როგორ გამოიყურება პარკი ოზურგეთში, რომელიც ივანიშვილის დაფინანსებით გაკეთდა - ფოტოები

ოზურ­გეთ­ში, შეკ­ვე­თილ­თან ახა­ლი და­სას­ვე­ნე­ბე­ლი პარ­კი იხ­სნე­ბა. პარ­კი, რო­მე­ლიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­ფი­ნან­სე­ბით მო­ე­წყო, ურეკ­სა და ოზურ­გეთს შო­რის, წვერ­მა­ღა­ლას გზა­ზე მდე­ბა­რე­ობს. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ივა­ნიშ­ვი­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი "ფე­ის­ბუქ-გვერ­დი" ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის გვერ­დზეა აღ­ნიშ­ნუ­ლი, "გა­სულ წლებ­ში ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­ფი­ნან­სე­ბით, კი­პა­რი­სე­ბი გა­შენ­და და და­ჭა­ო­ბე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კო­რო­მე­ბი ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

წვერ­მა­ღა­ლას პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ ბაღ­ში მდე­ბა­რე პა­ტა­რა ტბა გა­ფარ­თოვ­და, გარ­შე­მო და­ირ­გო ტი­რი­ფე­ბი, ბამ­ბუ­კე­ბი და სხვა ხე-მცე­ნა­რე­ე­ბი. პარ­კი ორი­ა­რუ­სი­ა­ნია. მე­ო­რე ია­რუს­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით 50 მეტრ სი­მაღ­ლე­ზე, გა­კეთ­და ასას­ვლე­ლი კი­ბე­ე­ბი, სა­ი­და­ნაც დამ­სვე­ნე­ბელს ზღვის პე­ი­ზა­ჟის ნახ­ვა შე­ეძ­ლე­ბა. პარ­კის
მე­ო­რე დო­ნე­ზე ახა­ლი მან­და­რი­ნე­ბის ბაღი გა­შენ­და, იქ­ვეა და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სახ­ლი და რამ­დე­ნი­მე ფან­ჩა­ტუ­რი.

წვერ­მა­ღა­ლას პარ­კი, რე­გი­ონ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­ფი­ნან­სე­ბით აშე­ნე­ბულ სხვა უნი­კა­ლურ პრო­ექ­ტებ­თან ერ­თად, ამ ზო­ნას გან­სა­კუთ­რე­ბულს ხდის, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, ასე­ვე, დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის".

"ფე­ის­ბუქ-გვერ­დის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეკ­ვე­თი­ლის დიდი დენ­დრო­ლო­გი­უ­რი პარ­კი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი მას­შტა­ბით უნი­კა­ლუ­რია არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში, მო­მა­ვალ წელს გა­იხ­სნე­ბა. დაათვალიერეთ ფოტოები

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები