ანესტიანებს თუ არა კედლებს სახლზე შემოხვეული დეკორატიული ლიანა

ეს ხვიარა მცენარე ალბათ ბევრს გინახავთ სახლების გარშემო, ლამაზად დახვეულები. შემოდგომაზე წითლად ხასხასებენ, სხვა სეზონებზე კი - მწვანედ. ბევრს უჩნდება შეკითხვა, ხომ არ ნესტავს სახლს ზედ შემოხვეული ეს მცენარე? გავიგოთ პასუხი.

ამგვარ "მწვანე კედლად" ძირითადად იყენებენ პართენოცისუსს, დეკორატიულ ლიანას. თ პართენოცისუსის მწვანე ან წითელ ''კედელს''. საკმაოდ ადვილი მოსავლელია, უპრეტენზიო, მალე იზრდება და არც განსაკუთრებულ ტემპერატურას მოითხოვს - მზესა და ჩრდილიან ადგილასაც კარგად ხარობს.


ძალიან ხშირად იყენებენ სახლების თუ ოფისების გასალამაზებლად, ასევე - ღობეებზე და სხვა ობიექტებზე.

იმის გამო, რომ კარგად
იტანს ნებისმიერ ტემპერატურას, ასევე მალე შრება წვიმის თუ ნესტიანი ამინდის შემდეგ, არ ინესტება და პირიქით, ნესტისგან იცავს კიდეც შენობას, ზაფხულში კი სიგრილის გარანტიცაა. 

კომენტარის დამატება