რა დატვირთვა აქვს სვანურ ქუდს და რატომ არ იხდიან მამაკაცები მას ეკლესიაშიც

"სვანური ქუდი ნამუსის ქუდი

ამ ქუდს წინაპრის სისხლი აჩნია,
სვანეთის მთების სურნელი უდის,
ვისაც ნამუსი არ გააჩნია,
არ დაიხუროთ სვანური ქუდი".

/ვალერიან საღლიანი/

 

რა არის სვანური ქუდი, რატომ აქვს გამოსახული ჯვარი და რატომ არ იხდიან მამაკაცები მას ეკლესიაშიც - ამაზე სვანეთის შესახებ სოციალურ გვერდში შექმნილი გვერდი გვიამბობს:

"სვანური ქუდი სამი ფერისაა. ეს მისი კიდევ ერთი საიდუმლოებაა. შავი ფერი - ქვესკნელი, ანუ გარდაცვალებულთა სულები, თეთრი ფერი - ზესკნელი, ანუ ანგელოზები, წმინდანები. ნაცრისფერი, ანუ წუთისოფელი, რომლის მკვიდრიც ვართ ჩვენ ცოცხალი ადმიანები. ცოდნას ფერთა მნიშვნელობის შესახებ მოიცავს

თეთრი და შავი, ხოლო მათი შერევა ნაცრისფერს გვაძლევს, რომელიც ერისკაცის თავსაბურავია ნიშნად იმისა, რომ იგი ფლობს ცოდნას ქვესკნელისა (შავისა) და ზესკნელისა (თეთრისა), ამიტომ ნაცრისფერი ქუდი შეიძლება დაიხუროს საერო მოძღვარმა, შავი ქუდი კი - ბერმა.

იესო ქრისტემ ჯვარცმით გამოისყიდა ცოდვა ადამისა და გვაუწყა, "მამაკაცი არისო თავი დედაკაცისა, აგრეთვე დედაკაცმა თავი დაიფაროსო ლოცვის დროს, ხოლო მამაკაცმა ქუდი მოიხადოსო.“

სვანური ქუდის პირველი წრე დედაკაცის მიერ მიცემულ ახალ აღთქმას ნიშნავს, ხოლო მეორე წრე ჯვრის ტვირთვას, ჯვარცმას გოლგოთის მთაზე, რომელიც ნიშნავს "თხემის ადგილს“, აგრეთვე თავის არე, რომელსაც ეს ქუდი ფარავს, არის თხემის ადგილი, სადაც გადაიკვეთება ქუდზე ჯვარი. მამაკაცი დახურვისა და მოხდის დროს ჯვრის შუა ადგილს ეხება, ჯვრის გადაკვეთის ადგილას არის ჯვარზე გაკრული მაცხოვრის თავი,
სვანური ქუდი არის მძივი მარგალიტის, მდოგვის მარცვლისოდენი რწმენის სიმბოლოდ არის გაკეთებული გრეხილ ძაფზე. ხოლო უსუპის სიმბოლო ფოჩი დიდებულების სიმბოლოა, მიანიშნებს იმაზე, რომ მამაკაცი არის მაკურთხებელი. სვანური ქუდი მთელი მისი გარეგნული ფორმით ლამპარს ჰგავს, ეს მაშინ, როდესაც მამაკაცი ქუდს მოიხდის და ფოჩს ამოაბრუნებს, რათა ამ ძაფით ქუდი ჩამოკიდოს".

ლიპარტელიანი დავითი

კომენტარის დამატება