ოთახი ორი ბავშვისთვის - სივრცის განაწილების საუკეთესო იდეები

ორი შვილი მყავს და მაქვს ერთი პაწაწინა ბინა, სადაც არასდროს არაფერი არ ეტევა. სანამ შეიძლებოდა, ყველანი ერთ ოთახში ვიწექით, მაგრამ წამოიზარდნენ, უკვე მეორეც სასკოლე გახდა და მე და ჩემმა ქმარმა გადავწყვიტეთ, ჩვენი საძინებელი მათთვის დაგვეთმო, თავად კი მისაღებ ოთახში ერთი პატარა ნიშა გავაკეთეთ, სადაც დავდგით საწოლი და მოვთავსდით რამენაირად.

თუმცა ამით დაიწყო რაც დაიწყო. ჩვენი საძინებელი, რომლის ბავშვის ოთახად გადაკეთება გადავწყვიტეთ, ზუსტად 11 კვადრატია. დიდი ფოკუსნიკობა სჭირდება, რომ ამ სივრცეში ორი ბავშვი და მათი ნივთებიც მოათავსო და ადგილიც დაუტოვო სათამაშოდ.

თუმცა როცა პატარა გაქვს და როცა მშობელი ხარ, ფოკუსნიკობაც გიწევს. დავამატებ, რომ ბავშვები ერთი სქესისანი არიან (ბიჭები), ამიტომ იმაზე ფიქრისგან მაინც ვიყავი თავისუფალი, რომ ეს პაწაწინა ოთახი კიდევ ორად გამეყო.

ერთი სიტყვით, საბოლოოდ მივაგენით ოპტიმალურ გადაწყვეტილებას და ბავშვებიც რაღაცნაირად დავაწვინეთ (ოღონდ ისე, რომ ყველა ავეჯი დავაპატარავეთ ზომაში და საგანგებოდ ჩვენთვის შევუკვეთეთ) და ცოტა სივრცეც დარჩათ სათამაშოდ.

მას მერე, რაც მე გვარიანად ვიწვალე და ძალიან დამეხმარა პრობლემის გადაჭრაში ინტერნეტში გათავსებული უამრავი ფოტო, გადავწყვიტე, სხვა მშობლებსაც დავეხმარო და გავუზიარო ჩემი გამოცდილება, გავუზიარო ფოტოები, რომლებიც ძალიან დამეხმარა. ნახეთ ფოტოები და ბევრი კარგი იდეა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები