სასტუმრო საკუთარი ჯუნგლებით - დუბაის საოცრება

დუბაიში ერთადერთი და პირველი სასტუმრო გაიხსნება საკუთარი ჯუნგლებით. ამ სასტუმროს გახსნა 2018 წლისთვის იგეგმება და ამბობენ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი იქნება. აქ იქნება ხელოვნური სანაპირო, აუზი და ხეები.



სასტუმროს ღირებულება 300 მილიონ დოლლარს შეადგენს. ეს ელიტური სასტუმრო დუბაის კიდევ ერთი

სავიზიტო ბარათი იქნება.



ეს ფოტოები შეგიქმნით წარმოდგენას იმაზე, თუ როგორი იქნება ხელოვნური, შვიდი ათას კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული ჯუნგლები.



იმპროვიზებული ტყე ხუთსართულიან პოდიუმზე, ორ 47-სართულიან კოშკზე განთავსდება. ის სავსე იქნება ეგზოტიკური მცენარეებით. ახალი ატრაქციონი კი გათვალისწინებული იქნება ოჯახურ დასვენებაზე.



ეს პირველი ტროპიკული ტყე იქნება მახლობელ აღმოსავლეთში. სასტუმროში 450 ნომერი და აპარტამენტი იქნება. ასევე აუზი სახურავზე.



აქვე შემოგთავაზებენ უმაღლესი ხარისხის სამზარეულოს, ლურჯ-ზონას, სპა-სალონსა და სათათბირო ოთახებს.


ბავშვებისთვის გათვალისწინებულია საბავშვო-სათამაშო ზონა, ბოულინგი და ბატუტი.


ცალკე კოშკში იქნება განთავსებული 280 ბინა, მაღაზიები და მრავალი გასართობი ზონა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები