მოყვარული მებაღის წალკოტი სვეტიცხოველთან

დიდებული სვეტიცხოვლის გარშემო უამრავი კარგი ეზო-კარია, მაგრამ თვალი მაინც ნონა ომარაშვილი-კალანდაძის მშვენიერმა ეზომ მომტაცა. ამ წალკოტში ფეხი შევდგი თუ არა, საოცარი რამ მოხდა - სვეტიცხოვლიდან მოფრენილი მტრედების გუნდი აქ მოწყობილ ჩანჩქერზე დაეშვა და წყალს დაეწაფა... ქალბატონი ნონა პროფესიით ფილოლოგია, ბოლო დროს საკუთარ თავს მოყვარულ მებაღეს უწოდებს, ვინაიდან ამ ეტაპზე ეს მისი ჰობია. თუმცა ამ ყველაფერში მაინც ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი პირადად ჩემთვის ის არის, რომ მისი ბაღი სვეტიცხოვლის "კარის მეზობელია".
აქ ჩემი მშობლების სახლი იყო, მაგრამ რადგან ყველას აქ ცხოვრება გვინდოდა (მყავს ქალ-ვაჟი და ორი შვილიშვილი), ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა, ძველი სახლი დაგვენგრია და ახალი აგვეშენებინა.

- მართლაც გამორჩეული ეზოა.
- მცენარეების სიყვარული ბებიისგან მომდევს. ბებიას ყვავილების თესლი ან ვარდის კალამი ყველა კუთხიდან ჩამოჰქონდა. ეზოში პალმებიც იდგა... ბებია გერმანელი იყო და ხომ იცით, გერმანელს პატარა სახლი და ეზოც რომ ჰქონდეს, ბაღნარად აქცევს. მცენარეები დედაჩემსაც უყვარს, მაგრამ უფრო იებს აგროვებს და ამრავლებს. მოკლედ, დღეს გამოდის, რომ მოყვარული მებაღე ვარ. გამორჩეულად მიზიდავს ვარდები და მინდა,

ეზოში მსოფლიოში ყველა ცნობილი სელექციონერების ვარდები მქონდეს, მაგრამ ეს შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი ცნობილი სელექციონერის ვარდი მაქვს. ვცდილობ, რასაც შევწვდები, გამორჩეულად ლამაზი ვარდები მოვაშენო...


- ეზო გემოვნებით არის მოწყობილი, ალბათ ლანდშაფტის არქიტექტორმა იმუშავა.
- სახლის აგების შემდეგ ეზოსთვის პროფესიონალი არქიტექტორი და ლანდშაფტის დიზაინერი მოვიწვიეთ. დიდი შრომა გასწიეს ეზოს მოწყობა-დაპროექტებაში, რისთვისაც მათი მადლობელი ვარ.
მებაღე მოდის კვირაში ორჯერ, მაგრამ მე ჩემს მცენარეებთან ყოველდღიური შეხება მაქვს: ზოგს გამხმარი ფოთლის მოშორება უნდა, ზოგს მიწის გაფხვიერება, მორწყვა. დილით, შვილიშვილებს სკოლაში რომ გავუშვებ, ყველა მცენარის დათვალიერებას ვიწყებ. სადმე რამე ხომ არ გაფუჭდა, ფოთოლი ხომ არ გახმა. მიწას ვსინჯავ, თუ გამომშრალია, ვრწყავ. მცენარეების მოფერებაც მიყვარს, როცა კარგად ყვავიან, შევაქებ ხოლმე. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები