პარკეტის განსხვავებული სახეები

დაუსრულებლად შეიძლება საუბარი იმაზე, თუ რამდენად მიმზიდველი და მომხიბვლელია პარკეტის იატაკი. მისი განსაკუთრებული თვისება - მოერგოს და დაამშვენოს ნებისმიერი ტიპის ინტერიერის დიზაინი, კიდევ უფრო უნიკალურს ხდის იატაკის მოპირკეთებისთვის განკუთვნილ ამ მართლაც რომ არაჩვეულებრივ მასალას. მიუხედავად იმისა, რომ პარკეტის შესახებ დედამიწის ირგვლივ, ალბათ, თითქმის ყველა ადამიანს სმენია, რეალურად, ძალიან ცოტამ თუ იცის, პარკეტის რამდენი სხვადასხვა სახე არსებობს, რაც მისი კიდევ ერთი დადებითი თვისებაა. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში, პარკეტისა და მისი სახეების შესახებ, ძალიან საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით:

რა არის პარკეტი?

პარკეტი, არის იატაკის
ისეთი მოპირკეთება, რომელიც ხის ბლოკების ან დაფებისგან მზადდება, რაც საბოლოოდ სხვადასხვა ტიპის ვიზუალს ქმნის. ზოგჯერ, შესაძლოა, პარკეტი შეიცავდეს განსხვავებულ ხის მასალას.

პარკეტის ისტორია

პარკეტი მომდინარეობს ფრანგული სიტყვიდან "parchet". XVII საუკუნეში, პარკეტი ძალიან პოპულარული გახდა. მაშინ, მას შემდეგნაირად უწოდებდნენ - "parquet de renaissance", რაც შუასაუკუნეების აღმავლობის ხანის მანიშნებელია. მას შემდეგ, რაც პარკეტმა მარმარილოს იატაკი თავად ლუი XIV-ის საძინებელში შეცვალა, იგი იქცა გემოვნებისა და ფუფუნების სიმბოლოდ, რომელიც მხოლოდ გამორჩეულ ადამიანებს შეეძლოთ ჰქონოდათ. ყოველ შემთხვევაში, ასე მიიჩნეოდა XX საუკუნემდე, როდესაც სარემონტო სფეროში რევოლუციამ, შესაძლებელი გახადა პარკეტის იატაკი არა მხოლოდ ხელით, არამედ სპეციალური მანქანების საშუალებით დამზადებულიყო, რამაც მისი ხელმისაწვდომობა ფართო მასებისთვისაც შესაძლებელი გახადა. სწორედ ამის შემდეგ, პარკეტი საბოლოოდ იქცა ყველაზე პოპულარულ გადაწყვეტილებად იმ ადამიანებს შორის, რომლებიც აფასებენ ხარისხსა და ელეგანტურ ვიზუალს.

პარკეტის სხვადასხვა ტიპი

● შევრონი

შევრონის პარკეტის იატაკს დიაგონალური ვიზუალი ახასიათებს, რომელიც საბოლოო ჯამში, ხის დაფებით შექმნილი ზოლების ეფექტს ქმნის. ამ დიზაინის შექმნისას, შევრონის ფიცრები იჭრება კუთხით და მონტაჟდება ისე, რომ თითოეული დაფის ბოლო, იდეალურად მიესადაგოს მეორეს. შევრონი შესაძლოა, კედელთან მიმართებით, დიაგონალურად ან პარალელურად მოვათავსოთ, - ეს სრულად ჩვენს გემოვნებასა და სურვილზეა დამოკიდებული. შევრონის ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობა გახლავთ ის, რომ მისი ხაზობრივი ვიზუალი სივრცით ილუზიას ქმნის და ოთახს იმაზე ფართოს აჩენს, ვიდრე იგი სინამდვილეშია.

● ჰერინგბონი

თანამედროვე სამყაროში, ჰერინგბონი პარკეტის სახეებიდან, შესაძლოა ითქვას, რომ ყველაზე პოპულარული არჩევანია. შევრონის სტილის მსგავსად, ჰერინგბონიც თანაბარ ზომაზე მოჭრილი დაფებისაგან მზადდება, რომლებიც ზიგზაგისებრადაა დამონტაჟებული. თუმცა, შევრონისაგან განსხვავებით, ჰერინგბონის ფიცრები იჭრება მართკუთხედებად. დაჭრის შემდეგ, დაფები ეწყობა ისე, რომ თითოეულის ბოლო, მეორეს გვერდითა მხარეს ეხებოდეს. ეს ფორმირება ჰერინგბონის იატაკს დიდგანზომილებიან სტაბილურობას ანიჭებს, ვინაიდან დაფები ბიძგს ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით იძლევიან, რაც მათი მოძრაობის შესაძლებლობას ზღუდავს. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ ფიცრები შეიძლება მოაწყოთ ისე, რომ შეიქმნას სხვადასხვა შაბლონი, მათ შორის, კვადრატი, დიაგონალი და სხვა.

● მოზაიკა

მოზაიკური პარკეტი ძალიან ელეგანტური ვარიანტია, რომელიც ერთი შეხედვით, მარმარილოს სტილს მოგვაგონებს. მსგავსი იატაკი სხვადასხვა გეომეტრიულ ნიმუშს შეიცავს, რომლებიც ხის პატარა ზოლების შეკერვით იქმნება, რაც პანელების ფორმირებას უზრუნველყოფს. ეს პანელები შესაძლოა იდენტური ფორმისა და ზომის იყოს, ან პირიქით, განსხვავდებოდეს სიგრძის, სიგანისა და ხის სახეობის მიხედვით. მსგავსი ხის პანელების დასაყენებლად, სამუშაო ადგილზე წინასწარ, ანუ იატაკის მოპირკეთებამდე გამოიყენება სრული წებოვანი მეთოდი. ხოლო, მოზაიკის კედელსა და ჭერზე მოთავსებისას, პანელები პლაივუდის სუბსტრატზე უნდა დამონტაჟდეს. როგორც ამბობენ, მოზაიკის ხის იატაკი განსაკუთრებით კარგი ვარიანტია საოფისე სივრცეებისთვის.

● ვერსალი

პარკეტის ვერსალის ტიპი მეჩვიდმეტე საუკუნეში გამოიგონეს და მას შემდეგ, განსაკუთრებით მაღალი დონის პარკეტად მიიჩნევა. ეს დიზაინი გადაჯაჭვულ დიაგონალებსა და კვადრატულ პანელებს მოიცავს. შექმნიდან დღემდე, ვერსალი პარკეტის სხვადასხვა სახის შექმნის შთაგონებაა და ახლაც წარმატებით აგრძელებს ინტერიერის დიზაინერების ინსპირირებას. ყველაზე კარგად ცნობილი იმით, რომ პარკეტის ამ ტიპმა ვერსალის სასახლეში მარმარილოს იატაკი ჩაანაცვლა, ეს ისტორიული სტილი ხელით იწყობა და არანაირი წებოს გამოყენებას არ საჭიროებს.

სად შევიძინო პარკეტი?

მათ, ვინც პარკეტის შეძენითაა დაინტერესებული, ხარისხიანი და ელეგანტური დიზაინის მქონე იატაკის შეძენა სავაჭრო ცენტ "იდეალში" შეუძლიათ. "იდეალი", თავის მომხმარებელს, სამშრიანი პარკეტის დიდ არჩევანს სთავაზობს. სავაჭრო ცენტრის შოუ რუმში, ამ ეტაპზე, მრავლადაა წარმოდგენილი ცნობილი ნორვეგიული ბრენდის BOEN -ის პროდუქცია, რომელიც დახვეწილ, მყუდრო და თანამედროვე გარემოს შექმნის, თქვენს სახლსა თუ ოფისში.

R

კომენტარის დამატება