ერთი შეხედვით პრაქტიკული ნივთები, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს


თანამედროვე მაღაზიებში იმდენნაირი ახალი ნივთი იყიდება, რომ ადამიანს თვალები აუჭრელდება. ყველაფერი გვინდა, ყველაფერი მოგვწონს, თუმცა ყველაფერი როდი ამართლებს ჩვენს მოლოდინებს.
ვნახოთ, რისი ყიდვის დროს ღირს განსაკუთრებით დაფიქრება.

ბამბუკის ჟალუზები


თანამედროვე ინტერიერისთვის, რომლისთვისაც დამახასიათებელია ბუნებრივი მასალები, ბამბუკის ჟალუზი ერთი შეხედვით ძალიან მისაღები გადაწყვეტილებაა, ვიზუალურადაც ლამაზია და მასალაც ბუნებრივია, თუმცა, დროთა განმავლობაში, ხმარებაში ასეთი ჟალუზი არც ისე კომფორტულია, ის ვეღარ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. აღარ არის ადვილად მოსახმარი, თოკები იბურდება, აკეცილი ბამბუკი იშლება. ერთი სიტყვით, ზედმეტი თავის ტკივილია.

ფანჯრის საწმენდი რობოტი


მსგავს ფანჯრის საწმენდზე ბევრი დიასახლისი ოცნებობს, მართლაც ძალიან კარგი დამხმარეა, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ მსგავსი რობოტი კარგად ასრულებს თავის საქმეს, თუ საუბარი ერთ დიდ ფანჯარაზე. მაგრამ თუ ფანჯარა რამდენიმეა, თან ვიწრო, მაშინ საქმე ისე მარტივად არ არის, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. თქვენ მუდმივად მოგიწვეთ საწმენდი საშუალების კონტროლი, რომ ის რამეს არ წამოედოს ან არ ჩავარდეს, ასევე მოხსნა და თავიდან დამაგრება, მოკლედ, ასეთ შემთხვევაში ხელით წმენდა უფრო ადვილია, ვიდრე რობოტის მართვა.

მარმარილოს ქვასანაყი და ცომის საბრტყელებელი

ასეთი ქვასანაყი ძალიან ლამაზად გამოიყურება, დაამშვენებს ნებისმიერ სამზარეულოს, თუმცა როდესაც საქმე ნივრის დანაყვაზე მიდგება ის ნამდვილად ვერ ჩაანაცვლებს ძველი ხის ქვასანაყს. იგივე შეიძლება ითქვას ცომის გასაბრტყელებელზე. ვიზუალურად ბევრად ლამაზი ვარიანტების ვერ ანაცვლებს ძველ, ხის, მძიმე გასაბრტყელებელს, რომელიც მართლაც უმარტივებს საქმეს დიასახლისებს.

პოლირეზინის ჯაგრისების ჭიქა


გეთანხმებით ეს ეკოლოგიურად სუფთა და ამავდროულად ვიზუალურად ლამაზი ნივთია, თუმცა მოხმარებაში კომფორტული სულაც არ არის, ის იმდენად სრიალებს, რომ თუ სპეციალურად რაიმე საშუალება არ მოიფიქრეთ დასაჭერად, მისი ხმარება უბრალოდ შეუძლებელი ხდება.
 
ყავის აპარატი



ყავის მოყვარულებისთვის ყავის მანქანა ძალიან კარგი საჩუქარიც არის და საშუალებაც, რომ ხარისხიანი ყავა სახლში დააგემოვნონ, თუმცა თუ მის შეძენას გადაწყვეტთ, წინასწარ უნდა იყოთ მზად იმისთვის, რომ ის განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, ხშირ წმენდას და გარკვეულ ნაწილების, ფილტრების ცვლას.

კომენტარის დამატება