მარკ ცუკერბერგის 10-მილიონიანი სახლი საინტერესო ისტორიით

"ფეისბუქის" შემქმნელი რა ხანია, ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერებს შორისაა და საკუთარი ქონებითაც აოცებდა საზოგადოებას. თუმცა ცნობილია, რომ ქალიშვილის დაბადებასთან ერთად ქონების საკმაოდ დიდი ნაწილი ქველმოქმედებას შესწირა და "ფეისბუქის" აქციებიდან მხოლოდ 1 პროცენტი დაიტოვა თავისთვის. ცუკერბერგის ცხოვრების წესიც მოკრძალებულია - Volkswagen Golf GTI-თი მოძრაობს, ფეისბუქზე ოფიციალურად სიმბოლური ხელფასი აქვს – თვეში 1 დოლარი, არც ჩაცმით გამოირჩევა სხვათაგან და არც ფუფუნების მოყვარულია. 


ერთადერთი სიმდიდრე, რაც შედარებით ჩანს და მისი ქონების ადეკვატურია, მისი სახლი გახლავთ, რომელიც რამდენიმე წლის წინ შეიძინა კალიფორნიაში, ქალაქ პალო-ალტოში. მაშინ

ეს სახლი 7 მილიონი დოლარი ღირდა, ახლა კი 10 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

სახლის ფართობი 520 კვადრატული მეტრია, 13 ოთახით, რომელთა შორის ხუთი საძინებელი და ხუთი სააბაზანოა, ბუხრები, შუშაბანდიანი ტერასა და უშველებელი სამზარეულო, რომელიც ბაღში გადის.


ორსართულიანი სახლი ქუჩიდან მოშორებით არის და აგურის კედლით შემოსაზღვრული. სახლს წინ დიდი ეზო აქვს, ციტრუსის ხეებით, კროკეტის სათამაშო მინდვრით, აუზით, ფანჩატურით.


სახლი ეჯვუდ-დრაივის ქუჩაზე მდებარეობს, სულ 10 წუთის სავალზე "ფეისბუქის" შტაბ-ბინიდან. საკმაოდ ძველი შენობაა – 1866 წელს არის აგებული, როგორც ვიქტორიანული კოტეჯი, და ექიმ უილიამ ნიუელს ეკუთვნოდა – ქალაქის პირველ მკვიდრს. 

1906 წელს სახლი ექიმმა ალექსანდრ მაკინტაირმა აღადგინა, 1909 წელს კი შტატის სენატის წევრმა მარშალ ბლეკმა შეიძინა. 2007 წელს სახლი რესტავრირდა, მერე კი, 2013 წელს, ეს უძველესი ნაგებობა მარკ ცუკერბერგის ხელში აღმოჩნდა.

სხვათა შორის, სახლის ყიდვის შემდეგ ცუკერბერგმა კიდევ 30 მილიონი დოლარი დახარჯა მეზობელი სახლების შესყიდვაზე, რომლებიც მოგვიანებით გააქირავა.

კომენტარები

MANANA 2016-07-11 15:38
GISURVEB JANMRTELOBAS DA DIDXANS SICOCXLES .
nanako 2016-04-13 18:37
კარგი პიროვნებაა
lia 2016-03-25 11:46
sikeTeSi moaxmaros ufalma...

კომენტარის დამატება