"გამოიკვეთა ორი წითელი ზონა" - თბილისის ზღვის "სიკვდილის ზონები"

საქართველოში ყოველწლიურად წყლის ობიექტებზე 150-დან 200 კაცამდე­ იღუ­პება,­ მათ შორის არიან მოზარდებიც. გარდა­ცვლილების ოჯახები წლებია ხელი­სუფლებას­ რეაგირებას სთხოვენ, ერთი მათგანი იურისტი ალეკო ცქიტიშვილია, რომლის დავა მერიასთან უზენაეს სასამარ­თლომდეც მივიდა. ის­ ხუთი წელია თბილისის ზღვაზე გამაფრთხილებელი და ამკრძალავი ნიშნების დამონტაჟებას ითხოვს­ და სწორედ ამ მოტივით დაიწყო დავა მერიისა და "ჯივიპი"-ს წინააღმდეგ. საქალაქო სასამართლომ თბილისის მერიას ადგილზე ბარიერებისა და გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟება­ დაავალა, მერიამ კი მოსამართლის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა...

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო რამდე­ნიმე წელიწადში მაგალითად თბილისის ზღვაზე 30-მდე ადამიანი დაიხრჩო,
რომელთა­ შორის 10 არასრულწლოვანია. იქ გამოიკვეთა ორი წითელი ზონა: თემქის მხარე ე.წ. ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია და ვარკეთილის მხარე - მდინარე იორის შესართავი. წელს, საბანაო სეზონზე, მარტო ორ დღეში საქართველოში­ წყლის ობიექტებზე 4 ადამიანი დაიღუპა: ჩაქვში, სასტუმრო "ოაზისის" აუზში 5 წლის დანიელი დაიხრჩო. 19 წლის თორნიკე მესხს, რომელიც 17 ივლისს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სამცვერას ჩანჩქერიდან გადახტა, მყვინთავები მდინარე ძუსაში სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ და 22 წლის ლუკა ლაცაბიძეს, რომლის ცხედარი თბილისის ზღვიდან ამოიყვანეს. ლუკა ლაცაბიძის სამძებრო სამუშაოების დროს მაშველებმა თბილისის ზღვაზე კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს, რომლის იდენტიფიცირებისას დადგინდა, რომ გარდაცვლილი 45 წლამდე უცხოელი მამაკაცია.

უსაფრთხოების ნორმების დაცვის მოთხოვნით, ალეკო ცქიტიშვილის თაოსნობით­ დაიწყო კამპანია "იცურე მშვიდად", რომელიც უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას და რეგულაციებს მოითხოვს იმ ადგილებში, სადაც ხშირად იღუპებოდნენ­ მოზარდები, სადაც არც გამაფრთხილებელი ნიშანი იდგა და არც მაშველები პატრულირებენ.

ალეკო ცქიტიშვილი, "ადამიანის უფლ­ებათა ცენტრის" ხელმძღვანელი: - ხელისუფლების მხრიდან­ პრევენციული ღონისძიებები წყლის ობიექ­ტებზე სხვადასხვა მიმართულებით უნდა იყოს ჩატარებული, რასაც სჭირდება დაგე­გმვა, საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება,­ მათ შორის, ადმინისტრაციული კოდექსის­ მიხედვით ჯარიმების დაწესება­ და ა.შ. როდესაც წყლის ობიექ­ტებზე სიკვდილიანობის ასეთი მაღალი­ ციფრია, ეს პირველ რიგში, სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

ჩვენ დავიწყეთ კამპანია "იცურე მშვიდად" და იმ ადგილას, სადაც­ ჩემი შვილი­ დაიხრჩო,­ მოვახერხეთ გამაფრთხილებელი და ამკრძალავი ბანერების და წარწერების, ასევე, ვიდეოკამერების დამონტაჟება. ხუთწლიანი ბრძოლა დაგვჭირდა, რომ იქ ელემენტარული რაღაც გაკეთებულიყო და მას შემდეგ იმ კონკრეტულ ადგილას, სადაც ცოტნე დაიღუპა, არც ერთი ადამიანი აღარ დამხრჩვალა. ხელისუფლებას­ არ აქვს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა. ამას ჩვენ ვხედავდით სასამართლო პროცესზე,­ სადაც ჩემი ადმინისტრაციული სარჩელი განიხილებოდა თბილისის მერიისა და წყლის გამანაწილებელი კომპანიის წინააღმდეგ. მერიაც და კომპანია­ GჭP-იც არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობდნენ­ იქამდე, სანამ პირველი­ ინსტანციის მოსამართლე­ ნათია ბუსკაძემ თავისი გადაწყვეტილებით არ დაავალდებულა­, იქ მოწყობილიყო გამაფრთხილებელი და ამკრძალავი ბანერები­. მადლობა ამ მოსამართლეს მამაცობისთვის, რომ არა ეს გადაწყვეტი­ლება, შესაძლოა, უპასუხისმგებლო მერსა და მის ჯგუფებს არ შეებერტყათ ყური. ჩვენ გავმართეთ რამდენიმე საპროტესტო­ აქცია არა მარტო თბილისის ზღვაზე (სადაც 2 ყველაზე საშიში ლოკაციაა ე.წ. ჩანჩქერის და მეორე - ვარკეთილის მხარეს ე.წ. კოშკის ტერიტორია), არამედ რეგიონებში. ვიყავით ქალაქ რუსთავში წყალსაცავის ტერიტორიაზე, სადაც მისმა კერძო მეპატრონემ მერიასთან­ ერთად განიხილა ეს საკითხი და ტერიტორია მავთულხლართ­ებით შემოღობა, მეთევზეების შესვლაც აიკრძალა,­ ბანაობაც. მას შემდეგ, რაც ჩვენი­ მოთხოვნა დაკმაყოფილდა, იქ უბედური შემთხვევა აღარ მომხდარა. გვქონდა საპროტესტო აქცია მტკვარზეც, სადაც პანდემიამდელ პერიოდში, ორი ძმა - 20-22 წლის ბიჭები დაიღუპნენ.

- რა სახის რეგულაციები და პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს, უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად?

- მინიმალური ღონის­ძიებებია გამაფრთხილებელი­ და ამკრძალავი ბანერების დამონტაჟება. როცა ამაზე ადვოკატირებას ვაკეთებდით, შევხვდით როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, ასევე,­ პარლამენტში გარემოს დაცვის კომიტეტის წარმომადგენლებს - კახა კუჭავასა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის იმჟამინდელ ხელმძღვანელს თამარ­ ხულორდავას. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი­ მოთხოვნა იყო საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება, კონკრეტულად, უნდა იყოს მიღებული მთავრობის დადგენილება, რომელიც მოაწესრიგებს ამ სფეროში არსებულ ქაოსურ ვითარებას. სამწუხაროდ, ეს ვალდებულება თითქმის 10 წელია შეუსრულებელია და მთავრობა ამგვარი დადგენილების გამოცემისა და დამტკიცების თარიღს ყოველი წლის 1 იანვრამდე გადაავა­დებს ხოლმე. ფაქტობრივად­, ამ ნორმატიულ აქტზე მუშაობა შეაჩერეს. არადა, სწორედ ამ აქტით, კანონის დონეზე უნდა მოწესრიგდეს წყლის ობიექტებზე არსებული­ ვითარება. აქ იგულისხმება არა მხოლოდ ბანერების დამონტაჟება, არამედ პოლიტიკის განხორციელება, ვინ იქნება პასუხისმგებელი ამა თუ იმ ობიექტზე. მაგ. დაცულ ტერიტორიაზე, ლაგოდეხის ნაკრძალში გურგენიანის ჩანჩქერში, რამდენიმე წლის წინ მოსწავლე დაიხრჩო­. იქაც ვიყავით ასული და ნაკრძალის დირექტორი­ პასუხისმგებლო­ბით შეხვდა ჩვენს წამოწყებას, რის შემდეგაც მოწესრიგდა ტურისტული ბილიკი, გაჩნდა ბანერებიც... განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები