ცხენისწაბლა, მცენარე, რომელიც სიცოცხლეს დაგიბრუნებთ

ამ სეზონზე ხშირად შეხვდებით ძირს ჩამოცვენილ ცხენისწაბლას ნაყოფს. იგი თბილისშიც ძალიან ბევრია. მიუხედავად იმისა, რომ საკვებად არ გამოდგება, ამ მცენარეს ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება მიეწერება. 

სამკურნალოდ იყენებენ ნაყოფისა და ქერქის ნახაშს.

ცხენისწაბლას სარგებლიანობა გამოიხატება შევიწროებული არტერიების გაფართოებით, სისხლის ნაკადის აჩქარებით, კაპილარების განვლადობისა და სიმყიფის შემცირებით, პათოლოგიურად გაგანიერებული ვენების ტონუსის მომატებით, ქსოვილთა სისხლის მიმოქცევისა და, შესაბამისად, მათი კვების გაუმჯობესებით.

ცხენისწაბლა დიდი პოპულარობით სარგებლობს უამრავი ქვეყნის ხალხურ მედიცინაში. სამკურნალოდ იყენებენ როგორც თესლსა და ყვავილს, ასევე ქერქსა და მწიფე ნაყოფის კანსაც. ქერქის ნაყენებსა და ნახარშებს აქვს შემომგარსველი, ანთების საწინააღმდეგო, სისხლის შემაჩერებელი, ტკივილგამაყუჩებელი და კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედება. ცხენისწაბლას საოცარი სამკურნალო ენერგეტიკული თვისებაც ჰქონია. მასთან უშუალო კონტაქტს ზოგიერთი ავტორი მოჩუხჩუხე ანკარა წყაროსთან კონტაქტს ადარებს. ძლიერი ენერგეტიკული ნაკადი, რომელიც ამ მცენარისგან მოედინება, დეპრესიისგან კურნავს ადამიანს. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოა ცხენისწაბლას ეკლოვანი მწვანე ქერქისგან (გარსისგან) გაწმენდილი ნაყოფი, რომელსაც გაწოვის ძლიერი ეფექტი აქვს. ნაყოფს განსაკუთრებით ინტენსიურად იყენებენ მკერდის დაავადებათა სამკურნალოდ. პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია ცხენისწაბლას გამუდმებით ჯიბით ტარება (ამ მიზნით გამოსადეგია წინა

You must have Flash Player installed in order to see this player.
წლის ნაყოფიც, მთავარია, მისი ქერქი არ იყოს გამომშრალ-გამოფიტული). ხალხურ მედიცინაში მასტოპათიებს, მასტიტებსა და რძის შეგუბებას მკერდზე ცხენისწაბლას ნაყოფით ხშირ-ხშირი ნაზი მასაჟით მკურნალობენ ან ქალს ნაყოფის აზღუდით ტარებას ურჩევენ.

ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას ცხენისწაბლას ნაყოფის ან ყვავილის ნახარშის აბაზანას იყენებენ. ნახარში შემდეგნაირად მზადდება: 50 გრამი ხმელი დაქუცმაცებული ნედლეული ერთ ლიტრ წყალში ნახევარი საათი ადუღეთ, შემდეგ გადაწურეთ, ოდნავ გააგრილეთ და ფეხების აბაზანა გაიკეთეთ.

ჰემოროის სამკურნალოდ ნაყოფისა და ქერქის ნახარშს იყენებენ. 5 გრ. დაქუცმაცებულ ნაყოფსა და ამდენივე ქერქს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში, ცხელივე გადაწურეთ და ადუღებული წყლით საწყის მოცულობამდე შეავსეთ. დალიეთ ერთი სუფრის კოვზი დღეში
2-3-ჯერ, ჭამის შემდეგ. წაიკითხეთ მე intermedia.ge-ზე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები