ბინაში ფართის გადიდების სრულიად ახალი მეთოდი


სივრცის გასაზრდელად თეთრი ფერი, სარკეები თუ ავეჯი წვრილ ფეხებზე - ეს საიდუმლოებები უჩვენოდაც იცით, თუმცა კიდევ არსებობს რამდენიმე...

წავშალოთ საზღვრები
ჩვეულებრივ ოთხი კედელი ჭერი და იატაკია. ერთ ფერში შეღებილი ჭერი და კედელი გარდამავალ ეფექტს იძლევა და შლის საზღვრებს. ეცადეთ ოთახი ზონებად დაჰყოთ ავეჯით და ჭერით. ასე უფრო საინტერესო გამოვა.


არა მხოლოდ ავეჯი
პატარა ფართში სხვადასხვა თაროს კი ნუ განათავსებთ, ერთი მთლიანი ჩაშენებული კარადა დადგით სწორი ზედაპირით. ოთახში რაც უფრო ნაკლებია პატარა კარადა, სტელაჟი და კარადა, მით მეტი ფართი ჩანს. თუ გსურთ,

ვიზუალურად გაადიდოთ ფართი, გამოიყენეთ პუსჰ-ტო-ოპენ-ის სისტემა. მოაშორეთ ჩამოკიდული კარადები, თაროები, კომოდები კედლის გასწვრივ. ნუ დაკიდებთ პატარა ჩარჩოიან ნახატებს. ჩამოკიდეთ 1-2 კონცეპტუალური ტილო ან ფოტოგრაფია.
თუ პატარა ოთახში ჟურნალის მაგიდის დადგმას აპირებთ, ჩამოკიდეთ სანათი, ტორშერი. ფოკუსი იმაშია, რომ ავეჯმა გადაადგილებაში არ შეგიშალოთ ხელი. აგრეთვე, ჩამოკიდეთ მსუბუქი, ჰაეროვანი ფარდები.

 

უარი ზედმეტ ნივთებს
მთავარია, ოთახი გაათავისუფლოთ ზედმეტი ავეჯისა და ნივთებისგან. დიდ ოთახშიც რომ განათავსოთ ბევრი ნივთი, პატარა გამოჩნდება. ოთახში დატოვეთ მხოლოდ ის ნივთები, რომლებსაც გამოიყენებთ. უმჯობესია, ავეჯი შეკვეთით დაამზადოთ, სანტიმეტრები ეკონომიას მოგცემთ.



მეტი ფერი
თუ ოთახის კედელს სხვადასხვა ფრად შეღებავთ, საკუთარ ზომაზე გაცილებით დიდი გამოჩნდება.


ბაღში გასასვლელი
თუ ფანჯრის მიღმა არა ინდუსტრიული ქალაქი, არამეს ბუნებაა, გამჭვირვალე ფარდები ჩამოკიდეთ.


მეტი ფაქტურა და ტექსტურა
საოცარია, მაგრამ პატარა ბინა დიდად გამოჩნდება თუ მას ზონებად დაყოფთ. ყველგან თავისებური ატმოსფერო უნდა იგრძნობოდეს. აგრეთვე, ოთახს მოცულობას მატებს არა მასიური ავეჯი. ფართს მოცულობას მატებს თაბაშირის რელიეფები (ლაკიანი). თუ ოთახში მილები ჩანს ან კონსტრუქციებია, ნუ ააკრავთ თაბაშირმუყაოს, პირიქით, გამოკვეთეთ ისინი, დეკორად აქციეთ, რათა ფართ სიღმის შეგრძნება მიეცეს და არა ყუთის.

 



მეტი სინათლე
გაამდიდრეთ ოთახი სინათლით და ტვინი მიიღებს ინფორმაციას, თითქოს ოთახში მეტი ფართია. სწორად განთავსებული სარკეებიც გაადიდებს ოთახს. სარკე შეგიძლიათ ვიწრო დერეფანში მთელ კედელზე დაამაგროთ და ამით ვიზუალურად გაზრდით ფართს. სარკემ უნდა აირეკლოს ხედი, ან ოთახის სიღრმე. ფართის გადიდების კიდევ ერთი მეთოდია კედლისა და ჭერის ერთ ფერში შეღებვა. და არცაა აუცილებელი ღია ფერი გამოიყენოთ. წაშლილი საზღვარი ვიზუალურად ადიდებს ფართს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები