რატომ ხდება, რომ ერთი და იგივე ბრენდის სარეცხის მანქანა ადამიანებს სხვადასხვაგვარად ემსახურება, სხვადასხვა ხანგრძლივობით?
არსებობს რამდენიმე მარტივი წესი, რომელთა დაცვაც თქვენს სარეცხ მანქანას წლების განმავლობაში მუშაობის თვისებების შენარჩუნებაში ეხმარება. ყველაზე ხშირად სარეცხი მანქანები ფუჭდება იმის გამო, რომ ჩვენ მათ სწორად არ ვიყენებთ და კარგად არ ვუვლით. აი, რა რეგულაციების დაცვას გვირჩევენ პროფესიონალი ტექნიკოსები.
არ გადატვირთოთ დოლურა
თქვენი მანქანის მაქსიმალური დატვირთვა 8 კგ ტანსაცმელია? ეს შესანიშნავია. მაგრამ ამ მოცულობის გარეცხვა მხოლოდ რამდენიმე პროგრამაშია შესაძლებელი. როგორც წესი, ეს ბამბის რეცხვის რეჟიმებია. ყველა

გამოიყენეთ სპეციალური ჩანთები ტანსაცმლის გასარეცხად
რა თქმა უნდა, თქვენ იცით, რომ სარეცხი მანქანების ყველაზე დიდი მტერი ქალის ბიუსტჰალტერია ლითონის დეტალებით. რეცხვის დროს ლითონის დეტალი შესაძოა აღმოჩნდეს დოლურასა და ავზს შორის ან დოლურას ნახვრეტებში გაიჭედოს და უარეს შემთხვევაში, გამათბობელ ელემენტში მოხვდეს. მაშინაც კი, თუ ეს თხელი მოხრილი ლითონის დეტალი უბრალოდ ავზსა და დოლურას შორის მოხვდება, შედეგი არცთუ სასიამოვნო იქნება: ის ნელ-ნელა დაიჟანგება და გაგიჩნდებათ კითხვა, თუ საიდან გაჩნდა ჟანგიანი ლაქები ახლად გარეცხილ ტანსაცმელზე.
რეცხვის წინ შეამოწმეთ ჯიბეები, შეკარით ელვაშესაკრავები
პირველ რიგში, ეს თავიდან აგაცილებთ დოკუმენტების, საბანკო ბარათების და ფულის შემთხვევით გარეცხვას, რაც, უნდა აღიაროთ, ზოგჯერ ხდება ხოლმე. მეორეც, მონეტებს, სანთებელებსაც არ სჭირდებათ გარეცხვა, გარდა ამისა, მათ შეუძლიათ დოლურას შიდა ზედაპირის დაკაწვრა, მაგრამ ეს არ არის ყველაზე ცუდი რამ. შესაძლოა მონეტა გაიჭედება სადრენაჟე ტუმბოში და გამოიწვიოს მისი მუშაობას დაბლოკვა. წყალი შეწყვეტს ნორმალურად გადინებას და დაზიანების მიზეზის დასადგენად დიდი დრო და ფული დაგჭირდებათ. გახსნილი ელვა ნაკლებ პრობლემას შეგიქმნით, მაგრამ ისინი თავად ზიანდება და თან რეცხვის დროს დოლურას კაწრავს, რაც მის მომსახურების ვადას ამცირებს.
არ ჩაყაროთ ძალიან ბევრი სარეცხი ფხვნილი
ბევრი სარეცხი საშუალება წყალში კარგად არ იხსნება, ნარჩენები ტანსაცმელს ეკრობა, ზოგიერთი მათგანი სარეცხ მანქანაში რჩება. დროთა განმავლობაში, ეს ნარჩენები სულ უფრო და უფრო მეტია და ამან შეიძლება მანქანის სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს. რამდენი უნდა ჩაყაროთ? დამოკიდებულია დატვირთვაზე, პროგრამაზე, საშუალოდ 1-1.5 სუფრის კოვზი საკმარისია.
რეგულარულად გაწმინდეთ სარეცხი მანქანა
თანამედროვე სარეცხი მანქანების უმეტესობას აქვს თვითწმენდის პროგრამა. ის უნდა ჩართოთ მინიმუმ სამ-ოთხ თვეში ერთხელ; თუ ბევრს რეცხავთ, მაშინ უფრო ხშირად. ამ შემთხვევაში, უჯრაში უნდა ჩაასხათ სპეციალური საწმენდი საშუალება ან ლიმონმჟავა 15-20 გრამის ოდენობით დასაშვები სარეცხის 1 კგ-ზე. მნიშვნელოვანია, რომ არ გადააჭარბოთ: ლიმონმჟავას ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება დააზიანოს რეზინის და პლასტმასის ნაწილებიც კი. თუ მანქანას არ აქვს თვითწმენდის პროგრამა, ჩართეთ ბამბის რეცხვის ციკლი მაქსიმალურ ტემპერატურაზე. ცხადია, მანქანაში ტანსაცმელი არ უნდა იყოს, მხოლოდ წყალი საწმენდი საშუალებით.

შეინარჩუნეთ სარეცხი საშუალების უჯრის სისუფთავე
უჯრაში რჩება ხოლმე ფხვნილის ნარჩენები, ხოლო კონდიციონერის უჯრებში ხშირად არის უსიამოვნო ლორწო, რომელიც სწრაფად შავდება. ზოგადად, უჯრა რეგულარულად უნდა ამოიღოთ და გარეცხოთ. თუ მისი ჯაგრისით გახეხვა გეზარებათ, მოათავსეთ იგი ლიმონმჟავას ხსნარში (1 სუფრის კოვზი 1 ლიტრ ცხელ წყალზე). როდესაც უჯრა კარგად დალბება უფრო ადვილი იქნება მისი გაწმენდა დაგროვილი ჭუჭყისგან.
დააკვირდით მანჟეტის მდგომარეობას
გაცვეთილი რეზინის მანჟეტი რეცხვის დროს გაჟონვის გავრცელებული მიზეზია. გარდა ამისა, ის ზოგჯერ ობის წყაროდ იქცევა ხოლმე , რომლის მოშორებაც თითქმის შეუძლებელია. იდეალურ შემთხვევაში, ყოველი რეცხვის შემდეგ მანჟეტი უნდა გაამშრალოთ. ან თუნდაც პერიოდულად გაწმინდოთ ის ყველაფრისგან, რაც ნაკეცებში იმალება და აკონტროლოთ მისი მთლიანობა და სისუფთავე.
გადინების ფილტრის გაწმენდა
სარეცხი მანქანის წინა პანელის ქვედა ნაწილში პატარა კარია. მის უკან მდებარეობს გადინების ფილტრი. ბევრ მოდელს ასევე აქვს იქ დამალული საგანგებო შლანგი, რომელიც დაგეხმარებათ სარეცხი მანქანიდან წყლის იძულებით გადაწურვაში, თუ გადინების სისტემა მოულოდნელად დაზიანდება და რეცხვა შეწყდება დოლურაში არსებული წყლის გამო. თუმცა, ამ კარში უფრო ხშირად უნდა შეხედოთ: ფილტრს თქვენი ყურადღება და მოვლა სჭირდება. მხოლოდ მაშინ, როდესაც მის გარეცხვას დააპირებთ, აუცილებლად მოათავსეთ პატარა კონტეინერი კარის ქვეშ, რათა წყალი, რომელიც ამ განყოფილებაში ყოველთვის არის, ჩავიდეს კონტეინერში და იატაკზე არ დაიქცეს. ფილტრის ამოღება შესაძლებელია, ამიტომ უფრო ადვილია მისი გაწმენდა თმისგან, ძაფებისგან და გამდინარე წყალში გარეცხვა. მის შემდეგ ფილტრი უნდა დააბრუნოთ თავის ადგილზე და კარი მჭიდროდ დახუროთ.
დაასვენეთ მანქანა
საყოფაცხოვრებო სარეცხი მანქანები არ არის განკუთვნილი 24 საათის განმავლობაში მუშაობისთვის, ამისთვის გამოიყენება პროფესიონალური აღჭურვილობა. ამიტომ, ციკლის შემდეგ მომდევნო ციკლის გაშვებამდე მიეცით მანქანას საშუალება გაგრილდეს და დაისვენოს. სასურველია, რომ ის დღეში მხოლოდ ერთხელ ჩართოთ.