მარიამ სანოგოს ბინა, რომელშიც ქმარ-შვილთან ერთად ცხოვრობს - ლოფტის სტილი და ღია ფერები

ტელეწამყვანმა მარიამ სანოგომ სახლში ავეჯი გააახლა და ბინის ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც ფოტოებიდან ვგებულობთ, მარიამის ბინა ლოფტის სტილის არის, ამ სტილისთვის დამახასიათებელი აქცენტებით და ასევე ჭარბობს ღია ფერები - მოყვითალო-მოკრემისფრო. 

მარიამი ამ ბინაში მეუღლესთან - გიორგი ლაშქარაძესა და შვილთან, ზუკასტან ერთად ცხოვრობს. 







ცნობისათვის, მარიამი ნახევრად აფრიკელია. მამამისი ლამინ სანოგოა, დედა - თინა დავითაშვილი. "მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი წარმოშობით აფრიკელია, კონკრეტულად კი ბურკინაფასოდან, მე ქართველი ვარ, რადგან 17 წელია, აქ ვცხოვრობ. დედამ და მამამ ერთმანეთი საფრანგეთში სწავლის დროს გაიცნეს, მეც იქ დავიბადე, მაგრამ
წლი-ნახევრის ვიყავი, როცა საქართველოში ჩამოვედით. გარკვეული დროის შემდეგ ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და მამა საფრანგეთში დაბრუნდა, მას შემდეგ საქართველოში არ ჩამოსულა. დედა პატარაობაშივე მიყვებოდა მის შესახებ, სად გაიცნო, როგორ დაიწყეს ურთიერთობა და ა.შ. მამა დედას ურეკავდა, ინტერესდებოდა ჩემი სწავლით, საქმიანობით, მოკლედ, ინფორმაციას ჩემ შესახებ დედასგან იღებდა. მე კი ფრანგული კარგად არ ვიცოდი და ვერ ვესაუბრებოდი", - იხსენებდა მარიამი ერთ-ერთ ინტერვიუში.


კომენტარები

ანი 2024-04-26 20:03
საკმაოდ უღიმღამო და უგემოვნო ბინაა..
ამოვიდა ელში 2024-04-11 10:54
ქალბატონ მარიამს ჩვენი სიმპატიები და კეთილი სურვილები.უბრალოდ, წულაძის ფართრეთია მათი სურათის გვერდით და ის კომენტარიც მხოლოდ მისი მისამართით არის მიმართულოი. კდევ ერთხელ დიდი ბოდიში ქალბატონ მარიამს და მის კჰარგ ოჯახს.
ამოვიდა ყელში 2024-04-11 10:47
რასაც მე ვაკვირდები თუ გინდა რომ „პოპულარული“ გახდე,ან ხუთჯერ გათხოვილ-გამოგდებული უნდა იყო ია ფარულავასა და ნანუკა ჟორჟოლიანივით და იცუნცრუკო ან ლ. წულაძესავით და დ. ევგენნიძესავით გამ. სიფათი უნდა მიიღო.
zurab 2024-04-11 09:46
საკმაოდ კარგი დიზაინია და არასტანდარტული რაც მთავარია. ოჯახურ ბედნიერებას გისურვებთ ამ ბინაში
ეი! 2024-04-10 19:09
მარიამი კარგო გოგოა! ინტერიერი კი მოყვითალო კი არა ყვითელი და ბეჟია. აფრიკულია. და ლამაზი! საუკეთესო სურვილები მარიამს!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები