პირველი ,,მის მსოფლიოს“ – ეკატერინე თარხან-მოურავის ცხოვრებისა და სიყვარულის ამბავი

მსოფლიოში პირველის სილამაზის კონკურსის გამარჯვებულის, ქართველი თავადიშვილის ეკატერინე თარხან-მოურავის შესახებ Sputnik-ის ჟურნალისტი თეონა გოგნიაშვილი მოგითხრობთ.

საქართველოში ლამაზი ქალი არც ერთ ეპოქაში არ უკვირდათ… მის სილამაზეზე ლეგენდები დადიოდა, მაგრამ, შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, რომ გასულ საუკუნეში პარიზში მოწყობილ კონკურსზე, სადაც მხოლოდ მაღალი წრის ქალბატონები იღებდნენ მონაწილეობას, ქართველმა თავადიშვილმა ეკატერინე თარხან-მოურავმა გაიმარჯვა. თავადის ასულს ფრანგები „თეთრ გედს“ ეძახდნენ, რადგან მას წყალში ყოფნა ჰყვარებია. კონკურსი, რომელიც ყვავილების დღესასწაულზე ჩატარდა, სავარაუდოდ, მსოფლიოში ჩატარებული პირველი სილამაზის კონკურსი იყო. ყვავილების დღესასწაული — პირველი სილამაზის კონკურსი მსოფლიოში

ცნობილია, პარიზში ყოველ წელს ყვავილების დღესასწაული იმართებოდა და მასში სხვადასხვა ქვეყნის ლამაზი თავადიშვილები მონაწილეობდნენ. კონკურსის წესის თანახმად, მასში გოგონები ყვავილებით მორთულ ეტლში უნდა მსხდარიყვნენ და ხალხით სავსე პარიზის ქუჩებში ჩამოევლოთ. ისინი თავად მართავდნენ ეტლს, რომელსაც ჩანთიანი გოგონები მისდევდნენ. მაყურებელს კი ჩანთებში ქაღალდი უნდა ჩაეგდო, სადაც მათი რჩეულის სახელი ეწერებოდა. ბუნებრივია, გამარჯვებული ის გახდებოდა, ვინც ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებდა.

ცისფერთვალება და ქერათმიანი ქართველი ასულის გამარჯვება

ეტლში, სადაც 15 წლის ქართველი თავადის ასული იჯდა, მისი თვალების ფერი — ცისფერი ყვავილები ელაგა. განაგრძეთ კითხვა

Comments are now closed for this entry

მსგავსი სიახლეები