რა საფრთხეს შეიცავს ხალიჩა და როგორ უნდა მოუაროთ, რომ მისგან ზიანი არ მოგადგეთ


მწეველი ადამიანის სახლში ხალიჩა გამონაბოლქვს შთანთქავს და გარკვეული პერიოდის შემდეგ ისეთ ნივთიერებას გამოყოფს, როგორიც სხეულში ავთვისებიანი პროცესების განვითარებას უწყობს ხელს. 
ექიმების განმარტებით, არსებობს ე.წ. მესამედი მოწევის ცნება, სწორედ ეს ცნება ითვალისწინებს ინტერიერის საგნების, მათ შორის ხალიჩების მიერ თამბაქოს კვამლის დაგროვებას, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებას გამოყოფს.

ხალიჩის დაგება არ არის ასევე რეკომენდებული ისეთ ოჯახში, რომლის ოჯახის რომელიმე წევრს ალერგია აწუხებს. საქმე ის გახლავთ, რომ რბილ ავეჯზე, განსაკუთრებით ხალიჩებზე, სხვადასხვა სახის ტკიპები, მწერები ბინადრობენ, რომლებიც ალერგიას იწვევენ ბრონქული გართულებების
კუთხით. ასევე ასთმას. თუმცა არსებობის ამის თავიდან აცილების მეთოდი და ეს გახლავთ ხალიჩის მტვერსასრუტით ან ორთქლით დამუშავების ხერხი.

ორთქლის შემთხვევაში ტემპერატურა უნდა იყოს საკმაოდ მაღალი, 55 გრადუსზე მეტი. მტვერსასრუტის შემთხვევაში კი უმჯობესია გამოიყენოთ ჰეპა ფილტრი.
ასევე, სასურველია, წელიწადში ერთხელ მაინც ხალიჩა გასაწმენდად ქიმწმენდაში ჩააბაროთ.

კომენტარის დამატება