რომელი ყვავილები უნდა შეარჩიოთ ბაღისთვის - საუკეთესოდ მოყვავილე მცენარეები

თუ გსურთ თქვენი აგარაკი სამოთხის სურნელოვან ბაღად აქციოთ, ვეცდებით დაგეხმაროთ და საუკეთესოდ მოყვავილე და არც ძნელად მოსავლელი მცენარეები გაგაცნოთ:

თქვენი ბაღის გასალამაზებლად ძალიან ეფექტური იქნება:

ფერადი გეორგინები
შეგიძლიათ შეარჩიოთ ორი ფერთა გამა, მუქი და პასტელის ფერები. ეს ყვავილები გვიან შემოდგომამდე ყვავის. შეარჩიეთ მზიანი ადგილი, მოიმარაგეთ სასუქი და შეუდექით საქმეს. ნამდვილად არ ინანებთ.

ბოსტანი თქვენს ბაღში
შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ჯიშის ყაბაყი: ყვითელი, სალათის ფერი, მუქი ყვითელი. დაგვერწმუნეთ, ეს ბოსტნეული ძალიან ორიგინალური იქნება თქვენს ბაღში. საერთოდ, ყაბაყი ძალიან უპრეტენზიო მცნარეა და მისი
მოვლა ძალიან ადვილია.

ტკბილი ბარდა
ეს მცენარე სწორედ რომ აგარაკის დასამშვენებლად არსებობს, ის ძალიან ლამაზია. გაითვალისწინეთ, რომ დარგვამდე ერთი დღე და ღამე ამ მცენარის თესლი წყალში უნდა დაალბოთ.


აციდანტერა
ეს ულამაზის მცნარე შემოდგომაზე ყვავის. ის ძალიან უხდება ნებისმიერ აგარაკს.

ქოთნის ყვავილები
ძალიან კარგი იქნება აგარაკის ქოთნის ყვავილებით გაფორმება. ეს ძალიან ეფექტური და ლამაზია. ქოთნები თქვენთვის სასურველ ადგილას შეგიძლიათ დაალაგოთ, კიბეებთან იქება ეს თუ კართან. 
 


თამბაქო

თუ თქვენი აგარაკი არც ისე ნათელი და მზიანია, ეს მცენარე სათქვენო ყოფილა. თავისი ლამაზი, დიდი ფოთლებით ის თქვენს ბაღს შეაუდარებელს გახდის.

კოსმეი

ამ მცენარეს სჭირდება მზე, კარგი დრენაჟი და ქვიშა. გაითვალისწინეთ რომ არ დარგაოთ ერთმანეთთან ძალიან ახლოს, თორემ რომ გაიზრდებიან, ერთმანეთს ხელს შეუშლიან.

არომატული თაიგულები
დარგეთ ერთად სხვადასხვა ჯიშის ვარდი. ეს ძალიან ლამაზი სანახავი იქნება. ვარდების გვერდით ადგილი მიუჩინეთ შალფეის.

მრავალწლიანი მცენარეები
ზოგიერთი სითბოს მოყვარული მრავალწლიანი მცენარე ძალიან დაამშვენებს მებისმიერ ბაღს.

პელარგონია
პელარგონიას შესანიშნავი არომატი აქვს და ძალიან მოუხდება აგარაკს. ამ მცენარის ფოთლები ჩაის დასაყენებლადაც კი გამოგადგებათ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები