დაათვალიერეთ სახლი, რომელიც ლეონარდო დიკაპრიომ ორი დღით იქირავა - ვისთან გაატარა ვარსკვლავმა ლამაზი დღეები


ამ სახლის დაქირავება ვარსკვლავს იაფი რომ არ დაუჯდებოდა, თავადაც ხვდებით, თუმცა იმაშიც დაგვეთანხმებით, რომ ღირს.
ვარსკვლავური წვეულება ამჯერად ჰემპტონში გაიმართა. მსახიობმა ზედიზედ ორი ღამე ჯიჯი ჰადიდის საზოგადოებაში გაატარა. თავი მაქსიმალურად კომფორტულად რომ ეგრძნო და სრულფასოვანი დასვენება რომ მოეხერხებინა, სახლი იქირავა, რომელიც 29 მლნ დოლარად არის შეფასებული. სახლი ქალაქთან ახლოს მდებარე სოფელ საგაპონაკში მდებარეობს და მისი ფართობი 6 400 კვ.მ.-ია. რამდენიმე სართული ერთმანეთს ლიფტით უერთდება. უიქენდზე დიკაპრიოს განკარგულებაში აღმოჩნდა 9 საძინებელი, 10 აბაზანა, აუზი, საბილიარდო, სპა- სალონი, საუნა, ჩოგბურთის კორტები და
სახლის კინოთეატრიც კი იმ შემთხვევაში, მსახიობს მეგობრებთან ერთად იმპროვიზაციული სცენარის დადგმა რომ მოესურვებინა.
სახლის გარე ტერიტორიაზე ასევე არის სამხატვრო სახელოსნო, ხმის ჩამწერი სტუდია და სატრენაჟორო დარბაზი.





კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები