თუ პიანინო ან როიალი გიდგათ შინ, ეს უნდა იცოდეთ

როიალი ინტერიერში საოცარ ჰარმონიას და სიმყუდროვეს ქმნის. იგი ავსებს და დახვეწილს ხდის გარემოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, იცოდეთ, როგორ შეარჩიოთ კარგი ინსტრუმენტი, თუ როგორ და სად უნდა განათავსოთ იგი, როგორ მოუაროთ, რომ დიდი ხნით შეინარჩუნოს მიმზიდველობა და სასიამოვნო ჟღერადობა.

როიალი და პიანინო ინტერიერში
*პიანინოს განთავსებისთვის ყველაზე ოპტიმალური ადგილი კედელია. ეს ვარიანტი საუკეთესო იქნება პატარა ფართის შემთხვევაშიც.
*სადაც როიალის დადგამთ, იმ ოთახის დიზაინი აუცილებლად მარტივი და სადა უნდა იყოს
*როიალი შეგიძლიათ ოთახის რომელიმე კუთხეშიც მოათავსოთ. ეს იდეალური იქნება კვადრატული ფორმის სათავსოში.
*თუ დიდი ფართი გაქვთ, როიალი ჯობია ოთახის შუა ნაწილში დადგათ.
*როიალის სიახლოვეს განსაკუთრებული ზონა მოაწყვეთ. ფერით, ავეჯით ან რაიმე დეტალით ეს ზონა დანარჩენი ოთახისგან გამოყოფილი უნდა იყოს. გამოიყენეთ ამისთვის დივანი, სავარძელი, ხალიჩა.

 

http://www.designlinesltd.com/wp-content/uploads/2010/08/E-IMG_9691-1024x682.jpg

 

http://capid.org/wp-content/uploads/2013/07/traditional-living-room.jpg

 

*თუ პიანინოს დადგმა კუთხეში გადაწყვიტეთ, ის ინტერიერის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს, იდეალურად უნდა შეერწყას სხვა ავეჯს, ნივთებს. ამ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ სტილისა და ფერის შეხამება. როგორც წესი, კლასიკური პიანინო იდეალურად ეხამება შემდეგ სტილს: ბაროკო, გოტიკა, ამპერი, რენესანი, როკოკო, კლასიციზმი და ა.შ.
*თუ ოთახში ინტერიერი ისეთ სტილში გაქვთ გაწყობილი, როგორიცაა: მოდერი, ჰაი-ტეკი ან ლოფტი, მაშინ უპირატესობა თანამედროვე ინსტრუმენტს მიანიჭეთ, რომელიც სინთეზატორს წააგავს. რაც შეეხება ფერთა გამის შეხამებას, აბსოლუტური თანხვედრა მნიშვნელოვანი არაა. სავსებით საკმარისია ფერთა შეხამება. მას მიეკუთვნება: შავი და თეთრი, ყავისფერი და კრემისფერი, ყავისფერი და იისფერი და ა.შ.
*თუ პიანინოს დადგმას ოთახის შუაგულში აპირებთ, ის შეგგიძლიათ მთავარ ნივთად აქციოთ. ამ შემთხვევაში ის შეიძლება სრულიად განსხვავდებოდეს ოთახის ფერის, ინტერიერისა და სტილისგან. უმჯობესია, ცენტრში დიდი როიალი დადგათ და არა მოკრძალებული ფორტეპიანო. თუმცა, ამ გირჩევთ, პიანინოსთვის ცალკე ოთახი გამოყოთ. მაგრამ ამ შემთხვევაში პიანინო ინტერიერის ნაწილი უნდა გახდეს.
*თუ ინსტრუმენტის კედელთან დადგმას აპირებთ, ნუ დაგავიწყდებათ მისი ღირსეული მორთვა. პიანინოს ზონა ფაქტურითა და ფერით უნდა განსხვავდებოდეს საერთო დიზაინისგან. ეს დაგეხმარებათ მუსიკალური ზონის შექმნაში და ამასთანავე, გამოკვეთს ინსტრუმენტს.


http://2.bp.blogspot.com/-TdOhemuoBX8/UmiVQt1iPeI/AAAAAAAAHgc/f6GjxFhhN9c/s1600/piano+room+1.jpg



საქართველოში თითქმის ვერ ნახავთ ოჯახს, სადაც პიანინო ან როიალი არ დგას. ეს ინსტრუმენტები ბევრგან დღეს ავეჯის ფუნქციით დგას და ინტერიერში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. როიალის შესახებ საინტერესო კითხვებზე ბატონი მალხაზ რიჟამაძე გვიპასუხებს.

 

- დღესდღეობით საქართველოში, ძირითადად, ჩეხური, საბჭოთა, გდრ-ის და ქართული წარმოების, ფირმა ,,საქართველოს", ინსტრუმენტები იყიდება. იმისთვის, რომ გაერკვეთ, რომელი წარმოების პიანინო/როიალი რას წარმოადგენს, ცოტა რამ ისტორიიდანაც უნდა გავიხსენოთ.
პეტერბურგში 1810 წელს შემოვიდა ,,ბეკერის", ,,გიდერიქსის", ,,მიულბახის" და ,,შოდერის" ფირმები. ეს უძლიერესი ქარხნები მთელს რუსეთის იმპერიას ამარაგებდნენ. რუსი იმპერატორები ევროპულ ფირმებს იწვევდნენ, რომ რუსებისთვის ფორტეპიანოზე დაკვრა ესწავლებინათ, თუმცა რევოლუციის დროს ევროპელები გაიქცნენ და ეს ქარხნებიც გაუქმდა. "ბეკერის" ფირმას შეუცვალეს სახელი და ,,კრასნაია ოქტიაბრ" დაარქვეს, ,,გიდერიქსის" ფირმას კი - ,,მუს კომბინატი".
კარგი ხარისხის ინსტრუმენტის დამზადებას დღევანდელი კურსით 2500 დოლარი და რაც ყველაზე მთავარია, 60 სპეციალისტი სჭირდება. ეს 60 სპეციალისტი კი გამოცდილი პროფესიონალის მიერ უნდა იყოს აღზრდილი. უნდა

არსებობდეს ქარხნები, სადაც პროფესიონალები ჩამოყალიბდენიან და მომავალ თაობას აღზრდიან. საქართველოში ინსტრუმენტის კეთება არავინ იცოდა. უმუშევარ უსაქმურს დაიჭერდნენ ქუჩაში და მილიციის ძალით ამუშავებდნენ ფორტეპიანოს ქარხანებში. ხელფასი 60 მანეთი ჰქონდათ. არაფრის მაქნისი კაცი პიანინოს როგორ გააკეთებდა? ამიტომ მზადდებოდა საქარტველოში დაბალი ხარისხის პიანინოები. დღეს ძალიან მიჭირს ქართული პიანინოების აწყობა. ბევრი ამწყობი არ ემსახურება ქართულ პიანინოს.

- ყველაზე კარგი რომელი ფირმის ინსტრუმენტებია?
- ჩეხური ფირმის პიანინოები, რომლის სანაცვლოდ საბჭოთა კავშირი ჩეხებს ნავთობს აწვდიდა. მათზე სერიოზული პროფესიონალები მუშაობდნენ და დღესაც საუკეთესო პიანინოებს აწარმოებენ. ეს ქარხნებია ,,პეტროფი", ,,ვეინბახი", ,,როსლერი" და ,,შოლსე". ,,შოლსეს" ფირმა ,,პეტროფთან" და ,,ვეინბახთან" შედარებით იაფია.
რაც შეეხება გერმანულ პიანინოსა და როიალებს, გდრ-ს საბჭოთა კავშირი თანხას თითქმის არ უხდიდა, ამიტომ იქედან დაბალი ხარისხის ინსტრუმენტები შემოდიოდა. არსებობს ასეთი ფირმა ,,როინიში", რომელსაც კლავიატურის თავზე აქვს წარწერა ,,მოდელ დელუქს"და ,,მოდელ სუპერ". ეს ვითომ ხარისხის ნიშანი იყო, სინამდვილეში კი ამ წარწერით საბჭოთა დამკვეთს ატყუებდნენ, ვითომ ეს მოდელი კარგი იყო.

- ეს ინსტრუმენტები ალბათ დღესაც გხვდებათ საქართველოში.


- კი ძალიან ბევრია. როცა ,"როინიშის" ასაწყობად მირეკავენ, ემოციურად ვემზადები. ვიცი, რა ძალისხმევა უნდა ჩავაქსოვო, რომ ინსტრუმენტი აღვადგინო და აწყობას დავუმორჩილო. მკვახე, კაკუნა ხმები აქვს.

 

- მყიდველმა, როგორ უნდა შეარჩიოს კარგი ინსტრუმენტი?
- არჩევა ინსტრუმენტალისტს უნდა მივანდოთ. არაპროფესიონალის თვალით ამის გარჩევა ძალიან რთულია. ყველა მუსიკოსმა ინსტრუმენტი თავად უნდა აარჩიოს ბგერისა და მისი ხანგრძლივობის მიხედვით. შემდეგ ინსტრუმენტალიტს უნდა სთხოვოთ, შეამოწმოს ინსტრუმენტის ვარგისიანობა, ხმა, ასევე კლავიატურის მიღმა, ინსტრუმენტში არსებული მდგომარეობა.

- ქართულ ბაზარზე როიალის ფასები საიდან სადამდე მერყეობს?
- ყველაზე იაფიანი როიალი 2500 დოლარი ღირს. "პეტროფის" როიალი - 4000 დოლარი. ყველაზე ძვირიანი როიალი, რაც მე შემხვედრია, ,,რეინბახის" ფირმის, 7500 დოლარად გაიყიდა.

- ინტერიერში, როგორ უნდა განვათავსოთ როიალი?
- ინსტრუმენტის განთავსება არ შეიძლება ისეთ ადგილზე, სადაც სისტემატურად იქნება ორპირი ქარი. არ შეიძლება როიალის კართან ახლოს განთავსებაც, რადგან კარის გაღებისას სიცივის და ყინვის წამიერი დარტყმაც კი აზიანებს ინსტრუმენტს, ასევეა ზაფხულის პერიოდშიც. ძლიერი სიცხე პრაქტიკულად შლის ინსტრუმენტს. დაუშვებელია მისი მზის პირდაპირი სხივების ქვეშ მოთავსებაც. ეს არამარტო გარედან დააზიანებს, სიმხურვალე შიგნით შეაღწევს და მთელ მოწყობას მოშლის. აკუსტიკისთვის მნიშვნელობა აქვს ჭერის სიმაღლეს. სასურველია, როიალი განათავსოთ ყველაზე დიდ, მაღალჭერიან ოთახში, სადაც ჭერის სიმაღლე მინიმუმ 230 სმ-ია, ამ დროს არაჩვეულებრივ ჟღერადობას მივიღებთ. ასევე აუცილებელია წელიწადში ერთხელ ავაწყოთ როიალი.

- როგორ უნდა მოვიუაროთ როიალს, რომ ხანგრძლივი დროით შეინარჩუნოს მიმზიდველობა და სასიამოვნო ჟღერადობა?
- როიალს ძალიან უყვარს მოვლა და ფერება. მისთვის საუკეთესო ტემპერატურაა 18 დან 25 გრადუსამდე. მაქსიმალური ტენიანობა არის 65%. თუ ფანჯარასთან დგას ინსტრუმენტი, აუცილებელია ჩამოვკიდოთ ღამის ფარდები, რათა მზის სხივმა არ გააფუჭოს. ინსტრუმენტთან ახლოს არ უნდა იყოს გამათბობელი არც კონდინციონერი. თუ კედელთან დავდგავთ როიალს, ზაფხულში კედელი გაცხელდება 30-40 გრადუსამდე, ზამთარში კი გაიყინება. თუ ამ კედელზე ინსტრუმენტია მიდგმული, მასზე აუცილებლად გადავა სიმხურველე თუ სიცივე, ასე, რომ როიალი უნდა დავდგათ შიდა კედელთან. არ უნდა იყოს მიდგმული სააბაზანოს კედელზე, ვინაიდან შესაძლოა ადვილად აიღოს ნესტი. თუ როიალი დანესტიანდა, ზაფხულში კი სიცხე მოხვდა, აუცილებლად დასკდება. ანტიკვარული როიალების უმეტესობას ბზარები აქვს. ისინი მზადდებოდა პეტერბურგში, თბილისში შემოტანის შემდეგ კი ყველა იბზარებოდა. ანტიკვარული როიალების 90%-ს, რომლებიც დამზადებული იყო პეტერბურგში, აქვს ბზარი.
მერი ბლიაძე

კომენტარები

გვანცა ბერიძე 2017-03-15 02:03
გამარჯობა ანა, თუ ისევ ყიდით როიალს, დაინტერესებული ვარ და როგორ დავიკავშირდეთ?
bibiluri nana 2017-02-02 22:28
maqvs avstriuli pianino, mocartis gamosaxulebit, 10767 seiuli nomeri aqvs. rogor dagekontaqtot,maqvs shekitvebi. winaswar gixdit madlobas
Tinatin 2017-02-02 07:49
Xom ver momwerdit piradulshi batoni malxaz rizamadzis sakontakto nomrebs? Asawkobi maqvs pianino.
Gmadlobt winaswar.
qetino 2017-02-01 16:59
1883 wels gamoshvebuli germanuli pianino apolo drezden mainteresebs misi xarisxis shesaxeb?
eliso 2017-01-06 21:34
mainteresebs germanuli pianino ,,zimmermann,, rogori xarisxisaa madlobt

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები