მშვენიერი ბაღი ზუგდიდიდან, რომელსაც რძალ-დედამთილი რუდუნებით უვლის და ალამაზებს

სამეგრელო ოდითგან გამოირჩეოდა ლამაზი ბაღებით და ახლაც ბევრ მშვენიერ ბაღს შეხვდებით ამ კუთხეში. ეს ბაღი ზუგდიდის რაიონში მდებარეობს, ახალკახათში. ის ქალბატონმა ციური მამფორიამ შექმნა წლების წინ, თავისი დიზაინით და ახლა რძალთან - დონა გამისონიასთან ერთად ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო ალამაზებს. ბაღი ყვავილების მოყვარულთა ჯგუფ "ყვავილნარში" ვიპოვეთ, ქალბატონი ციურის ქალიშვილის ნუცა მამფორიას მეშვეობით. სწორედ ის უღებს ბაღს ლამაზ ფოტოებს და მერე სხვებსაც აცნობს. თქვენც წარმოგიდგენთ.

როგორც ნუცა გვიამბობს, წლებია უვლიან ბაღს და ცდილობენ, უკეთესი გახდეს. ბაღში ყვავის ვარდები, ნაძვები ტუიები, ეონიმუსები, არღავანი, ვერბა, გარდენია,
ტეკომა, პალმები და სხვა მცენარეები. ბევრია ერთწლიანი მცენარეები, რომლებიც ახლა იწყებს აყვავებას. "ბაღს დედამ ჩაუყარა საფუძველი, ხშირად არ არის საქართველოში, მაგრამ რომ ჩამოდის, იმდენს აკეთებს ერთ თვეში, მთელი წელი გვყოფნის. მერე კი რძალი უვლის ყოველდღიურად", - გვიამბობს ნუცა. 













ქალბატონი ციური და დონა

კომენტარები

თამარი 2020-07-29 13:46
მეგრული ეზოები მართლაც საოცრებაა.
ნინო 2020-05-15 00:23
შურით აღვივსე, ვგიჟდები ყვავილებზე და მშრომელ ადამიანებზე, აქ რომ მომახვედრა, ალბათ ცოცხალი ვერ გამოვალ უკან, საოცრება ვიხილე, ბრავო! ბრავო! და კიდევ ბრავო!!!
ნინო 2020-05-13 22:02
მშვენიერია , მიყვარს შრომისმოყვარე და ჭკვიანი ადამიანები, გაიხარეთ . რა სილამაზეა!
ელენე 2020-05-12 21:21
მარჯვენა დაგელოცოთ კეთილშობილო რძალ-დედამთილო
Eka 2020-05-09 23:36
Yohax , wkua meketeba aseti silamazeebis naxvaze

კომენტარის დამატება