როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს ნიჟარა - 6 ფასდაუდებელი რჩევა

სამზარეულოს ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტი ნიჟარაა. სწორედ ნიჟარასთან უწევთ დიასახლისებს დროის უმეტესი ნაწილის გატარება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ნიჟარას შევარჩევთ. ჩვენ შევეცდებით რამდენიმე პრაქტიკული რჩევა მოგცეთ.


1. შევარჩიოთ ზომა
ნიჟარის ზომა პროპორციულად უნდა შეესაბამებოდეს სამზარეულოს ფართობს. თუ თქვენი სამზარეულო დიდი ზომისაა, ნიჟარაც დიდი უნდა შეარჩიოთ. განსაკუთრებით გაალამაზებს თქვენს ფართს ისეთი ნიჟარა, რომელსაც გვერდზე დამატებითი ლამაზი ფრთები ექნება. ყურადღება მიაქციეთ ნიჟარის სიღრმესაც, ის არ უნდა იყოს ძალიან ღრმა. ძალიან ღრმა ნიჟარა დისკომფოპრტ შეგიქმნით ჭურჭლიოს რეცხვის დროს, მოკლე კი მოუხერხებელი იქნება მაღალი ჭურჭლის

რეცხვის დროს. იდეალური სიღრმე 15-17 სმ-ია.
მცირე გაბარიტების მქონე სამზარეულოში არჩევანის დიდი საშუალება არ არის, ძალაუნებურად მოგიწევთ ადგილის ეკონომია, ამიტომ მოგიწევთ პატარა ზომის ნიჟარის შერჩევა. ამ შემთხვევაში გირჩევთ უპირატესობა მრგვალი ფორმის ნიჟარას მიანიჭოთ. მართალია, ასეთი ნიჟარა მოუხერხებელია დიდი ოჯახისთვის, მაგრამ ორი ადამიანისთვის ზედგამოჭრილი იქნება.

2. როგორ შევარჩიოთ ფორმა
დღესდღეობით არის იმის საშუალება, რომ ნებისმიერი ფორმის ნიჟარა შეიძინოთ. შეგხვდებათ სამკუთხედი, მრგვალი, მართკუთხედი და ორდონიანი ნიჟარებიც კი, თუმცა ყველაზე მოხერხებული მაინც ოთხკუთხედი ფორმის ნიჟარაა, ის არის ყველაზე ტევადი და ადვილი დასამონტაჟებელი. თუმც თუ თქვენ მოგწონთ სამკუთხედი ან ოვალური ნიჟარა, აუცილებლად დაამონტაჟეთ.

3. განყოფილებების რაოდენობა ნიჟარაში
ფასისა და ადგილი ეკონომიის თვალსაზრისით უპირატესობა ენიჭება ერთგანყოფილებiიან ნიჟარას, თუმცა ბევრი ჭურჭლის, ბოსტნეულისა და ხილის გასრეცხად ძალიან მოსახერხებელია ორგანყოფილებიანი ნიჟარებიც. არსებობს სამ, ოთხ და ხითგანყოფილებიანი ნიჟარებიც და მათი ფასიც, შესაბამისად, უფრო მაღალია. ასე რომ, თუ გნებავთ სამზარეულოში თავი მოხერხებულად იგრძნოთ და თქვენი ბიუჯეტიც დაიზოგოს, გირჩევთ, აქცენტი ორგანყოფილებიან ნიჟარაზე გააკეთოთ.


4.ჩაშენებული თუ ზემოდან დასადგამი
არსებობს ჩაშენებული და ზემოდან დამონტაჟებული ნიჟარა. თუ დაუკვირდებით, თავადაც მიხვდებით, რომ ზემოდან დამონტაჟებული ნიჟარა უფრო მოსახერხებელია და თუ მისი გამოცვლა დაგჭირდებათ, არ მოგიწევთ მთელი სამზარეულოს დემონტაჟი, ძალიან მარტივად გამოცვლით მხოლოდ ნიჟარას. თუმცა, თუ მაინც გადაწვეტთ ნიჟარის ჩამონტაჟებას, ყურადღება მიაქციეთ ჰიდროიზოლაციას.


5. როგორ შევარჩიოთ მასალა
ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ნიჟარის შეძენის დროს. გაითვალისწინეთ, რომ მასზეა დამოკიდებული თქვენი ნიჟარის ფასიც. ყველაზე პრაქტიკული, მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი მასალა არის უჟანგავი ფოლადი, რომელზე მოთხოვნაც ყოველთვის დიდი იყო, არის და იქნება. ეს მასალა ყველანაირ ინტერიერს მშვენივრად და ჰარმონიულად ერწყმის.
ეფექტურად გამოიყურება კერამიკული ნიჟარაც, ის ძალიან ლამაზი და არაორდინალურიც, კარგად უძლებს ტემპერატურის ცვალებადობას, თუმცა სათუთი მოსავლელია. მისი დაზიანება ძალიან ადვილია და ამ შემთხვევაში მისი შეცვლა მოგიწევთ.
თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, გვხვდება სხვადასხვა მასალის ნიჟარებიც, რომელიც გაძლევთ საშუალებას, უფრო მრავალფეროვანი გახადოთ თქვენი არჩევანი ფერის თვალსაზრისით, თუმცა ამ შემთხვევაში საკმაო ფულის დახარჯვაც მოგიწევთ.
არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ნატურალურ ქვასაც. ეს ძალიან ლამაზი არჩევანია, თუმცა მისი შერჩევის შემთხვევაშიც მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ შეიძლება უბრალოდ გატყდეს და მისი გამოცვლა მოგიწიოთ. გაითვალისწინეთ ის მომენტიც, რომ ნატურალური ქვა ძალიან რთული მოსავლელია, ის საჭიროებს სპეციალურ საწმენდ საშუალებებს.


6. სტილი
და ბოლოს, მნიშვნელოვანია თქვენი ნიჟარა შეესაბამებოდეს თქვნი სამზარეულოს სტილს. მაგალითად, თუ თქვენი სამზარეულო ჰაი ტეკის სტილშია, ძველებური თუჯის ნიჟარა მას არავითარ შემთხვევაში არ მოუხდება. თუ თქვენი სამზარეულო ქანთრის სტილშია, არჩევანი ნატურალურ ქვაზე შეაჩერეთ.

კომენტარები

Giorgi 2022-02-21 00:45
Ujangavi nijara ra girs otxkutxedi sawurit

კომენტარის დამატება