ოთახი ერთდროულად ბიჭისთვის და გოგონასთვისაც - კარგი იდეები, როცა სივრცე პატარაა

ბავშვის ოთახი ისაა, რაც პირველ რიგში - ბავშვს, მერე კი - ნებისმიერ მშობელს სურს, რომ ჰქონდეს და ყოველთვის არ აქვს ამ სურვილის განხორციელების საშუალება. სამწუხაროდ, ხანდახან ჩვეულებრივი, საცხოვრებელი ფართიც არ არის ხოლმე საკმარისი, და მით უმეტეს, არ არის საშუალება, ცალკე

გავუკეთოთ ოთახი ბავშვს. კიდევ მეტი პრობლემა იქმნება, თუ სივრცე დიდი არ გვაქვს, არადა, ბავშვები სხვადასხვა სქესისანი არიან და უკვე ჩნდება ორი ცალკე ოთახის გაკეთების საჭიროება. ასეთ შემთხვევაში დიზაინერები თავიანთ რჩევებს გვთავაზობენ, თუ როგორ გავყოთ ერთი ოთახი გოგონასა და ბიჭის ზონებად. 

საამისოდ გამოიყენება როგორც ჩვეულებრივი ფარდა, ისე პატარა ტიხარი, ან პატარა კედელი, ან სულაც, მხოლოდ ფერი, რომელიც საუკეთესოდ ყოფს ვიზუალურად სივრცეს. შეიძლება, ყველაფერი ერთადაც გამოიყენოთ და კიდევ უფრო გაუსვათ ხაზი ზღვარს გოგონასა და ბიჭის სივრცეებს შორის. 

 

ჩვენ გთავაზობთ ბევრ ფოტოიდეას, რომლებიც ალბათ დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. გადახედეთ ფოტოგალერეას

 

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები