როგორ შეიძლება შეუხამოთ დეკორატიული ბალიშები დივანს და ინტერიერს?

ხშირად კითხულობენ, როგორ შეიძლება შევძინოთ სიმყუდროვე ზედმეტად სატატიკურ და მკაცრ ინტერიერს. პასუხი ამ შემთხვევაში ცალსახააა, ყველაზე ხშირად ინტერიერის ბალიშებით გადახალისებას ურჩევენ ხოლმე დიზაინერები.

ბალიშების შერჩევა ხომ არც ისე მარტივი საქმეა, პირველ რიგში რთულია ბალიშების შერჩევა დივნისთვის და მერე ბალიშების შერჩევა ერთმანეთისთვის. როგორ შეიძლება შეუხამოთ დეკორატიული ბალიშები თქვენს დივანს და ინტერიერს?



1. ინტერიერის ძირითადი, წამყვანი ფერის დეკორატიული ბალიშები. ეს ყველაზე მარტივი და აპრობირებული მეთოდია. ამ შემთხვევაში ბალიში არავითარ შემთხვევაში უნდა იყოს დივნის ფერი.

ამ ფოტოზე ბალიშები ცისფერია შერჩეული და შეხამებულია კედლის ზედა

ნაწილთან. თქვენ შეგიძლიათ ბალიშები შეუხამოთ ფარდებს, ხალიჩას, შპალერს, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში - დივანს.



2. დეკორატიული ბალიშები ძირითად ფერში
აქ ძირითადი ფერი, რომელზეც მთავარი აქცენტია გაკეთებული, ფუქსიაა. დეკორატიული ბალიშები, სანათი გარნიტურის თავზე და ორქიდეა თითქმის ერთი ფერის გახლავთ. ეს ინტერიერს კიდევ უფრო დახვეწილს ხდის.

შესაძლებელია ინტერიერში რამდენიმე წამყვანი ფერი იყოს. ასეთ შემთხვევაში დეკორატიული ბალიშების შერჩევის დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ ფერები ზუსტად ესადაგებოდეს ერთმანეთს. მთავარია ისინი გემოვნებით ეხამებოდეს.



3. განსხვავებული, მკვეთრი ფერის დეკორატიული ბალიშები
ამ შემთხვევაში მთავარია შეირჩეს ფერი, რომელიც ინტერიერის ყველა ფერს მოუხდება და შეეხამება. ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი მაინცდამაინც მკვეთრი ფერის ბალიშების შერჩევა, შესაძლებელია, რომ პასტელის ფერებმაც ძალიან მომგებიანი როლი ითამაშოს.

ახლა კი ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორი ქსოვილის უნდა იყოს დეკორატიული ბალიში. მოგცემთ რამდენიმე კლასიკურ რჩევას, რომელიც ყოველთვის აქტუალურია.

განიერი ზოლები ძალიან უხდება დიდ ყვავილებს, მსხვილ უჯრებს, ხაკისფერს. ზიგზაგი კარგად ერწყმის ასევე მსხვილ ყვავილებს, ხაკისფერს, ბურთებს, რგოლებს.



და ბოლოს, როგორ უნდა ეხამებოდეს ბალიშები დივანს. ნაცრისფერი, თეთრი და შავი ფერის ბალიშები ჯობს შეუხამოთ ფერად დივანს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები