საახალწლო დეკორი საკუთარი ხელით

ამ დეკორისთვის 4 მარტივი სადღესასწაულო სათამაშოს გაკეთება დაგჭირდებათ.  ამ ფოტოგაკვეთილების შემდეგ შეგეძლებათ ისინი საახალწლო ნაძვის ხეზე ჩამოკიდოთ.
პირველი სათამაშოს დასამზადებლად დაგჭირდებათ:
თეთრი ფეტრის ნაჭერი;
სხვადასხვა ზომის მძივები;
მრგვალი მუყაო;
მაკრატელი;
ფანქარი;
ლენტი;
ნემსი და ძაფი;
დამზადება:
მრგვალი მუყაო დაადეთ ფეტრის ნაჭეს, ფანქრით მოხაზეთ და გამოჭერით.

 

რგოლს ერთი მხრიდან მიაკერეთ ლენტი, ეს მომავალი ნაძვის ხის სათამაშოს ჩამოსაკიდი იქნება.
ახლა მძივების დაკერების დროა, შეარჩიეთ განსხვავებული ზომისა და ფერის, რომ ისინი გვერდიგვერდ არ აღმოჩნდნენ. ნაძვის ხის სათამაშო ასე უფრო ლამაზი იქნება.

 


მძივების დაკერების დამთავრებისთანავე,

ბანტის მიკერების დრო დადგა. ის ჩამოსაკიდთან უნდა მიაკეროთ.


პირველი ნაძვის სათამაშო უკვე მზადაა, გადავიდეთ მეორე სათამაშოს დამზადებაზე.

  • წინა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები