რა არის ყრდელი, რომელმაც საზოგადოება აალაპარაკა?

"ღრჯო ყრდელით" და "ყრდელზე გადარეული ევროპა" - ბოლო დღეებში სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" აგიტირებულმა ყრდელმა საზოგადოება აალაპარაკა და ყველა დაინტერესდა, მაინც რა არის ეს ყრდელი. 

როგორც აღმოჩნდა, ყრდელი ერთგვარი მხალია, სასალათე მცენარე, რომელსაც ყველა კუთხეში სხვადასხვა სახელით იცნობენ. სულხან-საბას განმარტება ასეთია: 

ყრდელი

სალათა
სინონიმები:

You must have Flash Player installed in order to see this player.
ბატიბალახი, ბატიკბილა, ბატისასუქა, ნარკოკობა, ქადუნა, ველის ყრდელი, ხარნუყა, ხავარტა, ხარნია, ხასი, ყრდელი ველისა, ყროლაველის ყრდელი
(ბალ.) ვენახის ღიჭას ჰგავს და მწარეა.


ბევრგან მას უწოდებენ ღორის ქადას. ანუ ყრდელი, იგივეა, რაც:
კახური, ქიზიყური – ქადუნა;
ხევსურული – ხარნია;
თუშური – ხარნუყა;
ზემოიმერული – ბატიკბილა, ხავარტა;
ლეჩხუმური – ბატიბალახი;
აჭარული – ნარკოკობა;
მესხური – ბატისასუქა;
სულხან-საბა–ორბელიანი – ხასი, ველის ყრდელი;
მეგრული – ბჟალე;
სვანური – მგლჯა.

ძირითადად ცხოველების საკვებად იყენებენ, თუმცა ამბობენ, რომ ძალიან სასარგებლო და გემრიელია სალათებში და ბევრგან ჩვეულებრივ ადამიანურ საკვებშიც არის შეტანილი მენიუში.

კომენტარები

ღორის ქადას 2017-03-06 00:59
თელავში ასე ვეძახით და ხშირადაც დამიკრეფია ოღონდ იჭმევა სანამ მიწის პირას არის ნორჩი მერე მწარდება და საქონელს ვაჭმევთ.
rusa 2017-01-16 00:58
dakbiluli fotoli aakvs rokas da salatashi xmaroben salatis fotlebtan ertad.
lale 2017-01-06 16:18
ღენჭეპას ეზახდა ბებია და ბატებს აჭმევდა
მაია 2016-12-15 12:07
სერიოზული და ზუსტად გათვლილი სარეკლამო კამპანიაა - ანუ, გენაცვალოს ბებო - ქარაქი, რომელიც მართლა გამოვიდა და უკვე გაყიდვაშია, ახლა - ყრდელი - ალბათ, რამე მზა პროდუქტს შემოგვთავაზებენ. მშვენიერია !!!
mixo 2016-12-08 15:30
ნანა ხრენი არის პირშუშხა მას ფოთოლი სხვანაირი აქვს და ღიჭაში არ უნდა აგერიოთ. თუ დაგუგლავ განსხვავებას ადვილად შეამჩნევ. პატივისცემით

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები