როგორ გავაერთიანოთ საძინებელი და მისაღები - საჭირო რჩევები

ერთოთახიანი და სტუდიოს ტიპის ბინის მფლობელებს საძინებლისა და მისაღები ოთახების გაერთიანება უწევთ. ვეცდებით გასწავლოთ რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ შეიძლება ამის კარგად და გემოვნებით გაკეთება. განვიხილოთ რამდენიმე ვარიანტი, რომელიც საშუალებას მოგცემთ სტუმრებსაც კომფორტულად გაუმასპინძლდეთ და ღამეც გემრიელად დაიძინოთ.


ვარიანტი 1
თუ ფართობი იძლევა ამის საშუალებას, შეიძლება ორი ზონა ერთმანეთისაგან გასაწევი კარით გამოყოთ. კარი შესაძლებელია იყოს მეტალის ან ხის, რომლიც არ დაიკავებს ზედმეტ ადგილს. ასეთ შემთხვევაში შესასვლელი კარიდან მოშორებული ზონა უმჯობესია საძინებლად გამოიყენოთ, რადგან საძინებელი უფრო მშვიდი და მყუდრო უნდა იყოს.


ვარიანტი 2
საძინებლის მისაღებისაგან გამოყოფა

დეკორატიული ხრიკით, ანუ ფარდებითაც არის შესაძლებელი. რბილი ტექსტილი ვიზუალურად ფარავს საძილე ზონას. თუ ფართობი იძლევა საშუალებას, ძალიან კარგი იქნება საძინებელ ზონაში კარადის დამონტაჟებაც. ეს ფუნქციონალურად ძალიან მომგებიანი იქნება.


ვარიანტი 3
მეტი სინათლისა და სივრცის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია ტიხრად გამჭვირვალე მინის გამოყენება, რომელიც ჭერიდან იატაკამდე იქნება განთავსებული. ეს კონსტრუქცია ძალიან ლამაზად და მსუბუქად გამოიყურება. დღესდღეობით ისეთი მაღალი ხარისხის შუშები არსებობს, რომ თავისუფლად შეუძლია გაუწიოს კონკურენცია ტრადიციულ კაპიტალურ კედლებს.


ვარიანტი 4
სივრცის ორად გაყოფის ალტერნატიულ გადაწყვეტილებად შეიძლება მივიჩნიოთ სტელაჟის ან კარადის გამოყენება. სივრცე პირობითად ორად იქნება გაყოფილი, თუმცა ფაქტობრივად მაინც ერთი ოთახი გექნებათ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები