მიწაზე მუშაობა ადამიანებს სტრესთან გამკლავებაში ეხმარება

თურმე, მიწის დამუშავება, მებაღეობა, ბოსტნეულის მოყვანა თუ ყვავილების მოვლა იმაზე ბევრად სასარგებლოა, ვიდრე ძვირად ღირებული ფსიქოთერაპია.
ადამიანს, რომელსაც აქვს აგარაკი, მიწის ნაკვეთი, სახლი სოფელში, აქვს მშვიდი სიბერეც. ასე მიიჩნევს ზოგიერთი ფსიქოთერაპევტი.

ქალაქის, განსაკუთრებით კი მეგაპოლისების მაცხოვრებლები აგარაკისკენ მიიწევენ და არა მხოლოდ აგარაკებისკენ, ეს შესაძლოა იყოს ტყეც, ერთი სიტყვით, ბუნებასთან სიახლოვეს. აგარაკი ის ადგილია, სადაც ადამიანის თავს ყოვლის შემძლედ თვლის, გრძნობს, რომ რაღაც შეუძლია.


ბუნებისკენ სწრაფვა უძლიერდება ადამიანს თუ მას იქ სახლიც აქვს
და იწყებს ბაღის გაშენებას, ხეხილისა და ბოსტნეულის მოყვანას და ეს პროცესი მასზე ისე მოქმედებს, როგორც ერთგვარი თერაპია. სწორედ ბუნებასთან კონტაქტი არის ის მთავარ ფაქტორი, რაც ადამიანის ნერვული სისტემის სიმშვიდეს და პოზიტიურ ემოციებს განაპირობებს. ალბათ დაკვირვებიხართ, რომ რაც უფრო ემატება ადამიანს ასაკი, მით მეტად უჩნდება მოთხოვნილება მოშორდეს ხმაურიან ქალაქს და დასახლდეს სოფელში, ბუნებასთან მაქსიმალურად ახლოს, არც შრომა აშინებს და არც მარტოობა, ასაკთან ერთად ხომ ადამიანის ფასეულობები რადიკალურად იცვლება.
ბუნებასთან ურთიერთობისას თითქოს დრო უფრო ნელა და ნაყოფიერად გადის, ადამიანს არ აქვს იმის განცდა, რომ ვერაფერს ასწრებს, აქ ყველაფერი ბუნების კანონზომიერების მიხედვით მიდის, შესაბამისად, ადამიანს უფრო მეტად ეუფლება სტაბილურობის გრძნობა.

კომენტარის დამატება