როგორი ინტერიერია დღეს მოდაში

როგორია დღესდღეობით ყველაზე ტრენდული ინტერიერი და ვის რჩევებს ვენდოთ, მართლაც მოდური და თანამედროვე სახლი რომ გვქონდეს?

ინტერიერის დიზაინის ტრენდებზე უამარავი ფაქტორი მოქმედებს დაწყებული ეკონომიკურიდან, ეკოლოგიურით დამთავრებული. ჩვენ ამ ეტაპზე ყველაზე პოპულარულ ტრენდებს შემოგთავაზებთ.

ეკოლოგიური
აღნიშნული ტრენდი კარგა ხანია ლიდერობს ამ საიას. ამ შემთხვევაში ყველაზე აქტუალური მასალა ხეა, ასევე ნატურალური ქვა, შუშა და მეტალი.



მეტალი
თანამედროვე დიზაინის ერთ-ერთი მიმართულება ინტერიერში მეტალის მომრავლებაა. ფიგურირებს არა მარტო ავეჯსა თუ სხვა ნივთებში, არამედ სანტექნიკაშიც.



გეომეტრიული ორნამენტები
გეომეტრია ყოველთვის დიდი მოწონებით სარგებლობდა ინტერიერის დიზაინში. აქ

საუბარია არა მარტო პრინტებზე, არამედ 3D პანელებზე, დეკორის განათებაზე.



ვარდისფერი
სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ვარდისფერი. მოდაშია ასევე მუქი მწვანე და ცისფერი.



ჯუნგლები
საკმაოდ საინტერესო ტრენდია ეკოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში ძალიან აქტუალურია ტროპიკული პრინტები როგორც შპალერში, ისე ტექსტილსა და სხვა შტრიხებში, პანოებში, ნახატებსა თუ ფრესკებში.

კომენტარის დამატება