საძინებლის მოძველებული ტრენდები - დიზაინერები გირჩევენ, დაივიწყოთ ისინი


საძინებლის დიზაინი მუდმივად განახლებადის -  იცვლება მიდგომები, კედლის გაფორმება, დეკორის ელემენტები და ავეჯი. ინტერიერის დიზაინერები მიიჩნევენ, რომ ძალიან დაბალი საწოლები, რომელიც იატაკს სულ რაღაც 20 სმ-ით სცილდება, წარსულს ჩაბარდა. რამდენიმე წლის განმავლობაში ასეთი საწოლები მართლაც ტრენდული იყო, მაგრამ ის არც ისე მოსახერხებელი აღმოჩნდა. ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში, მაგალითად, ასეთ საწოლს ვერ შეხვდებით. რატომ? იმიტომ, რომ აქ კარგად იციან, რას ნიშნავს კომფორტი და მომხმარებელს მხოლოდ კომფორტს სთავაზობენ, დაბალი საწოლი კი კომფორტული არ არის. gგამოცდილმა სპეციალისტებმა ეს კარგად იციან. მაღალი საწოლი ბევრად კომფორტულია, მასზე ადამიანი
მართლა ისვენებს. ასე რომ, დაბალი საწოლი ანტიტრენდია თანამედროვე ინტერიერში.

პოპულარული ვარიანტია ასევე საწოლის თავთან კედლის პანოთი გაფორმება, განსაკუთრებით პალმის ფოთლების გამოსახულებით. თანამედროვე დიზაინერები კი გვთავაზობენ იგივე პანოს, თუმცა ცოტა სხვა ვარიანტს, ბევრად მკვეთრ ფერს და ერთი დიდი ყვავილის დიზაინს. ასევე აქტუალურია ტექსტილის პანო დიდი მონოქრომული ნახატით.

ბოლო დროს მოდაში შემოვიდა საწოლის მაღალი თავი გაფორმებული ტექსტილით. ასეთ საწოლებს იყენებენ ყველგან, მიუხედავად ოთახის გაბარიტებისა, რაც არც ისე ესთეტიკურია. საბედნიეროდ, ყველაფერი გამარტივდა, მინიმალიზმი ბევრად აქტუალური გახდა ყველაფერში, მათ შორის ინტერიერის დიზაინშიც. ასე რომ, საწოლის სადა თავი ბევრად ტრენდულია ვიდრე აღმართული საწოლის თავი.

წარსულს ჩაბარდა საძინებელში კედლის ან თუნდაც დასადგამი საათი, ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში ინტერიერში საათის ადგილი უბრალოდ არ არის და არც საჭიროებაა.

და ბოლოს, აღარც ერთნაირი ფარდა და დეკორატიული ბალიშებია მოდაში, სხვადასხვა ქსოვილის ფარდა და დეკორატიული ბალიშები თუ გადასაფარებელი ბევრად ელეგანტურად და მოდურად გამოიყურება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები