პრობლემები, რომლებიც შესაძლოა ოთახის ყველაზე მარტივად მოსავლელ მცენარეებსაც კი შეეხოს და რით ვუშველოთ

შევეცდებით გაგიზიაროთ, თუ რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ იმ ადამიანებს, რომელთაც არჩევანი ქოთნის ყველაზე ადვილად მოსავლელ ყვავილებზე შეაჩერეს.

კაქტუსი

კაქტუსი ერთ-ერთ ყველაზე უპრეტენზიო მცენარედ მიიჩნევა, თუმცა მასაც სჭირდება სწორად მორწყვა. ბევრი წყალი, ანუ ხშირი და უხვი მორწყვა კაქტუსისთვისაც კი შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს, მას დაეწყება ფესვები ლპობის პროცესი, რასაც, სამწუხაროდ, ვეღარაფერი უშველის.
ასევე შემოდგომით კაქტუსი იკუჭება და თითქოს გვერდზე წვება. ეს იმას ნიშნავს, რომ მან მიიძინა და წყალი კიდევ უფრო ნაკლებად დასჭირდება. თუ მსგავსი რამ შენიშნეთ საკუთარ კაქტუსსაც, კარგად შეუმოწმეთ ქოთანი, ზედმეტი
სითხე ხომ არ აქვს და ოთახის სიღრმეში გადაიტანეთ. დაელოდეთ, გაზაფხულზე ისევ აუცილებლად გამოიღვიძებს.

ალოე
კიდევ ერთი უპრეტენზიო მცენარეა, თუმცა ხანდახან მასაც აქვს ხოლმე გარკვეული პრობლემები, მაგალითად, შესაძლოა ფოთლები ჩაეხვიოს. თუ თქვენს ალოესაც ასე დაემართა, სცადეთ, თბილი შხაპი მიაღებინეთ და ფანჯარაზე, მზესთან ახლოს მიუჩინეთ ადგილი. სამომავლოდ კი არ დაგავიწყდეთ მისი ფოთლების რეგულარულად გაწმენდა და ხანდახან დანამვა. თუ შეატყვეთ, რომ ფოთლების ბოლოები ხმება, გირჩევთ ახალ ქოთანში გადაიტანოთ და ნიადაგი გაუნოყიეროთ.

დრაცენა

ყველაზე პოპულარული და მოკრძალებული ოთახის პალმაა და თუ უნებურად დარბილდა, წყლის მიწოდება უნდა შეუმციროთ. თუ გაყვითლდა და ფოთლების ცვენა დაეწყო, დარწმუნდით, რომ ორპირში არ გიდგათ.

სანსევიერია
თუ სანსევიერიას ფოთლების დაუხუჭუჭდა, ეს იმის ნიშანია, რომ წყალი უფრო ხშირად სჭირდება. თუ ფოთლებს ნაოჭები გაუჩნდა, ფანჯრისკენ გადაიტანეთ. თუ ფოთლები გაუყვითლდა და სცვივა, ე.ი. სითბო სჭირდება. თუ არც ამან უშველა, მაშინ შედარებით დიდი ზომის ქოთანში გადაიტანეთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები