ნარჩენებისგან შექმნილი შედევრები

ქალბატონი ინგა ბაშიროვი განსხვავებულ და უცნაურ კომპოზიციებს, ნივთებს, დეკორაციებს ქმნის. მისი დეკორაციების უცნაურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი ამ ყველაფერს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით და გამოუსადეგარი, ბუნებაში გადაყრილი და მისთვის მავნე მყარი ნარჩენებისგან ქმნის.



მოწოდებით (და არა პროფესიით) გარემოს დამცველი ვარ. ეს დიაგნოზია. ტყეებში ხშირად დავდივარ , შემდეგ მთელს ოჯახს მოგვაქვს ნაგავი სახელოსნოში, ამას ემატება სამშენებლო და სარემონტო ნარჩენები, რომელიც მრავლადაა ჩვენს ქალაქში და მერე ვფიქრობ, რა სახე მივცე და ღირსეული ადგილი მიუჩინო. ეს ხომ საშინელებაა: ა

დამიანები ვავნებთ ბუნებას იმისათვის, რომ მილიარდობით უაზრო და უსახო ნივთი მივყიდოთ ერთმანეთს, შემდეგ ვყიდით და ვყიდულობთ მხოლოდ იმისთვის, რომ ცოტახანში გადავაგდოთ და გავანთავისუფლოთ სახლებში ადგილები ახალ უსახო ნივთებისთვის და კაცობრიობა ამას დეკორს ეძახის. ხშირად კი “ეკოლოგიურად სუფთა” დეკორს უწოდებს. ამიტომ ეს კომპოზიციები ყველა გარემოსდაცვითი სლოგანს და მოწოდებას მირჩევნია. . . ჩემებურად კი ის ენერგია და ფანტაზია, რომელსაც ვაყოლებ კომპოზიციებს, ერთგვარი ხარკია დედა-ბუნებისთვის. როცა ჩემი ხელით რაიმე სიმახინჯე(ნაგავი) შორდება მის კალთას და ტრანსფორმირებს რამე უჩვეულო სიმპატიურ ნივთში , ასე მგონია რომ ამოიოხრებს ხოლმე.

მცენარეებთან ჩემებური დამოკიდებულება მაქვს და ყოველთვის ვცდილობ, ჩამოვაყალიბო მათთან ურთიერთობა. არ მიყვარს სახლში ჩაკეტილი მცენარე, რომელიც ლამაზად ყვავილობს. მის ყვავილობაზე , ფერზე , ფორმაზე ბუნებამ იმუშავა და ამ სილამაზეში გარკვეული უნარები ჩადო. ოთახებში უპირატესობას ვანიჭებ მცენარეებს, რომლებიც გარკვეულ ფუნქციას ასრულებენ და ამის ხარჯზე თავს კარგად გრძნობენ ზედმეტი მოვლის გარეშე. მიყვარს ადვილად მოსავლელი მცენარეები- ეს იმის დასტურია, რომ თავის ადგილზე არიან. ბევრჯერ ველური ბუნებიდან წამომიღია სამყურა , გვირილა, ორკბილა, გულყვითელა. ვიღებ მიწიანად(ბელტით) და მომაქვს სახლში, ასე მოვაწყე ჩემს ეზოში აფთიაქარი და ბევრს უკვირს ეზოში ჭინჭარის არსებობა რომ მიხარია.



ერთი სიტყვით, მწამს ბუნებასთან ურთიერთსასარგებლო კონტაქტის. ამას ემსახურება ჩემი ბაღიც, კომპოზიციებიც და ყვავილის ქოთნები. მეც ხომ ამ დიდი ოჯახის ნაწილი ვარ.

ქალბატონმა ინგამ შექმნა არასამთავრობო ორგანიზაცია "მეზღაპრეები“ სადაც 13, 14, 15 წლის ბავშვებთან ერთად ეკოლოგიური ნარჩენებით არაჩვეულებრივ კომპოზიციებს ქმნის. მის მიერ მდინარე ვერეთ მოტანილი ნარჩენებისგან შექმნილი ოჩოპინტრე მთელმა თბილისმა გაიცნო და შეიყვარა.

- რას საქმიანობენ ეს ბავშვები?
- აქ არა მარტო კომპოზიციებზეა საუბარი. მოზარდები არიან ჩართული საკმაოდ სერიოზულ ეკოლოგიურ აქტივობებში და ძალიან ბევრს ვმუშაობთ, როგორც დამოუკიდებლად ასევე თანამოაზროვნე ორგანიზაციებთან. კომპოზიციები, შემოქმედება, გამოფენები- ეს უკვე სასიამოვნო ბონუსია . ამის გარდა ამ ეკო აქტივობებს აქვს გარკვეული თერაპიული ელემენტიც. ურთულესი ასაკია, გარდეტეხის ასაკს რომ ვეძახით. აქ ყველაფერია : მაქსიმალიზმი, ზომიერი აგრესია, პრობლემები სოციუმში . ეს ხომ ყველამ ვიცით. ასევე შემოქმედება, მოაზროვნეებთან ურთიერთობა, ბუნებაზე დაკვირვება, ვიღაცის და რაღაცის დაცვა, საკუთარი თავის იდენტირება გარემოსთან- ამას მოაქვს თავის შედეგები ამ ბავშვების განვითარებაში.

- სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გამოქვეყნდა დასკვნა, სადაც საქართველო დაბინძურების მხრივ პირველ ადგილზე მოხვდა.

- კი წავიკითხე ეს სტატია და შემდეგ ის “სერიოზული” გამოკვლევაც, რის საფუძველზეს დაიწერა სტატია. ჩემს და მხოლოდ ჩემს აზრს მოგახსენებთ და ვეცდები, გავაკეთო ეს პროფესიონალური თერმინოლოგიის გარეშე: ასეთი ანგარიშები ადამიან ბუნებასთან ვერ შეარიგებენ, და მარტივად რომ ვისაუბროთ გარემოს დაცვა მხოლოდ ამას გულისხმობს. საერთოდ, ეს დარგი ოდნავ განათთება მსგავსი ავტორები “ცნობიერების ამაღლებით” რომ არ ისმევდნენ კარაქს პურზე. თუმცაღა ის რომ, საქართველოს ქალაქები გადატვირთულია მანქანებით და სარეკრეაციო ზონების რაოდენობა იკლებს ეს ანგარიშწბის გარეშეც ცხადია. ყველანი ვწუხვართ ამაზე მაგრამ ამავე დროს მანქანის საჭეს ხელიდან არ ვუშვებთ და ფეხით სიარული გვეთაკილება.



- რეალურად რა მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში ეკოლოგიის კუთხით?
- ეს უკიდეგანო თემაა. . . . უფრო ხშირად პოზირების ელემენტებით აღსავსე. უბედურება ის არის რომ “ეკოლოგია” თავის თანამედროვე გაგებით ტრენდშია, ანუ მოდაშია იყო “ეცოფრიენდლყ” ადამიანი და ამან თავისი შედეგები მოიტანა. არ შეიძლება ისტერიულად იცავდე იმას, რასაც შენთან მეგობრობა უნდა და არა დაცვა. არსებობს ბუნებრივი ძვირფასი ქვა და არსებობს ხელოვნური. ის შეიძლება ბევრად ლამაზია, მაგრამ მაინც ხელოვნურია. აი მთლიანობაში ამ ლამაზ ხელოვნურ ქვად მეჩვენება ეგ დარგი დღეს. მე კი ბუნებრივი ქვა მინდა. გარემოსდაცვა აგრესიულ მარკეტინგად იქცა და არა მარტო საქართველოში. თუ ჩვენს მერე მოვა თაობა, რომელიც დედამიწის დაცვას კი არა და თანაცხოვრებას ისწავლის, მაშინ მთელ ამ კამპანიას აზრი აქვს. ხოლო ნაგვის დაყრა- არ დაყრა ელემენტარული კულტურის და ზრდილობის თემაა.



- თქვენი აზრით, საზოგადოება რამდენად არის მოწოდებული დაიცვას სისუფთავე, ეკოლოგია?
- ისევ ჩემი გადასახედიდან ვისაუბრებ და მაქსიმალურად გავექცევი, საუბარში სტატისტიკას და ციფრებს. ნაგავი, როგორც ვთქვი, შინაგანი კულტურის ამბავია და მორჩა. ამას ვერც ჯარიმა და ვერც ცნობიერების ამაღლება ვერ უშველის, თუ უმრავლესობაში არ იქნება ნება, იცხოვროს ჰარმონიულ გარემოში. ალბათ ავტომატურად უნდა ვიღებდეთ მიწიდან სხვისმიერ დაგდებულ ბოთლს და არა იმისათვის, რომ დავჩეკინდეთ იმპროვიზირებულ სანაგვესთან და სოციალურ ქსელში დიდი შერცხვენის პოსტი დავწეროთ. სანამ ხელებს შემოვირტყავთ თავში შეძახილებით :” ვაიმე, კაცმა არ იცის რას ვჭამთ!” გავიხსენოთ ჩვენს მამულებში და აგარაკებზე საპირფარეშოები, სანამ სანადიროთ წავალთ და მამა- პაპურ წესს მოვიშველიებთ. გავიხსენოთ, რომ მათ ხორცეულით გატენილი მარკეტები არ ჰქონდათ , არც ჯიპები და ავტომატები. სანამ ხის ჩეხვას გავაპროტესტებთ, დავფიქრდეთ, რამდენი განადგურებული ხის ქაღალდს მოვიხმართ ამ პროექტისთვის, და დანამ სოციალურ ქსელში აქტიურად დავიცავთ ბუნებას გვახსოვდეს, რომ კომპიუტერი და სხვა გაჯეტი მოიხმარს ელექტროენერგიას და ატმოსფეროში ნახშიროჯანგს გამოყოფს. გვახსოვდეს ისიც, რომ თუ არ ვმოძრაობთ, “სუფთა ჰაერი”( ჟანგბადი) ორგანიზმს არ კვებავს. . . . აი ეს რამოდენიმე ელემენტარული და უბრალო მცნებება თუ გაიაზრე და მიიღე, დანარჩენი თავისით მოვა. რა თქმა უნდა , შეგვიძლია ვისაუბროთ სახელმწიფო პროგრამებზე, კომპლექსურ მიდგომაზე , მდგრადობაზე და ტექნოლოგიებზე, მაგრამ ვერცერთი სისტემა ვერ დაამყარებს წესრიგს თქვენს საკუთარ სახლში, დედამიწა კი ჩვენი სახლია, და ეს არ არის უბრალოდ სლოგანი- ასეა ეს.

ჩემს ბავშვებს ვუყვები, შემდეგ ისინი უყვებიან მშობლებს: საწყალი ბაღლინჯო ცხოვრობდა ტყეში თბორებთან და ჭაობებთან, იბადებოდა აპრილში ან მაისში და კვდებოდა სექტემბერში და კბენდა იმ ადამიანებს და ცხოველებს რომლებიც იმ ადგილთან მიდიოდნენ. ვიღაცამ იქეიფა იმ ადგილზე და დააგდო ბოთლი, ნახა ბაღლინჯომ ეს ბოთლი, იფიქრა სათბური მაქვს, სახლი მაქვს თბილი ევრორემონტით, რატომ უნდა წავიდე ამ ქვეყნიდან და იქ დაბინავდა, მერე პარკი მოფრინდა შეჯდა ეს ბაღლინჯო ზედ და ასე მოფრინდა აქამდე, ადამიანის სახლამდე. ამიტომ სულ ნუ დაიცავთ ბუნებას იმის გამო რომ ის მე მიყვარს, მაგრამ როცა ვიღაცა მიდის ბუნებაში საქეიფოდ, აგდებს იქ ბოთლს, ტოვებს ნარჩენებს ნუ გაუკვირდება, რომ მის შვილს უცნაურ მწერმა უკბინა და საავადმყოფოში აღმოჩნდა ამის გამო.



- თქვენმა სოციალურმა აქტივობებმა რამე შედეგი თუ გამოიღო?
- ხშირად ვფიქრობ ამაზე, რამდენი რამე შევძელი წელიწად ნახევრის განმავლობაში. ვითომ მეზღაპრეობით და თამაშით ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ. იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ჩემი ნაგვის კომპოზიციები ადამიანებს სახლს უმშვენებენ და გარემოს აღარ აბინძურებენ. საკმაოდ რთული ასაკის ბავშვებთან ვმუშაობ, რაღაც დოზით აგრესიულებიც არიან, თვითდამკვიდრების პერიოდი აქვთ. ამიტომ წამოიწია სამომავლოდ მათ მიერ შექმნილი უამრავი საინტერესო პროექტი. საკმაოდ საინტერესო კითხვებს სვამენ, და შესაბამისად მათზე პასუხების ძიებაში ბევრ რამეს ვისწავლით. ამის გარდა ის გამოცდილება რომელიც მივიღეთ ყველამ ერთად რამოდენიმე ნაბიჟით ჩემს ოცნებასთან მიმაახლოვა- კერძოდ ეკოთერაპიის ცენტრის დაარსებასთან. თუ როდესმე გინახავთ ბავშვის თვალები, როცა მან გააღვივა პატარა თესლი ან ტყეში ნაპოვნი რკო, თუ მოისმენთ მათ ნარჩენებთან ბრძოლის ინოვაციურ იდეებს, მერწმუნეთ დამიდგებით გვერდში)))



- ვიცი , რომ სოფლის მეურნეობასაც ეწევით. ორგანულ სასუქს ანიჭებთ უპირატესობას თუ ქიმიკატებს?
- ამ თემაზე შეიძლება ბევრი შემედაოს. მე თუ მკითხავთ ერთი ლიტრი ქიმიკატი მირჩევნია თუ 60 ტონა ნაკელი, მე ერეთი ლიტრა ქიმიკატს ავირჩევ, ვინაიდან 60 ტონა ნაკელს თავისი “სიურპრიზები” მოყვება, დაუშვათ ნაწლავური ჩხირები და სარეველების თესლები. ვიცი , შემედავებიან, გამომწვარი უნდა იყოს ნაკელიო, მაგრამ ქვეყანაში სადაც საქონელი, ძირითადად, თავისუფალ საძოვრებში იკვებება, ძალინ რთულია გამონახო აგროტექნოლოგიებით გათვალისწინებული გამომწვარი ნაკელის რაოდენობა. ამიტომ ფანატიზმის გარეშე ბიოლოგიურის მომხრე ვარ. მე პირადათ ვირჩევ სიდერაციას და მცენარეების მეზობლობითი შერწყმის პრინციპს, რომელიც სასუქს საერთოდ არ გულისხმობს. ბიოლოგიურ სასუქებშიც არის უამრავი კომპონენტი, რომელიც არ ავნებს მოყვანილ პროდუქციას, მაგრამ საშვილიშვილოდ აფუჭებს ნიადაგს.

- დიდი რაოდენობით ყვავილი შემოდის საქართველოში საზღვარგარეთიდან. თუ არსებობს რაიმე ნორმა რაც მისი შემოტანის დროს უნდა დაიცვა?
- ეს ალბათ შესაბამის უწყებას უნდა ჰქკითხოთ. მე ისევ გარემოსდაცვითი კუთხით გიპასუხებთ. ამ ყვავილებს უნდა ტრანსპორტირება და ეს გარემოზე ზემოქმედებას გულისხმობს, შემდეგ შეფუთვა და როგორც წესი ეს შეფუთვა შემდგომ მყარი ნარჩენების სიაშია, ესაჭიროება სპეციალური სატრანსპორტო ნიადაგი, რომელიც სხვათაშორის ხშირად მხოლოდ ტორფი არ არის, ზოგი მცენარე საერთოდ ლენინივით ბალზამირებული შემოაქვთ. მიყვარს ლამაზი მცენარეები , კომპოზიციებშიც ვიყენებ, მაგრამ , როგორც ხედავთ ყველაფერს აქვს გარკვეული ბნელი მხარე. არჩევანი კი ადამიანზეა.



- ოთახის მცენარეებიდან ყველაზე უკეთ რომელი წმენდს ჰაერს შენობაში?
- ჰაერის გასაწმენდად ყველაზე კარგი საშუალებაა შეუხედავი და ყველასთვის ცნობილი ქლოროფიტუმი და სპატიფილუმი. თუმცა საძინებელში მცენარეებს არ ვაჩერებ. არსებობენ სურნელოვანი მცენარეები , რომლებიც ანტიდეპრესანტის როლს ასრულებენ ან ანტივირუსულ ფუნქციას. მაგრამ მაინც, ცივი გონებით რომ არ შევხედოთ ყველაფერს, ლამაზ გამწვანებულს და აყვავებულ აივანს ან არანჟერეას არაფერი ჯობია. ხავსის დიდი თაყვანისცემელი ვარ. ამიტომ ხშირად ვიყებებ კომპოზიციებში, არც ლუდი მენამება მისთვის და არც ლამაზი ჭურჭელი, რომელშიც ვაბინავებ .

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები