5 რამ, რასაც ბოსტანში არასწორად აკეთებთ

ხდება ხოლმე, რომ არა მხოლოდ დამწყები, გამოცდილი მებაღეებიც ხშირად უშვებენ ერთი და იმავე შეცდომას. რა საჭიროა ფუჭი, არაფრის მომტანი შრომა, მით უმეტეს, თუ მას შედეგად მცენარის დაზიანებაც კი შეუძლია?

1. ხშირად და ცოტ-ცოტა რწყავთ
თუ ბოსტანს ან ბარს ყოველდღე რწყავთ, დაგვიჯერეთ, ტყუილად ირჯებით. მცენარეები არ საჭიროებენ ხშირ მორწყვას. კარგად დაიმახსოვრე, უნდა მოირწყას მხოლოდ მშრალი მიწა, თანაც უხვად.

2. ხშირად აფხვიერებთ მიწას
მიწის ხშირი გაფხვიერების დროს თქვენ მას ჟანგბადით ამდიდრებთ, ეს აპროცესი არღვევს ბუნებრივ მიკროორგანიზმებს, რაც მცენარისთვის არცთუ კარგია. თუ თქვენი
ნიადაგი ისედაც ფხვიერია დამატებით გაფხვიერებას აღარ საჭიროებს, თუ არადა ამ პროცედურის წელიწადში ერთხელ ჩატარება აბსოლუტურად საკმარისია.

3. რგავთ მაღალ ნერგებს
რა თქმა უნდა, გინდათ, რომ თქვნი კარ-მიდამო მალე დამშვენდეს ლამაზი მცენარეებითა თუ ყვავილებით, მაგრამ, გვერწმუნეთ, მაღალი ნერგების დარგვით ამას ვერ მოახერხებთ. მაღალი ნერგები 3-5 წლით გვიან ხარობენ ვიდრე პატარები.

4. წვავთ ძველ ბალახს
დავიწყოთ იმით, რომ ეს უბრალოდ საშიშია. ეს პროცესი შესაძლოა ხანძრის გამომწვევ მიზეზად იქცეს. გარდა ამისა, ზედა ფენის დაწვის შედეგად ნიადაგი კარგავს სასარგებლო მიკროელემენტებს და ის უბრალოდ იფიტება, რაც მცენარისთვის დამღუპველია.

5. არ იცავთ ინტერვალს და ხშირად თესავთ
ნუ დათესავთ ყოველწლიურად ერთი და იგივე ბოსტნეულს ერთსა და იმავე ადგილას. ასე ნიადაგი იფიტება, მოსავალი კი კლებულობს. ეცდეთ ცვალოთ ადგილი და კულტურები. თესლებს ერთმანეთთან ძალიან ახლოს ნუ დაყრით, არ გეგონოთ, რომ ეს თქვენს მოსავალს უფრო უხვს გახდის, ისინი უბრალოდ ხელს შეუშლიან ერთმანეთს.

კომენტარის დამატება