როგორ მოვაშოროთ ლამინატს ნაკაწრები - მარტივი და ეფექტური საშუალებები

დღესდღეობით ლამინატი ძალიან აქტუალურია. იატაკის სხვა საფარებთან შედარებით ლამინატს უამრავი უპირატესობა აქვს. ის საკმაოდ იაფია, ადვილად დასაგებია და მოსავლელადაც მარტივია. და ბოლოს, ვიზუალურად ზოგიერთი ლამინატის ნამდვილი ხის იატაკისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელია. თუმცა ერთი უარყოფითი მხარე ლამინატსაც აქვს, ის ძალიან ადვილად იკაწრება.

გულს ნუ გაიტეხთ, ეს პრობლემაც ადვილად მოგვარებადია. გთავაზობთ რამდენიმე მარტივ საშუალებას:


1. ცვილის ფანქარი
თუ ნაკაწრი არც ისე ღრმაა, შეგიძლიათ ისარგებლოთ შესაფერისი ფერის ცვილის ფანქრით, რომლის შეძენაც ნებისმიერ საკანცელარიო მაღაზიაშია შესაძლებელი.
დაკაწრული ზედაპირი კარგად გაასუფთავეთ, მოაშორეთ მტვერი, წაუსვით ფანქარი, დააცადეთ რომ კარგად გაშრეს და გაწმინდეთ მშრალი

You must have Flash Player installed in order to see this player.
შალის ნაჭრით.


2. ლამინატზე წასასმელი
ასეთ სპეციალურ მასლას იყენებენ იმ შემთხვევაში, თუ ლამინატს ღრმა ნაკაწრი აქვს. მისი შეძენა სპეციალურ მაღაზიებშია შესაძლებელი და უნდა მოიხმაროთ ინსტრუქციის მიხედვით.


3. ცხელი მასტიკა
ეს ყველაზე საფრთხილო მეთოდია, ფრთხილად უნდა იყოთ, რომ იატაკი არ დაგეწვათ და თავადაც არ დაიწვათ. ის ისევე გამოყენება, როგორც ლამინატზე წასასმელი.


4. ბუნებრივი ცვილი
კარგად მოასუფთავეთ დაკაწრული ადგილი. შეგიძლიათ ცვილი შესაფერისი ფერის ფეხსაცმლის მაზში აურიოთ.


5.და ბოლოს, თქვნ უბრალოდ შეგიძლიათ შეცვალოთ დაზიანებული ადგილი. 

 

ასევე იხილეთ: რა არ უნდა შეგვეშალოს ლამინატის არჩევისას და როგორ მოვუაროთ ლამინატის იატაკს - სპეციალისტის რჩევები

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები