როგორ დავამწიფოთ ავოკადო სახლის პირობებში და როგორ ავარჩიოთ ისე, რომ გადამწიფებული ნაყოფი არ შეგვხვდეს

ალბათ გსმენიათ, რომ მეცნიერებმა ავოკადო ქალის ორგანიზმისთვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტად მიიჩნიეს და სუპერფუდი უწოდეს.
ის ძალიან უხდება გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანებს, სასარგებლოა კუჭის წყლულის, ანემიის, ჭარბი წონის დროს. ავოკადო აუმჯობესებს განწყობას და აძლიერებს იმუნიტეტს, ამცირებს ორგანიზმში ქოლესტერინის რაოდენობას.
თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მწიფე ავოკადოს მოძიება არც ისეთი მარტივი საქმეა. ან გადამწიფებულია და ძალიან რბილია, ფაფასავით, ამ მკვახეა და მაგარი. როგორ შევარჩიოთ ნორმალური ავოკადო, რომელსაც უპრობლემოდ გამოვიყენებთ სალათებსა თუ ბუტერბროდებისთვის?

აიღეთ ავოკადო და შეამოწმეთ ყუნწის ქვეშ, თუ მწვანე ფერი აქვს, ის
გამოსაყენებლად ვარგისია.
თუ ყუნწი მოძვრა და მის ადგილას ყავისფერი ფერი შენიშნეთ ე.ი. ნაყოფი გადამწიფებულია.
თუ ყუნწი ძალიან მაგრად არის, ე.ი. ნაყოფი მკვახეა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა შეიძინოთ. თუ რა თქმა უნდა, ძალიან არ გეჩქარებათ. მთავარია, რომ ავოკადოს არ ჰქონდეს ყავისფერი ლაქები და ჩაღრმავებები.

მისი დამწიფება სახლშიც შეგიძლიათ, ეთანოლის გაზით, რომელსაც ნაყოფი სიმწიფის დროს გამოყოფს.
გაახურეთ ღუმელი 90 გრადუსამდე.
გაახვიეთ ავოკადო ფოლგაში.

მოათავსეთ ფოლგა ცეცხლგამძლე ჭურჭელზე და შემდეგ ღუმელში 10 წუთით. დაახლოებით ერთ საათში ავოკადო დარბილდება, თუმცა ისეთი ნაზი და გემრიელი არ იქნება.

შეგიძლიათ ავოკადო ჩანგლით ჩაჩხვლიტოთ და მინიმალურ სიხშირეზე ჩართულ მიკროტალღურში მოათავსოთ 30 წამით. თუ 30 წამი არ ეყო, შეგიძლიათ დრო დაამატოთ. ავოკადო დარბილდება, თუმცა გემოს შეიცვლის.
ყველაზე კარგი გამოსავალია დაამწიფოთ ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ კი მოათავსოთ მაცივარში. დამწიფება უფრო მალე რომ მოხდეს, მოათავსეთ ქაღალდის პარკში სხვა ხილთან ერთად, უმჯობესია სხვა ხილი იყოს ბანანი და ვაშლი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები