აივნების ყვავილებით გაფორმებისას ეს იდეები დაგეხმარებათ


როდესაც საქმე ბაღის ან კოტეჯის მორთვას, დეკორაციას ეხება, ყოველთვის გინდა რაღაც განსაკუთრებული, რაც ამ ადგილს უნიკალურობასა და სიმყუდროვეს შესძენს. ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და ელეგანტური გზა ბაღისთვის ხასიათის მისანიჭებლად არის დაკიდებული მცენარეები. ეს უმარტივესი გზაა ბაღის გასაცოცხლებლად და საინტერესო კომპოზიციების შესაქმნელად. კიდევ მეტი ეფექტისთვის კი შეგიძლიათ ჩვეულებრივი ქოთანი სხვადასხვა ორიგინალური მასალით ჩაანაცვლოთ.

პლასტმასის ბოთლები და კასრები


პლასტმასის ბოთლები და კასრები შესანიშნავი მასალაა დასაკიდი მცენარეების ქოთნების შესაქმნელად. საინტერესო ვერსიის შესაქმნელად შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ზომის და ფორმის ბოთლები, რომელიც ასევე შეგიძლიათ გააფორმოთ სხვადასხვა
ფერის ქსოვილით ან უბრალოდ შეღებოთ.

ფეხსაცმელი


რატომ არ უნდა გამოიყენოთ ძველი ფეხსაცმელი საინტერესო დეკორაციის შესაქმენლად? კედელზე ან ღობეზე დაკიდეთ ძველი ფეხსაცმელი, ჩუსტი ან სანდალი და შეავსეთ ის მიწით და მცენარეებით. ასეთი უჩვეულო იდეა ლანდშაფტს უნიკალურობასა და ორიგინალურობას შესაძენს. გარდა ამისა, ეს შესანიშნავი გზაა ძველი ნივთების ხელახლა გამოყენებისთვის.

ჩანთები და კალათები


თუ ძველი ჩანთები ან კალათები გაქვთ ნუ იჩქარებთ მათ გადაგდებას, ის შეიძლება შესანიშნავი მასალა აღმოჩნდეს თქვენი კაშპოსთვის. უჩვეულო კომპოზიცია აუცილებლად მიიპყრობს ყურადღებას და შესანიშნავი გაფორმება იქნება ნებისმიერი ბაღისთვის.
კალათები შეგიძლიათ განათავსოთ ვერტიკალურად და არა ჰორიზონტალურად. ეს ძალიან მოსახერხებელია: ერთსა და იმავე ტერიტორიაზე შეგიძლიათ სამჯერ მეტი მცენარე მოათავსოთ. ასეთი კალათების დამზადება შესაძლებელია ძველი სათევზაო ბადისგანაც კი.

კონსერვის ქილა


ძველი ქილა შეიძლება გადაიქცეს ორიგინალურ ქოთნად. ამისათვის უბრალოდ გახეხეთ ქილის ძირი და მიამაგრეთ ტყავის კაბელი ან ლითონის ჯაჭვი. შემდეგ შეავსეთ ქილა მიწით და დარგეთ მასში თქვენი საყვარელი მცენარეები. ასეთი ჩამოკიდებული ყვავილების ქოთნები შეავსებს სამზარეულოს ან ბაღის ინტერიერს, ასევე შესანიშნავი საჩუქარი იქნება მეგობრებისთვის.


ბაღის ინტერიერში ვინტაჟური სტილის შესაქმნელად, ჟანგით დაფარული ქილა შესანიშნავია. რომანტიული ატმოსფეროს შესაქმნელადკი შეგიძლიათ თუნუქის ქოთანზე ყვავილების მთელი თაიგული გამოსახოთ და მაქმანებით გააფორმოთ.


არსებობს კიდევ მრავალი ვარინტი, რომელთა ნახვაც ფოტოებზე შეგიძლიათ და სურვილის შემთხვევაში თავადაც მარტივად შეძლებთ მსგავსი დეკორაციების გაკეთებას.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები