროულად აყვანა და ნარკოლოგიურში წაყვანა დაედო. საზოგადოებაში ამ ნამუშევარმა საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ბოლოს კეკელიძის ქუჩაზე გავაკეთე ჰომოფობიის საწინააღმდეგო პლაკატი, რომელიც დასუფთების სამსახურმა იმ დღესვე წაშალა. რა თქმა უნდა, არის ნეგატიური გამხმაურებაც და პირიქით. ამ ყველაფერს ვერ გავექცევით, რადგან ყველა ადამიანს საკუთარი მოსაზრება აქვს.
- სთრით არტი როგორც ვიცი საქართველოში არალეგალურ არტად არის აღიარებული.
- გააჩნია სად დახატავ. თუ მიადგები პარლამენტის შენობას ან ეკლესიას, რათქმა უნდა ეს დაუშვებელია და მეც წინააღმდეგი ვარ ამის. არის კულტურული ძეგლები, კერძო და საჯარი დაწესებულებები , მათი მოხტვა ვანდალიზმია. არის იმდენი სივრცე თბილისში, რომ თავისუფლად შეგიძლია ხატო.


- კონკრეტულად რა ადგილებია გამოყოფილი?
- კანონში წერია კონკრეტული ადგილები. ამ ადგილებში ხატვა ითვალისწინებს ჯარიმებს. გვირაბები არ არის ამ კანონში შეტანილი. ბევრჯერ დამიხატავს ვაკე-საბურთალოს გვირაბში. თუმცა არცერთხელ პატრულს არ აუკრძალავს.
- საქართველოში სთრით არტის საშუალებით ბევრი ტურისტი ტოვებს კედლებზე მესიჯებს. თქვენ თუ დაგიტოვებიათ საზღვარგარეთ რაიმე მესიჯი?
- კვირას მივდივარ პორტუგალიაში და აუცილებლად დავტოვებ. (იღიმის) მანამდე ვიყავი ინდოეთში. გოაში უბრალოდ ვერ ვიპოვე პულივიზატორები, რითაც შევძლებდი დახატვას.
არის საუბარი, რომ თბილისთან შედარებით ბათუმში უფრო აქტუალურია სთრით არტი.


გელა წულაძე არის ადამიანი, რომელმაც სამი წლის წინ ევროპიდან 10 არტისტი ჩამოიყვანა ჩამოიყვანა და საკმაოდ დიდი ფესტივალი ჩატარდა, სადაც ქართველებიც იღებდნენ მონაწილეობას. შარშანწინაც ჩატარდა მსგავსი ფესტივალი, თუმცა შედარებით მცირე მასშტაბით. ბათუმში ბევრ პროექტებში მიმიღია მონაწილებობა. ბოლოს მოვხატე ანბანის კოშკი. ბათუმში გაცილებით მეტად ჩანს, რადგან პატარა ქალქია, ქუჩებში მეტად ყვირის გრაფიტები და არტები.
- სახლის დიზაინის მოხატვა თუ გიცდიათ?
- კი, ინტერიერში საკმაოდ ბევრი შეკვეთა მაქვს.ზაფხულობით უფრო ექსტერიერის მოხატვას ითხოვენ, ზამთარში ინტერიერის. რადგან ერთი ხელწერა და სტილი არ მაქვს, პოტფოლიოში დამიგროვდა სხვადასხვა მიმართულების ნახატი,შესაბამისად მოთხოვნებიც არის მრავალფეროვანი, გემოვნების მიხედვით.

კომენტარის დამატება