რა უნდა იცოდეთ სამზარეულოს რემონტზე, რომ ხელოსნებმა ადვილად ვერ მოგატყუონ

თამარ თაბუკაშვილი დიდი ხანია რემონტით დაინტერესებულ ადამიანებს საკუთარ რჩევებს უზიარებს. მისი პოსტების პოპულარობამ გვაფიქრებინა, რომ მისი რეკომენდაციები ჩვენი საიტის მკითხველსაც დააინტერესებდა. ამჯერად თამარი სამზარეულოს გარემონტებაზე საუბრობს და ძალიან პრაქტიკულ რჩევებს გვაძლევს.

 

ფასი
როცა ახალ სამზარეულოს აწყობთ, კარგად ჩამოყალიბდით ფასზე - რას არ უნდა გასცდეს ამა თუ იმ ნივთის ღირებულება, ვინაიდან ზოგჯერ რასაც ინტერნეტში ვნახულობთ და აღვფრთოვანდებით ხოლმე, რეალობაში არამიწიერი ფასი ღირს.
მაგალითად, თუ სამზარეულო გჭირდებათ 6-8 კვადრატი, გინდათ აკრილის ან მდფ-ის პროფილებიანი, კარგი ზედაპირითა და ხარისხიანი ნიჟარით, თქვენი ხარჯი 3000 ლარს ასცდება. ამას თუ გამწოვსაც და აქსესუარებს დაუმატებთ - 4000 ლარი სულ მცირეა საჭირო. მეორე ვარიანტია ლამინატის ან მდფ-ის კარადები. მისი ფასი 1700 2000 ლარამდე მერყეობს. აქ არ შედის

ზედაპირის, ნიჟარის, სახელურების, გამწოვის ფასი. ფასსზე მოქმედებს გამღები მექანიზმების ხარისხი და ფუნქციები. როცა უკვე იცით რაზე გყოფნით ბიუჯეტი,ამის მერე აარჩიეთ სტილი და მოდელი ინტერნეტში. ვინაიდან მე პირადად, როცა სასურველზე ბიუჯეტმა არ "გამიშვა", გული ძალიან დამწყდა.

 

 

პრიალა თუ გლუვი
 ხშირად დასმული კითხვაა, მასალა პრიალა თუ "მატოვი"? ვინც რა არ უნდა გირჩიოთ, ეს ძალიან სუბიექტურია. მოვლა და წმენდა ორივეს სჭრდება. პრიალას მართალია თითები მეტად ეტყობა, თუმცა გლუვისგან (ბაზარზე მას "მატოვის"უწოდებენ ხოლმე) განსხვავებით ცხიმი ადვილად შორდება. თუ უფანჯრო სამზარეულოა, პრიალა მეტად ირეკლავს შუქს და ნათელსა და დიდს აჩენს. პირადად მე გლუვს მივანიჭე უპირატესობა.

 

ხელოსანი
ხელოსნების არჩევის ჯერი დგება. გამოცდილი რომ უნდა შეარჩოთ, ეს უჩემოდაც გეცოდინებათ. აი შემდგომ ნაბიჯებში დიდი სიფრთხილე გმართებთ. თუ თქვენთვის სულ ერთი არაა, რამდენს გადაიხდით მასალაში და რაში, მაშინ მასალა, რომელსაც შეარჩევთ, ხელოსანთან ერთად იყიდეთ იქვე, თქვენი თანდასწრებით. მოგვიანებით შევიტყვე, რომ დიდი ნაწილი ხელოსნების და არა ყველა, რა თქმა უნდა, მიგიყვანთ მაგალითად "ლთბ"- ში ან რომელიმე დიდ კომპანიაში, შეგარჩევინებთ მასალას, იქვე მიზეზს მოგიგონებთ, რომ დღეს ვერ შეუკვეთავს, რადგან კარგად უნდა დათვალოს ნახაზი თავიდან. მერე შეგხვდებათ, ფულს გამოგართმევს და წავა შესაკვეთად. თქვენი ავსტრიული ლამინატის ნაცვლად კი თურქულს ან ჩინურს იყიდის. თქვენ კი, იმდენად ერთნაირია ვიზუალურად, ამას ვერც კი მიხვდებით.
ამიტომ გაითვალისწინეთ, დაესწარით მასალის შეძენის პროცესს, გარდა ამისა დიდი კომპანიები ხელოსნებს თავად უჭრიან მასალებს და ყველა კარადის ნაჭერს უნდა ეკრას ამ კომპანიის სტიკერი  და კოდი. შემდეგ შეადარეთ:თქვენი ნაყიდი მასალის კოდი და დაკრული თუ ემთხვევა ერთმანეთს. ასევე ძვირადღირებულ მასალებს აუცილებლად მოჰყვება სპეციალური საბუთი საინტერესო ინფორმაციით. მოითხიოვეთ ხელოსნისგან,  წარმოგიდგინოთ ეს დოკუმენტი. ბევრი ამბობს, გადავაგდეთო.

 

 

 

სახელურები


სახელურები შეიძინეთ პირადად და დაახვედრეთ მონტაჟის დროს. ნიჟარა ჩაასმევინეთ თავად, მიუხედავათ იმისა, არის თუ არა სანტექნიკა ბოლომდე დამთავრებული. ასე ხარვეზების შემთხვევაში, ვეღარ გადააბრალებს სანტექნიკოსი ავეჯის ხელოსანს ან პირიქით.

 

ფეხებზე თუ კარკასზე


 რა გვინდა, სამზარეულო ფეხებზე იდგეს თუ კარკასზე? აქ ძალიან სუბიექტური რჩევა მაქვს. თუ ღია ფერის სამზარეულოს ვაკეთებთ, ფეხებზე უმჯობესია, ვინაიდან კარკასს ხშირად ხვდება ფეხი, ცოცხი, იატაკის ტილო და მალე ბინძურდება. ამასთან ერთად, თუ იატაკზე რაიმე მძაფრსსუნიანი სითხე დაგეღვარათ, მაგალითად, ღვინო და ის კარადის სიღრმეში მოხვდა, კარკასის შემთხვევაში დიდხანს ივლით სამზარეულოში გაბურბუსალებული.  აქ კიდევ ერთი ნიუანსია - კარკასის შემთხვევაში იატაკის იდეალური სისწორეა საჭირო, ფეხებზე მეტ-ნაკლებად რეგულირდება.


წვრილ-წვრილი რჩევები
*ნიჟარა უნდა იყოს რაც შეიძლება ღრმა - მინიმუმ 16-18 სმ. საშუალოდ ნორმალურ ხარისხს 150-200 ლარის ფარგლებში შეიძენთ.
*ღრმა უჯრები თაროებზე პრაქტიკულია (ქვაბიც რომ ჩაეტევა), თუმცა აქაც გააფრთხილეთ ხელოსანი, რომ რელსები ხარისხიანი დაგიმონტაჟოთ, ვინაიდან უჯრის დამძიმების შემდეგ იღუნება და მწყობრიდან გამოდის.
*სამზარეულოს "წინსაფარი" პრიალა უმჯობესია, გლუვი კაფელიდან ცხიმის მოშორება რთულია. თუმცა ესეც თქვენი გემოვნების საკითხია.
*ნუ გადატვირთავთ "წინსაფარს" აქსესუარებით, ყველაფერი მტვერს და ცხიმს იწებებს, როგორი მძლავრი გამწოვიც არ უნდა დაამონტაჟოთ.

 


გამწოვიც დიდი თავის ტკივილია, 600-800 სიმძლავრეზე ნაკლები გადაყრილი ფულია, არადა ასეთი სიმძლავრის გამწოვების ფასები 800-1000 ლარიდან იწყება. ან ჩემსავით უნდა შეიძინოთ 300-ლარიანი და 500 სიმძლავრით და შეგუებული უნდა იყოთ, რომ უფრო აქსესუარია, ვიდრე გამწოვი.

 


*ყურადღება მიაქციეთ სამზარეულოში განათებას, სწორად გადაანაწილეთ, დიდი შუქი მნიშვნელოვანია.
*გაზსა და ნიჟარას გვერდიგვერდ ნუ დადგამთ, მუდმივად საწმენდი გექნებათ გაზი. მით უმეტეს, ამ ორს არავითარ შემთხვევაში არ მიუდგათ ახლოს მაცივარი.
* ნუ იჩქარებთ კედლების დახვრეტას საკიდებისთვის თუ აქსესუარებისთვის. დაიწყეთ იქ ფუსფუსი და პრაქტიკა გაჩვენებთ, სად ჯობია პირსახოცის საკიდის ან ჭურჭლის საშრობის დამონტაჟება.
* დაბოლოს, სამზარეულოს იატაკი შეარჩიეთ ყურადღებით, ადვილად საწმენდი და ხარისხიანი, რომ არ ასრიალდეთ. გახსოვდეთ, თუ თქვენს ოჯახში სამზარეულოს აქსესუარის ფუნქცია არ აქვს და იქ კერძები დღეში რამდენჯერმე კეთდება, მოდურობა პრაქტიკულობაზე უნდა გაცვალოთ, რაც უგემოვნობას არ ნიშნავს.
P. S. თუ რამე გამომრჩა, დაამატეთ.

წაიკითხე ასევე:

6 ხერხი, რითაც სამზარეულო "ყირაზე" არასოდეს დაგიდგებათ

 

15 გამოსავალი სამზარეულოში იდეალური სისუფთავისა და წესრიგისთვის

 

კომენტარები

ნინო 2022-10-29 04:24
საოცრად მომეწონა თქვენი რჩევა, თუ შეგიძლიათ დამჭირდება ორ თვეში ახალ შეძენილ ბინაში კუხნის დამონტაჟება, მოხარული ვიქნები თქვენი მომსახურეობით ვინაიდან ერთგული და ნამდვილი ხელოსანი ბრძანდებით, გმადლობთ წინასწარ
მაია 2021-07-01 13:30
თუ შეიძლება მირჩიეთ რითი გავწმინდო სამზარეულო.ლაქები რომ რჩება.
ნათია 2020-11-18 21:39
ნაკაწრი როგორ მოვაშორო აჯტ-ს ზედაპირს.სიფკრემიანი ღრუბელი გავუსვი და გაიკაწრა :(
Maria 2019-10-13 13:06
პრიალა ემდეეფის სამზარეულო მაქვს რძის ფერი, მირჩიეთ ცხიმი რა საშუალებით მივაშორო დავიტანჯე
გვანცა 2019-10-04 13:51
მადლობა საინტერესო და მეტად საჭირო ინფორმაციისთვის. ასევე, ვისურვებდი კვალიფიციური და სანდო ინჟინერ- ხელოსნის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას .

კომენტარის დამატება