23 წლის სტუდენტმა თელავში გიგანტური უეკლო მაყვალი გააშენა

23 წლის გიორგი ლაცაბიძეს გიგანტური უეკლო მაყვალი თელავის რაიონის სოფელ კისისხევში, ნახევარ ჰექტარზე აქვს გაშენებული. მაყვლის ერთი მარცვალი საშუალოდ 15 გრამს იწონის, ერთი ძირის მოსავლიანობა კი 10 კილოგრამია. გიორგი მომავალ წელს მაყვლის ექსპორტზე გატანას გეგმავს.

გიორგი ლაცაბიძე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს და მომავალი აგრონომია. მან "სამმაგი გვირგვინის" ჯიშის უეკლო მაყვალი გასულ წელს გააშენა და წელს პირველი მოსავალი მიიღო. გიორგის თქმით, გიგანტური უეკლო მაყვალი ველურ მაყვალზე ადრე შემოდის. მოსავლის აღება ივნისში იწყება და აგვისტოს ბოლომდე გრძელდება.

"ამ ჯიშის მაყვალი ძალიან ტკბილი

და არომატულია.

დარგვიდან მეორე წელს ერთი ძირიდან 5 კილოგრამი, საერთო ჯამში კი 7 ტონაზე მეტი მოსავალი ავიღეთ. მოსალოდნელია, რომ მესამე წელს, როდესაც მაყვალი სრულად მსხმოიარე გახდება, ერთი ძირიდან 10 კილოგრამ მაყვალს მაინც მოვკრეფთ", - ამბობს გიორგი.

გიორგი მაყვლის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს, კილოგრამი მაყვალი 4 ლარი ღირს. ნაყოფის გარდა, გიორგი მაყვლის ნერგებსაც ყიდის, ერთი ნერგის ფასი 2 ლარია. განაგრძეთ კითხვა

კომენტარები

gocha 2017-06-06 14:46
gisurveb warmatebebs..
gia 2017-02-25 13:33
წარმატებები, ასეთი ხალხი ააშენებს საქართველოს
shorena gabelaia 2016-11-06 00:00
mainteresebs genmodipicirebulia tu rogor?batono giorgi gtxovt momwerot mainteresebs
გიორგი ლაცაბიძე 2016-10-13 00:13
595-15-10-12 ნინისოფია ეს ჩემი ნომერია. დამიკავშირდი
ელენე 2016-09-09 14:10
ყოჩაღ გიორგი,გისურვებ წარმატებებს და შენი ოცნებების ახდენას.ღმერთმა უმრავლოს საქართველოს შენისთანა ახალგაზრდები.

კომენტარის დამატება