თუ სახლის საახალწლო გაფორმებაზე უკვე ფიქრობთ, ეს ინფორმაცია დაგაინტერესებთ

 

სახლის სადღესასწაულოდ მორთვა-გამაზება წინასაახალწლო ორომტრიალში ყველაზე სასიამოვნო პროცესია. საახალწლო მოსართავები, დეკორაციები და სათამაშოები დიდს და პატარას ერთნაირად გვჭრის თვალს. თუ გინდათ, რომ თქვენი ახალი წელი ნამდვილად თვალისმომჭრელი იყოს, დროა მაღაზიებში გაიაროთ და ჩამოყალიბდეთ, რა გჭირდებათ წელიწადის ყველაზე გრანდიოზული დღისთვის.

ამისთვის ჭავჭავაძის 7 ნომერში მდებარე "ბიბლუსი გალერეა" ნადვილად კარგ სამსახურს გაგიწევთ. საახალწლო აქსესუარების ახალი კოლექცია კვირაზე მეტია, რაც აქ გამოიფინა და შობამდე იქნება ხელმისაწვდომი.

აკაკი ზოიძე, ბიბლუსი გალერეას კონსულტანტი:

- ერთ–ერთი პირველები ვიყავით, ვინც საახალწლო განწყობა შემოიტანა ქალაქში. წელს მართლაც საოცარი ნივთები გვაქვს -ნაძვის ხეები, სუვენირები, სათამაშოები, ხელნაკეთი დეკორაციები... საკმაოდ ფართო არჩევანს ვტავაზობთ მომხმარებელს როგორც ინტერიერის გასაფორმებლად, ასევე საახალწლო სუფრის გასაწყობად ან საყვარელი ადამიანების დასასაჩუქრებლად. ხარისხი ნამდვილად გარანტირებულია - ნივთებიგერმანიიდან , ჰოლანდიიდან , ბელგიიდან,უკრაინიდან და ფინეთიდან შემოდის.



მშობლებს შეუძლიათ ბავშვებიც მოიყვანონ და მათთან ერთად შეარჩიონ სასურველი ნივთები. თუ შიშობთ, რომ პატარა ხელს შეგიშლით ან რამეს დააზიანებს, შეგიძლიათ პირველ სართულზე, საბავშო–შემეცნებით ცენტრში დატოვოთ, სადაც სულ მალე საახალწლო ნაძვის ხის ღონისძიებები დაიწყება. დამერწმუნეთ, დროს სასიამოვნოდ გაატარებენ და საახალწლო განწყობას შეიქმნიან. საახალწლო შოპინგის დასასრულს კი მშობლებს აუცილებლად უნდა გავასინჯებთ ცხელ გლინტვეინს გალერეაში არსებულ იტალიურ კაფეში "ჩი გუსტა"!.

იცით რას ვაკვირდები? ამ ლამაზ გარემოში, სადაც უკვე ახალი წლის განწყობა ტრიალებს, ყველა იღიმის , ყველა ბედნიერია, ვფიქრობ აქ შემოსულთ ცოტა ხნით ავიწყდებათ ყოფითი პრობლემები.

- ყველაზე მეტად, როგორი ნივთები მოსწონთ?

ყველაზე მეტად ნაძვის ხის სათამაშოები იყიდება. ბავშვებს განსაკუთრებით მოსწონთ საახალწლო ირმები, რომლებიც ფილმებიდან გადმოსულ ირმებს გავს. გვაქვს ლაპლანდიური, ე.წ ლოსები, მარხილზე შებმული ირმები, ფერად-ფერადი ირმები.



ფასებიც მისაღები და შესაბამისია. გვაქვს კერამიკის საოცარი სანტა კლაუსები, როგორც პატარა ზომის, ისე ბავშვების სიმაღლის. შეგიძლიათ მექანიკური, მუსიკალური სანტა კლაუსები აირჩიოთ. ერთი სიტყვით, საკმაოდ ფართო არჩევანია, თუმცა სანამ

საკუტარი თვალით არ ნახავთ, ძალიან რტული ნაამბობით შეიგრძნოთ მათი სილამაზე.



- რაიმე განსაკუთრებული, იშვიათი ნივთი თუ გაქვთ?
ფაქტობრივად, ყველა ნივთი თავისებურად განსაკუთრებულია , თუმცა ყურადღება მიიქცია ძალიან საინტერესო მუსიკალურმა კარუსელმა, რომელი სულ 4 ცალი გვაქვს. ბევრმა მშობელმა მოიწონა. ხის სათამაშოა, შებმულია შვიდი თუ რვა ულამაზესი ცხენი. მექანიკურად იმართება და დაახლოებით წუთ ნახევრის განმავლობაში ტრიალებს და ცეკვავს სასიამოვნო მელოდიაზე. ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს ნაძვის ხეების. დავაკმაყოფილებთ ნებისმიერი გემოვნების და საფასო კატეგორიის მყიდველს.



შექმნილი გვაქვს სივრცე, სადაც მშობლებს შეუძლიათ მოიყვანონ შვილები და წააკითხონ, როგორც საახალწლო, ისე სხვა სახის ლიტერატურა და თვითონაც ისიამოვნონ კითხვით. სასიხარულოა, რომ ამ სივრცეში ხშირად გვსტუმრობენ პატარები, მოზარდები და მათთვის შესაფერის და საინტერესო ლიტერატურას კითხულობენ ნაძვის ხეებით შემოფარგლულ გარემოში, თითქოს საოცარ ტყეში, ზღაპრულ გარემოში სხედან.



ამ დროს კითხვაც ძალიან სასიამოვნოა.ერთი სიტყვით ბიბლუსი გალერეაში ძალიან საინტერესო და სასიამოვნო სიურპრიზები ელოდება ჩვენს მომხმარებლებს. აღსანიშნავია , რომ იდენტური შეთავაზება გვაქვს ქალაქ ბათუმშიც , მ.აბაშიძის 51–ში მდებარე ,,ბიბლუსი გალერეაში" , ასე რომ ბათუმის მაცხოვრებლებსაც აქვთ საშუალება გვესტუმრონ და შეარჩიონ მათთვის სასურველი საახალწლო აქსესუარები.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები