დიზაინის 3 პრინციპი, რომელიც ძველი რომიდან დღევანდელ დღემდე არ შეცვლილა


რომაელი არქიტექტორი და ინჟინერი ვიტრუვიუსი თავის ცნობილ ტრაქტატში არქიტექტურაზე, "ათი წიგნი არქიტექტურაზე", წერდა, რომ მშენებლობის დროს არქიტექორმა მნიშვნელოვანია იხელმძღვანელოს სამი კონცეფციით: გამძლეობა, სარგებელი და სილამაზე. მაინც, რა პრინციპებია მნიშვნელოვანი დიზაინში? როგორც ჩანს, საუკუნეების განმავლობაში, ადამიანის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რა სურს იხილოს გარშემო, დიდად არ შეცვლილა - მაგრამ მაინც შეიცვალა!

სტივ ჯობსი სრულად ეთანხმებოდა რომაელ ინჟინერს, რომელმაც თავისი ტრაქტატები 2000 წელზე მეტი ხნის წინ დაწერა და თვლიდა, რომ ნებისმიერი რთული მოწყობილობის გამოყენება მაქსიმალურად უნდა გამარტივდეს, რათა ყველამ გაიგოს მისი მუშაობის
პრინციპი. რა თქმა უნდა, საუბარია "ინტუიტურ ინტერფეისზე" (როგორც ვხედავთ, იდეა ახალი არ არის, თუმცა აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს.)

თუ ყურადღებით დავაკვირდებით დიზაინერების მუშაობას სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს ინდუსტრიული, მოდა, პროდუქტი, ხმა, ინტერიერი, გრაფიკა, ლანდშაფტი თუ სხვა, ადვილი მისახვედრია, რომ ამ სამ პრინციპს ისინი მაქსიმალურ ყურადღებას აქცევენ და მათი პროექტის წარმატება სწორედ ამ პრინციპებზეა დამოკიდებული.
მაგალითად, ინტერიერის დიზაინერმა იცის, როგორ განათავსოს ნივთები ისე, რომ სამზარეულოში საჭმლის მომზადებისას ადამინს ზედმეტი მოძრაობები არ დასჭირდეს. პროდუქტის დიზაინერი შეიმუშავებს საოფისე სკამს, რომელიც მას სამუშად განაწყობს და ა.შ.

ხარისხიანი დიზაინი ყოველთვის გონივრული გადაწყვეტილებაა. დიზაინერები ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ გამოიყურება ესა თუ ის პროდუქტი და თავიანთ ნამუშევრებში აყენებენ იდეას, რომელიც მას ხელოვნების ნამდვილ ნიმუშად აქცევს.

ავეჯი, აქსესუარები, მანქანები, იახტები, ვიდეოები, სარეკლამო კამპანიები და რეკლამები - ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ხელოვნება! დიზაინერიც ხომ ხელოვანია, თუმცა დღეს, ვიტრუვიუსის დროისგან განსხვავებით, მას ახალი პროფესიული მოთხოვნებიც აქვს.

დიახ, გაცნობიერებული მოხმარება და მდგრადობა გახდა დიზაინის განუყოფელი ნაწილი. ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტექნიკა, ტრანსპორტი - ყველაფერმა ამან- რაც შეიძლება ნაკლები ზიანი უნდა მიაყენოს გარემოს: როგორც წარმოებისას, ასევე გამოყენებისას და უტილიზაციის შემდეგაც. ახლის შექმნისას დიზაინერმა უნდა იფიქროს იმაზე, თუ რა მასალები და რა რესურსები დაიხარჯება პროდუქტის წარმოებისთვის და რა მოუვა ამ ობიექტს, თუ ნივთს მოგვიანებით გადააგდებენ.

მოდის დიზაინერები უფრო და უფრო ხშირად იყენებენ გადამუშავებულ მასალებს, ქსოვილი პლასტმასის ბოთლებიდან ან სათევზაო ბადეებიდან, მაგალითად, აღარავის გააკვირვებს. შეიძლება შეხვდეთ ავეჯს, რომელიც დამზადებულია ძველი საბურავებისგან. ეს ფუტურიზმია? არა, ეს უბრალოდ ეს დღესდღეობით დიზაინერის ჩვეულებრივი სამუშაოა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები