რის მიხედვით შევარჩიოთ ფარდები და რას შევუხამოთ მისი ფერი? -ძირითადი წესები და შეცდომები


ტექსტილს მნიშვნელოვნად შეუძლია მთლიანი ინტერიერის შეცვლა, თუმცა საბოლოოდ ფარდები განსაზღვრავს წარმატებულ ინტერიერს. ფარდა უნდა შეურჩიოთ ინტერიერს, როგორც ერთიან სივრცეს, სადაც ყველაფერი ჰარმონიული და დაბალანსებული იქნება.

თანამედროვე ინტერიერი ლაკონიური და მარტივია, მათ შორის ფარდებიც. მოდაშია მარტივი, ერთ ფერის, ნატურალური ქსოვილის ფარდები, ზედმეტი ნახატებისა და დეკორის გარეშე. ფარდა შესაძლოა იყოს მკვეთრი, თუმცა გარდამავალ ფერებზე საუბარი ზედმეტია.

როდესაც ვსაუბრობთ ფარდაზე, პირველი, რაც გვახსენდება, არის კარნიზი და ეს აბსოლუტურად გასაგებია, რამეთუ ფარდა იწყება კარნიზით. კარნიზის შერჩევა კი არა დეკორირების, არამედ ჭერის მონტაჟიდან იწყება. ამ
დროს პირველ რიგში ის უნდა იცოდეთ, როგორი ტიპის ფარდის დაკიდებას აპირებთ, იქნება ეს კლასიკური, რომაული თუ კომბინირებული და ა.შ.

კარნიზის მეშვეობით სივრცის ვიზუალურად გაფართოების საკითხი წყდება. თუ ფარდა ჭერიდანვე ეშვება იატაკამდე, მაშინ სივრცე ბევრად მაღალი და დიდი მოჩანს. იმავეს თქმა შეიძლება სიგანეზეც, თუ ფარდა ცდება ფანჯარას მაშინ ფანჯარა ბევრად განიერი და დიდი ჩანს, რაც საერთო სივრცესაც ადიდებს. ყველაზე კარგი ვარიანტია კარნიზის პირდაპირ ჭერში დამონტაჟება.

რაც შეეხება იმ კითხვას, თუ რის მიხედვით უნდა შეირჩეს ფარდა, უნივერსალური პასუხი ამ შემთხვევაში გახლავთ ის, რომ ეს ინდივიდუალურია, თუმცა არსებობს რამდენიმე საერთო წესი:
* ფარდა უნდა იყოს ნეიტრალური ფერის
* კედლის ფერის
*ყველაზე დიდი ზომის ავეჯის ფერის
* კონტრასტული ფერის

არ ღირს ფანჯარაზე მხოლოდ ერთი თხელი ფარდის, მაგალითად წულის დაკიდება. ექსპერტები გვირჩევენ ფარდის მხოლოდ ორ ფენად დაკიდებას, ასე ბევრად ლამაზი და ეფექტურია.
ასევე არ ღირს დიდი პრინტის მქონე ფარდების გამოყენება, ასეთი ფარდა აუცილებლად დააპატარავებს სივრცეს.
არც გადასაფარებლის ფერის ფარდის შერჩევას გირჩევთ.

კომენტარის დამატება