როგორ განვათავსოთ ავეჯი მისაღებ ოთახში - დიზაინერების პრაქტიკული რჩევები

მისაღები სახლის ყველაზე მნიშვნელოვანი და სტუმართმოყვარე ოთახია. აქ უმასპინძლდებიან ადამიანები საყვარელ ახლობლებსა თუ ნათესავებს, მეგობრებსა თუ თანამშრომლებს. მისაღებ ოთახში ძალიან დიდ როლს თამაშობს სივრცე. პროფესიონალი დიზაინერები მოგცემენ რჩევებს, თუ როგორ შეიძლება მისაღების ისე მოწყობა, რომ ის ძალიან მყუდრო და ამავე დროს კომფორტული იყოს.

იმისათვის, რომ თქვენი მისაღები რაც შეიძლება ფართო და ნათელი გამოჩნდეს, გირჩევთ პირველ რიგში უარი თქვათ კარადებზე, რომელიც ასე მოდაში იყო მრავალი წლის განმავლობაში. თუ მაინცდამაინც ბევრი ნივთი გაქვთ შესანახი, ეცადეთ უპირატესობა მაქსიმალურად სადა, ჩაშენებულ კარადებს მიანიჭოთ.

სანამ

You must have Flash Player installed in order to see this player.
მისაღები ოთახის გაფორმებას შეუდგებოდეთ, ჯერ კარგად დაფიქრდით, რა დანიშნულება უნდა ქონდეს ამ ოთახს. ოთახი ისე უნდა მოაწყოთ, რომ ერთნაირად კომფორტული იყოს ოჯახის ყველა წევრისთვის და საღამოს თავყრილობებისთვის. მაგალითად, დიასახლისი დედისთვის ძალიან კომფორტული იქნება მოხერხებული სავარძელი, სტუდენტი შვილისთვის კი ასევე მოხერხებული პუფი.



თუ თქვენ არ გეშინიათ ექსპერიმენტების, გირჩევთ სამზარეულოსა და მისაღების გაერთიანებას. ეს ძალიან თანამედროვე ვარიანტია.

მისაღების მოწყობის დროს შეგიძლიათ მიმართოთ ტრადიციულ მეთოდს, რბილი ავეჯი განათავსოთ ტელევიზორის პირდაპირ, გართობის მოყვარულებს კი მისაღებში ბარის და მაღალი სკამების გაკეთება შეუძლიათ.



თუ გინდათ, რომ თქვენი მისაღები უფრო ფართო და დიდი ჩანდეს, უპირატესობა გამჭვირვალე და პრიალა ავეჯს მიანიჭეთ. ასევე გამოიყენეთ ღია და პასტელის ფერები, ეს ვიზუალურად ადიდებს ოთახს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები