ხეებზე გაშენებული სოფელი - საოცარი სანახაობა

2006 წელს, როდესაც ერიკამ და მეტ ჰორგანებმა კოსტა რიკაში მიწის ნაკვეთის ყიდვა გადაწყვიტეს, ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ამ ტროპიკული ტყის 600 ჰექტარზე სამუდამოდ დასახლდებოდნენ.

- ძიების პროცესში ვიყავით, როდესაც ამ ადგილს წავაწყდით, - იხსენებს მეტი, - ვიგრძენი, რომ საკრალური ადგილი იყო და ტყის ამ მონაკვეთის გაკაფვა ვერ გავბედე. თან გავიფიქრე, რომ დიდი ხეები ჩვენთვის გარკვეული უპირატესობაც კი იქნებოდა. მომივიდა სახლის პირდაპირ ხეზე აშენების იდეა. ამ იდეით დაიწყო მართლაც რომ გრანდიოზული პროექტი, ხეებზე მთელი სოფელი გაშენდა. აქ ხალხი ერთმანეთთან სტუმრად დადის

ხიდან ხეზე ხტომით. ეზოში კი ყველა სახლს საკუთარი ბოსტანი აქვს.

Eეს იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენი ცხოვრების უმთავრესი საქმე, ეს უბრალოდ ჩვენი ცხოვრებაა, - ამბობს მეტი.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს სოფელში, Finca Bella Vista-ში.


2007 წელს წყვილმა გაყიდა 51 მიწის ნაკვეთი და დაიწყო სხვადასხვა ნაგებობის მშენებლობა. მათ შორის იყო კლუბი, საბაზო ბანაკი და 5 ნამდვილი სახლი ხეზე. მუშაობა ახლაც გრძელდება. ეს ამინდების ბრალია, სეზონური წვიმები ძალიან აფერხებს აქ სამუშაო პროცესს. აქ მხოლოდ 4-5 თვე არის შესაძლებელი მშენებლობა.



აქ არის ფერმა, კლუბი, კაფე, სადაც მოსახლეობა საღამოობით იკრიბება, ვაი-ფაის ზონა, დიდი ბაღი და ადგილი კოცონისთვის.

მას შემდეგ, რაც ხეზე აშენებული სახლების შესახებ გავრცელდა ხმები, ამ ადგილების მიმართ ინტერესი ერთი ორად გაიზარდა. პირველ ორ წელიწადს მოხერხდა იმდენის გაკეთება, რასაც, გეგმის მიხედვით, 5-6 წელი უნდა დათმობოდა.


ძირითადი სამუშაო მას შემდეგ იწყება, როდესაც მფლობელი მიწის ნაკვეთს იძენს. ეს ტროპიკული ტყეა. აქ ყველაფერი ძალიან რთულადაა, როდესაც თქვენს მისაღებში დიდი ხის ტოტი გადის, არ შეიძლება მისი მოჭრა, მას უბრალოდ უნდა შეეწყო, დიზაინი უნდა შეურჩიო.

თითოეული სახლის მშენებლობას რამდენიმე თვიდან ერთ წლამდე პერიოდი სჭირდება. ხელოსნებიც განსაკუთრებული, ექსტრაორდინარული დაგჭირდებათ. ეს სახლები ხეებზე ფიფქებივით არის, არც ერთი არ ჰგავს მეორეს. ყველა სახლი განსაკუთრებული და ერთადერთია.

ეს სახლების მაკეტებია სახელწოდებით “კუ” და “ტორტუგა”. მართლაც წააგავს, ვერაფერს იტყვი.



რა თქმა უნდა, ყველა ხე არ გამოდგება მშენებლობისთვის. ამიტომაც არის, რომ მშენებლობის პრიოცესში ჩართულია ორი პროფერსიონალი ბოტანიკოსი, რომელიც ხის ყველა დეტალს დაწვრილებით შეისწავლის. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ უტარებს ინსპექტირებას ხის ფესვებს და მხოლოდ ამ პროცედურის შემდეგ აკეთებს საბოლოო დასკვნას, გამოდგება თუ არა ესა თუ ის ხე მშენებლობისთვის. ყოველ ნაკვეთზე 10-დან 20-მდე მშენებლობისათვის გამოსადეგი ხეა.



სახლის მფლობელები თავად ირჩევენ, მათი სახლი ხეზე აშენდება თუ სვიებზე. ეს არის სრულყოფილი სახლები თავისი კანალიზაციის სისტემით და ელექტრო გაყვანილობით.



უახლოესი ქალაქი ამ სოფლიდან საკმაოდ მოშორებულია. დაახლოებით 2,5 კილომეტრია. ქალაქში არის სკოლა, ეკლესია, მაღაზია, ავტოსადგური, რამდენიმე სახლი, და რა თქმა უნდა, საფეხბურთო მოედანი. არავითარი სავაჭრო ცენტრი და ხმაურიანი კაფე-ბარები.



სამაგიეროდ, უმარავი ჩიტია.



ამ სოფლის მოსახლეობას უყვარს სიმშვიდე და განსაკუთრებული გარემო, რაღა თქმა უნდა, ბუნებაც.



ყველა მფლობელს შეუძლია, სურვილის შემთხვევაში, სახლის გაქირავება.



ამ სახლს “პეპლის სახლი” ჰქვია.



ამ ადგილით პენსიონერებზე მეტად ახალგაზრდები არიან დაინტერესებულები.



მთელ სოფელში საბაგიროების რთული სისტემაა გადაჭიმული. ეს აქაური მოსახლეობის გადაადგილების საშუალებაა. აღჭურვილობის დაქირავება მთავარ ოფისშია შესაძლებელი. აქ ასევე აქტუალურია ხიდები.



კაფეში შეგიძლიათ შეუკვეთოთ საჭმელი. რაც იყიდება, ყველაფერი ადგილობრივ მიწაზეა მოყვანილი.

კომენტარები

Izi 2016-08-23 03:28
X Eebze vbrundebiT anu win warsulisaken
ქრისტი 2016-08-18 23:20
საწყალი ხეები ალბათ მოჭრა ურჩევნიათ ამდენ ტაჯგვას და თავზე დაჯდომას

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები