ქვეყნები და ქალაქები, სადაც სასტუმროების მომსახურება ყველაზე მეტად გაძვირდა

პანდემიის შემდეგ ტურისტული ნაკადების აღდგენამ მთელს მსოფლიოში სასტუმროების ფასების ზრდა გამოიწვია. როგორც ირკვევა, სასტუმროს ნომრები  ყველაზე მეტად ევროპის ქვეყნებში გაძვირდა: ევროკავშირში ტარიფების ზრდა ორჯერ მეტია, ვიდრე მსოფლიოს სხვა წერტილში.

სასტუმროს ფასების ზრდით ლიდერი საფრანგეთია

კვლევითმა კომპანიამ STR, რომელიც სპეციალიზირებულია სასტუმროების ბაზარზე, 2023 წლის ივლისში სასტუმროების მსოფლიო ფასების ცვლილების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.


ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის ივლისში მსოფლიოში განსახლების საშუალო დღიური გადასახადი 2022 წლის იმავე თვესთან შედარებით 6,3%-ით გაიზარდა. ამასთან, ტარიფების ყველაზე დიდი ზრდა ევროპის ქვეყნებში დაფიქსირდა: საშუალოდ +13,4% წელიწადში.

2023 წლის ივლისში სასტუმროს
ნომერი საფრანგეთში საშუალოდ 36%-ით მეტი ღირდა, ვიდრე ერთი წლით წინ.

მას მოსდევს იტალია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და გერმანია. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები