რჩევები ყველაზე ეფექტური მისაღები ოთახისთვის - რა შემატებს სიმყუდროვეს სახლის მთავარ ოთახს


თუ შესასვლელი სახლის სახეა, სამზარეულო - გული, მაშინ მისაღები, სასტუმრო ოთახი, უდავოდ სული ყოფილა.

დივანი


როგორ გიყვართ დივანზე ჯდომა? თუ დივანზე კომფორტულად მოკალათება გიყვართ, ოდნავ მიწოლა და ფეხებმოკეცილი ჯდომა, მაშინ შედარებით ღრმა და რბილი მოდელი უნდა შეარჩიოთ, თუ დივანმა საწოლის ფუნქციაც უნდა შეასრულოს, უპირატესობა გასაშლელ მოდელს მიანიჭეთ.

ჟურნალის მაგიდა


ჯერ დაფიქრდით იმაზე, რა ფუნქცია დაეკისრება თქვენს ჟურნალის მაგიდას. მხოლოდ ყავის ჭიქის მოთავსება საკმარისის იქნება თუ ორდონიანი გჭირდებათ თავისი შესანახი სისტემით. მაგიდის ფუნქცია შესაძლოა პუფმაც შეასრულოს, რომელზეც თავისუფლად შეგიძლიათ მოათავსოთ ლანგარი.
თუ ისეთ პუფს შეარჩევთ, რომელსაც თავი ეხდება, დამატებითი შესანახი ადგილიც გექნებათ.

ხალიჩა


ეს ზონირების შესანიშნავი საშუალებაა. ის ინტერიერს არა მხოლოდ ფერსა და ფაქტურას სძენს, არამედ ხასიათს, დივანს, სავარძელს და ჟურნალის მაგიდას კი ერთ კომპოზიციად აქცევს. ხალიჩის მეშვეობით გამოყოფთ რბილი ავეჯის ზონას, თუმცა გახსოვდეთ, რომ ხალიჩა დივანზე განიერი უნდა იყოს.

ტექსტილი


სწორად შერჩეულმა ტექსტილმა შესაძლოა დაასრულოს ინტერიერი, შეუძლია "დიალოგში შევიდეს" სასტუმრო ოთახის სხვა ნივთებთან ან იქცეს ნეიტრალური პალიტრის მკვეთრ აქცენტად. ქსოვილის შერჩევის დროს ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, ფერი, ხარისხი, სტრუქტურა, სუნთქავს თუ არა ქსოვილი, როგორ ჯდება, ხომ არ იბურძგლება და ა.შ.

კომენტარის დამატება