როგორ დავიცვათ სახლი მძარცველებისგან


უსაფრთხოების ზომების დაცვა ქონების დაცვაში დაგეხმარებათ.
ქურდობისგან თავის დაცვის მთავარი საშუალება მაღალი ხარისხის კარის დაყენებაა რთული საკეტებით. ასეთი საკეტების გახსნა ადვილი არ არის, ის ხმაურს იწვევს, საეჭვო აქტივობა კი მეზობლების ყურადღებას მიიქცევს, რაც ძარცვას ხელს შუშლის.
თუმცა, ეს ერთადერთი თავის დაცვის საშუალება როდია. ბინაში დამონტაჟებული სენსორები საშუალებას იძლევა დროულად გამოავლინოს ბინაში უცხო პირის შეჭრა, ამ დროს ინფორმაცია სასწრაფოდ ეგზავნება მფლობელს და დაცვის კომპანიას.

ვიდეო სათვალთვალო მოწყობილობები ასევე დაგეხმარებათ უცხო პირის მცდელობების იდენტიფიცირებაში. თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ "სურათი" მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან, სადაც
არის მობილური კავშირი. დაცვის ეს სისტემა განსაკუთრებით აქტუალურია მაღალსართულიანი კორპუსების პირველ სართულზე მდებარე ბინებისთვის.
ხმოვანი სიგნალიზაცია ასევე დაგეხმარებათ ქურდების შეკავებაში. ის რეაგირებს მაშინვე, როდესაც ფიქსირდება კარის ან ფანჯრის გახსნის მცდელობა. დაყენებული სენსორების მეშვეობით სისტემა გამოსცემს ხმას, რაც შეუმჩნეველი არ დარჩება დაცვის სამსახურისთვის.
და ბოლოს, დახმარებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მეზობლებს, ნათესავებს ან კონსიერჟს. მათ შეუძლიათ თვალი ადევნონ საცხოვრებელ ადგილს.

კომენტარის დამატება