თბილისელ მევარდეთა დინასტია და ბაღის ვარდების მოვლის წესები

ვინც საკუთარ ეზოში ყვავილნარის შექმნაზე ფიქრობს, აუცილებლად რგავს ვარდების ბუჩქებს; ვარდებისგან შეიძლება შევქმნათ მომცრო ზომის კომპოზიციები, საზღვარი, ცოცხალი ღობე ან სულაც მთელი ბაღი.

როგორც ქალაქის მკვიდრს, ძალიან გამიკვირდა და თანაც მესიამოვნა, როდესაც ნუცუბიძის მე-4 პლატოზე, მრავალსართულიან კორპუსებს შორის, ვარდების სანერგე მეურნეობა აღმოვაჩინე. მასპინძლობა პროფესიით ექიმმა მირანდა ბრეგვაძემ გამიწია:

- ყოველთვის მინდოდა ექიმობა, სამედიცინოზე ჩავაბარე და შვიდი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად ვსწავლობდი. მებაღეობას არ ვაპირებდი, თუმცა მამას ყოველთვის ვეხმარებოდი, თუკი მეცალა. ისიც არაფერს მაძალებდა - მშობლებმა პროფესიის ჩვენი სურვილისამებრ არჩევის უფლება მოგვცეს,

თუმცა გულის სიღრმეში მამას ყოველთვის უნდოდა, რომ მისი პროფესია ვიღაცას გაეგრძელებინა. ამბობდა კიდეც: ეს ისეთი საქმეა, აუცილებლად ვინმემ უნდა ჩაიბაროსო...



მამაჩემი, ვალერი ბრეგვაძე, პროფესიით დეკორატორია, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი დაამთავრა აფხაზეთში. იქ ძმასთან ერთად სწავლობდა. ერთი ბერძენი ლექტორი ჰყოლიათ, რომელსაც ვარდების დამყნობა უსწავლებია. მას მაშინვე შეუმჩნევია ძმების მონდომება, ათვისების უნარი და უთქვამს, თქვენგან კარგი მებაღეები დადგებაო. სწორედ ეს სიტყვები აღმოჩნდა სტიმულის მიმცემი ძმებისთვის - შინ დაბრუნებისთანავე შეუდგნენ საქმიანობას, ტყეს მიაშურეს და ასკილის ბუჩქების შეგროვება დაიწყეს. სოფელში ხუმრობდნენ კიდეც, სხვები სიმინდს და ლობიოს ზრდიან, ბრეგვაძეები კი - ასკილსო. მაგრამ წარმატებამ არ დაახანა. ვალერი ბრეგვაძემ ჭიათურის კეთილმოწყობისა და გამწვანების სამსახურში დაიწყო მუშაობა და პარალელურად თავის ვარდების პლანტაციას უვლიდა. 1972 წელს ინსტიტუტის დახმარებით ჰოლანდიელებს დაუკავშირდნენ და ასკილის სპეციალური - უეკლო ჯიში ჩამოატანინეს. ეს იმ დროისათვის არ იყო ადვილი. დღეს ამ ასკილის პლანტაცია ცალკეა სოფელ ქვაციხეში, ხოლო ვარდების პლანტაცია - ცალკე.

საყვარელი საქმიანობა არც 90-იან წლებში შეუწყვეტია, როდესაც სტუდენტ შვილებს თბილისში წამოჰყვა, პირიქით, განვითარების ახალი გზა და პერსპექტივა დაინახა.

მირანდამ, რომელსაც მამამ სახელი 1945 წელს გამოყვანილი შავი ხავერდისებური სურნელოვანი ვარდის გამო დაარქვა, მართლაც აუსრულა მას ოცნება - საპატრიარქოსთან არსებულ დეკორატიული მებაღეობისა და ეკოლოგიის ინსტიტუტში ჩააბარა.



- თა­ვა­დაც ვერ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რო­გორ შე­მიტყუა და თა­ვიც კი შე­მაყ­ვა­რა ვარ­დე­ბის მოვ­ლამ. რო­გორც ჩანს, ძა­ლი­ან აზარ­ტუ­ლი საქ­მეა, ან გე­ნე­ტი­კის ბრა­ლია - ხში­რად მსმე­ნია მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ მე­ვარ­დე­თა დი­ნას­ტი­ე­ბის შე­სა­ხებ. ეტყო­ბა, ვარ­დე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას გა­და­ე­ცე­მა.

ოჯა­ხის დი­დი ტკი­ვი­ლი მი­რან­დას უმ­ც­რო­სი ძმა, 24 წლის გი­ორ­გი ბრეგ­ვა­ძეა:

- გი­ორ­გიმ იმ­დე­ნი რამ გა­ა­კე­თა, მას­ზე ბევ­რად უფ­რო­სიც ვერ შეძ­ლებ­და. ძა­ლი­ან შრო­მის­მოყ­ვა­რე იყო, ყვე­ლა­ფერს ას­წ­რებ­და: ფეხ­ბურ­თი, უნი­ვერ­ს­იტე­ტი, ჩვე­ნი ბიზ­ნე­სი... ძი­რი­თად საქ­მეს ის აკე­თებ­და, ვარ­დე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტს ის ამ­ყ­ნობ­და, რწყავ­და, სხლავ­და, უვ­ლი­და. ძა­ლი­ან სწრა­ფი ხე­ლი ჰქონ­და და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად უმ­კ­ლავ­დე­ბო­და საქ­მეს. მა­მა ამ­ბობ­და, ჩემ­ზე უკეთ გა­მოს­დი­სო.

გი­ორ­გიმ ნუ­გე­შად ორი ვაჟ­კა­ცი და­უ­ტო­ვა ოჯახს. დღეს ვა­კო და გე­გა ბავ­შ­ვუ­რი ხა­ლი­სით, მონ­დო­მე­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით დას­ტ­რი­ა­ლე­ბენ ვარ­დებს და ცდი­ლო­ბენ უფ­რო­სე­ბის დახ­მა­რე­ბას.

ამ­ჟა­მად მე­ვარ­დე­ო­ბა ბრეგ­ვა­ძე­ე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი და პერ­ს­პექ­ტი­უ­ლი ოჯა­ხუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბაა. მე­ურ­ნე­ო­ბა, რო­მელ­შიც ვარ­დე­ბი­სა და მათ და­სამ­ყ­ნო­ბად სა­ჭი­რო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჯი­შის ას­კი­ლის პლან­ტა­ცი­ე­ბია გა­შე­ნე­ბუ­ლი, ოჯახს ჭი­ა­თუ­რის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ქვა­ცი­ხე­ში, აქვს. ზაფხუ­ლო­ბით სწო­რედ აქ ამ­ყ­ნო­ბენ ვარ­დებს, ახა­რე­ბენ ნერ­გებს, ათავ­სე­ბენ კონ­ტე­ი­ნე­რებ­ში და მხო­ლოდ შემ­დეგ, ნო­ემ­ბერ­ში, ჩა­მო­აქვთ თბი­ლის­ში.



- რამ­დე­ნი ჯი­შის ვარ­დი გაქვთ?

- მა­მას 15 ჯი­შის ვარ­დი ჰქონ­და, დღეს 300 ჯი­შია. საკ­მა­ოდ მდი­და­რი კო­ლექ­ცია გვაქვს, თუმ­ცა ეს მა­ინც ზღვა­ში წვე­თია, რად­გან მსოფ­ლი­ო­ში ჯერ კი­დევ 2000 წელს 3000 ჯიშს ით­ვ­ლიდ­ნენ. ჩვენ სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის ვარ­დე­ბი გვაქვს: გერ­მა­ნუ­ლი, იტა­ლი­უ­რი, ინ­გ­ლი­სუ­რი... ხან მე­გობ­რებს ჩა­მო­აქვთ, ხან - მე, ხან სხვა­დას­ხ­ვა სა­ი­ტი­დან ვი­წერთ, ან კა­ლა­მი მო­აქვთ, რომ და­ვამ­ყ­ნოთ, ზოგ­ჯერ ჩვენს კლი­ენ­ტებ­საც ჩა­მო­აქვთ უცხო­ე­თი­დან ან ერ­თ­მა­ნეთს ვუც­ვ­ლით. საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო და ჩამ­თ­რე­ვი პრო­ცე­სია. ყო­ველ წელს ვცდი­ლობთ კო­ლექ­ცი­ის გამ­დიდ­რე­ბას, რად­გან სხვაგ­ვა­რად ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა.

- თუ არ­სე­ბობს მო­დუ­რი ჯი­შე­ბი და რო­მე­ლი ჯი­ში იმ­სა­ხუ­რებს მომ­ხ­მა­რებ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას?

- დღეს­დღე­ო­ბით უამრავი ულა­მა­ზე­სი სურ­ნე­ლო­ვა­ნი ვარ­დი არ­სე­ბობს. უკა­ნას­კ­ნე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მომ­ხ­მა­რე­ბელ­თა შო­რის ყვე­ლა­ზე დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბით ზო­ლი­ა­ნი ვარ­დე­ბი სარ­გებ­ლობ­და, მა­გა­ლი­თად, შინ­დის­ფე­რი ყვი­თე­ლი ზო­ლე­ბით ან სტა­ფი­ლოს­ფე­რი ყვი­თე­ლი ზო­ლე­ბით. ერ­თი ვარ­დი მოს­წონ­დათ გან­სა­კუთ­რე­ბით - აბ­რა­კა­დაბ­რა ჰქვია, შინ­დის­ფე­რია ყვი­თე­ლი ზო­ლე­ბით, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ ერ­თ­სა და იმა­ვე ბუჩ­ქ­ზე ერ­თი ყვა­ვი­ლი შე­იძ­ლე­ბა ყვი­თე­ლი იყოს, მე­ო­რე - შინ­დის­ფე­რი, მე­სა­მე - ზო­ლი­ა­ნი და ა.შ. წელს ყვე­ლა­ზე მო­დუ­რი დე­ვიდ ოს­ტი­ნის სურ­ნე­ლო­ვა­ნი ვარ­დე­ბია.

- რო­გო­რია ვარ­დის მოვ­ლის წე­სე­ბი?



- ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ვარ­დის­თ­ვის მზეა, ამი­ტომ ეზო­სა თუ აივან­ზე მზი­ა­ნი მხა­რე უნ­და შე­ვურ­ჩი­ოთ. სა­მი-ოთხი სა­ა­თით მზის გულ­ზე ყოფ­ნაც კმა­რა, მაგ­რამ თუ­კი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მზე გა­ა­ნა­თებს, კი­დევ უფ­რო უხ­ვად იყ­ვა­ვი­ლებს. თუმ­ცა არ­სე­ბობს ჯი­შე­ბი, რომ­ლე­ბიც ნაკ­ლე­ბად მზი­ან ად­გი­ლებს ეგუ­ე­ბი­ან. ერ­თი სიტყ­ვით, პირ­ველ რიგ­ში ად­გი­ლი უნ­და შე­ვარ­ჩი­ოთ და გვახ­სოვ­დეს, რომ ვარდს სით­ბო და მზე უყ­ვარს.

- ნერ­გი რო­გორ შე­ვარ­ჩი­ოთ?

- ნერ­გი ზო­მი­სა და ფე­რის მი­ხედ­ვით უნ­და შე­ირ­ჩეს, რის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც ჯი­შე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა გვაძ­ლევს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სად ვრგავთ ნერგს: თუ წი­ნა რი­გებ­ში, ეზო­ში შე­სას­ვ­ლელ­თან ან ბი­ლიკ­თან ვა­პი­რებთ, - პა­ტა­რა დე­კო­რა­ცი­უ­ლი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბის გა­კე­თე­ბაა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი და მომ­ც­რო ზო­მის ჯუ­ჯა ან ბუჩ­ქო­ვა­ნი ვარ­დე­ბი გა­მოგ­ვად­გე­ბა. არ­სე­ბობს აგ­რეთ­ვე ხე ვარ­დე­ბი, შტამ­ბო­ვა­ნი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე წლის წინ შე­მო­ი­ტა­ნეს. ისი­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რად იმის­თ­ვის გა­მო­იყ­ვა­ნეს, რომ ბაღ­ში მო­სე­ირ­ნე ქალ­ბა­ტო­ნებს, რომ­ლე­ბიც, ეპო­ქის შე­სა­ბა­მი­სად, გრძე­ლი კა­ბე­ბით იყ­ვ­ნენ შე­მო­სილ­ნი, არც კა­ბა გა­მო­ე­დოთ ბუჩ­ქის­თ­ვის და ვარ­დის დაყ­ნოს­ვაც გა­ად­ვი­ლე­ბო­დათ. ამი­სათ­ვის ვარ­დი ას­კი­ლის ერთ მთლი­ან ღერ­ძ­ზეა დამ­ყ­ნო­ბი­ლი, ამ სწო­რი ღერ­ძი­დან კი ბუჩ­ქად იშ­ლე­ბა. ასე­თი ვარ­დე­ბი უკ­ვე ბევ­რ­გან დარ­გეს თბი­ლის­ში: სა­მე­ბის სა­ხე­ლო­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის ეზო­ში, ძველ მე­რი­ას­თან, პარ­კებ­ში... კე­დელ­თან ხვი­ა­რა კედ­ლის ვარ­დე­ბის დარ­გ­ვა შეგ­ვიძ­ლია. თით­ქ­მის ყვე­ლა ეზო­ში მო­ი­ძებ­ნე­ბა ად­გი­ლი ვარ­დის­თ­ვის. ხო­ლო რაც შე­ე­ხე­ბა ფერს, ის გე­მოვ­ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი: ზოგს ფე­რა­დოვ­ნე­ბა, სიჭ­რე­ლე მოს­წონს, ზოგს - რამ­დე­ნი­მე ფე­რის ლა­ქე­ბი, ზოგს კი - ერ­თ­ფე­როვ­ნე­ბა.

- რო­დის უნ­და დავ­რ­გოთ ნერ­გე­ბი?



- დარ­გ­ვა მარ­ტ­ში ჯობს, ან შე­მოდ­გო­მით, ოქ­ტომ­ბერ­ში. თუმ­ცა ბო­ლო წლებ­ში არ­სე­ბობს ტენ­დენ­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ნერ­გებს წე­ლი­წა­დის სხვა დრო­საც რგა­ვენ. სწო­რედ იმი­ტომ გა­მოგ­ვ­ყავს ნერ­გე­ბი კონ­ტე­ი­ნე­რე­ბით, რომ მა­თი დარ­გ­ვა სხვა დრო­საც იყოს შე­საძ­ლე­ბე­ლი.

- რო­გორ რგა­ვენ ნერ­გებს?

- უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ნერ­გის სი­მაღ­ლე. რაც უფ­რო მა­ღა­ლია ვარ­დი, უფ­რო ღრმა ორ­მოს ვი­ღებთ, შიგ ვყრით ქვი­შას, ორ­გა­ნულ სა­სუქს, ვაც­ლით ნერგს კონ­ტე­ი­ნერს და თა­ვის მი­წას­თან ერ­თად ვა­თავ­სებთ ორ­მო­ში, შემ­დ­გომ ორ­მოს მი­წით ვავ­სებთ და ვრწყავთ. მი­წა კარ­გად უნ­და გა­ვა­ჯე­როთ წყლით.

- მორ­წყ­ვა რამ­დენ ხან­ში ერ­თხელ სჭირ­დე­ბა?

- ნერგს ყვე­ლა­ზე დი­დი ყუ­რადღე­ბა პირ­ვე­ლი სა­მი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უნ­და მი­ვაქ­ცი­ოთ, სწო­რედ ამ დროს არ უნ­და მო­ვაკ­ლოთ წყა­ლი, ხო­ლო შემ­დ­გომ ორ კვი­რა­ში ერ­თხე­ლაც კმა­რა მორ­წყ­ვა, ისიც - იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ­კი წვი­მი­ა­ნი ამინ­დე­ბი არ არის.

- რო­გორ ხდე­ბა და­ა­ვა­დე­ბა­თა პრო­ფი­ლაქ­ტი­კა და მავ­ნებ­ლებ­თან ბრძო­ლა?

- ამი­სათ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბი არ­სე­ბობს. თუ წვი­მი­ა­ნი ამინ­დია, თვე­ში ორ­ჯერ ვწამ­ლავთ მცე­ნა­რეს, თუ არა­და, ერ­თხე­ლაც კმა­რა. არ­სე­ბობს და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სად­მი უფ­რო მდგრა­დი ჯი­შე­ბიც, მათ ნაკ­ლე­ბი მოვ­ლა ესა­ჭი­რო­ე­ბა. ზოგ­ჯერ მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი ამის მიხ­დ­ვი­თაც არ­ჩევს ნერ­გებს.

- რო­დის და რო­გორ უნ­და გავ­ს­ხ­ლათ ვარ­დი?


- გას­ხ­ვ­ლა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ვარ­დის­თ­ვის. ზოგს ენა­ნე­ბა მშვე­ნი­ე­რი მცე­ნა­რე, მაგ­რამ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ფოთ­ლებ­სა და ტო­ტებ­ში გა­დის, ყვა­ვი­ლი კი პა­ტა­რა და უხა­რის­ხო იშ­ლე­ბა. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი გას­ხ­ვ­ლა გა­ზაფხულ­სა და შე­მოდ­გო­მა­ზეა აუცი­ლე­ბე­ლი, ზაფხულ­ში კი სა­ნი­ტა­რიუ­ლი გას­ხ­ვ­ლა სჭირ­დე­ბა. თუ შე­მოდ­გო­მით ვსხლავთ, ვარ­დე­ბი ად­რე იწყე­ბენ ყვა­ვი­ლო­ბას, გა­ზაფხულ­ზე გას­ხ­ვ­ლი­სას კი ერ­თი-ორი კვი­რით აგ­ვი­ა­ნე­ბენ. გას­ხ­ვ­ლა სა­შუ­ა­ლოდ სამ-ოთხ კვირ­ტ­ზე ხდე­ბა, თუ მსხვი­ლია ტო­ტი, მას ოთხ კვირ­ტ­ზე ვჭრით, წვრილს - ორ­ზე. რო­ცა გვსურს, ბუჩ­ქი მრგვლად გა­ი­ზარ­დოს, უნ­და გან­ვ­საზღ­ვ­როთ, ში­და კვირ­ტ­თან გა­დავ­ჭ­რათ თუ გა­რე­თას­თან: ში­და კვირ­ტ­თან გა­დაჭ­რის შემ­თხ­ვე­ვა­ში ში­და ტო­ტი ამო­დის, ხო­ლო თუ გა­რე­თას­თან გა­დავ­ჭ­რით, - გა­რე­თა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ტო­ტი აუცი­ლებ­ლად დამ­რე­ცად უნ­და გა­დავ­ჭ­რათ, რა­თა ნაკ­ლე­ბი წყა­ლი ჩა­ვი­დეს და ტო­ტი არ და­ლ­პეს. ბუჩ­ქო­ვა­ნი ვარ­დე­ბის კვირ­ტებს ქვე­მო­დან, ფეს­ვი­დან ვით­ვ­ლით, კედ­ლის ვარ­დებს კი, პი­რი­ქით, ზე­მო­დან ვაჭ­რით რამ­დე­ნი­მე კვირტს, რა­თა ტო­ტი უფ­რო დაგ­რ­ძელ­დეს.

- რო­გორ მო­ვუ­ა­როთ ვარ­დე­ბის ბაღს სე­ზო­ნუ­რად, თვე­ე­ბის მი­ხედ­ვით?

- მარ­ტ­ში, პირ­ველ რიგ­ში, ვა­სუფ­თა­ვებთ ბაღს ძვე­ლი ფოთ­ლე­ბი­სა და სა­რე­ვე­ლე­ბის­გან, შემ­დეგ ვსხლავთ ვარ­დებს, შე­მო­ვუ­ბა­რავთ და შეგ­ვაქვს სა­სუ­ქი, გა­დამ­წ­ვა­რი ნა­კე­ლი. ამ თვე­ში ნერ­გებ­საც ვრგავთ. აპ­რილ­ში, თუ­კი არ წვიმს, ვრწყავთ და ვწამ­ლავთ. შე­წამ­ვ­ლას ვიწყებთ აპ­რი­ლის ბო­ლო­დან და ვას­რუ­ლებთ ნო­ემ­ბერ­ში. მა­ის­ში ვარ­დე­ბი ყვა­ვის და მა­თი მხო­ლოდ მორ­წყ­ვაა სა­ჭი­რო. ივ­ნის­სა და ივ­ლის­ში უკ­ვე აყ­ვა­ვე­ბუ­ლი ვარ­დე­ბის სა­ნი­ტა­რუ­ლი გას­ხ­ვ­ლა ხდე­ბა. სა­ნი­ტა­რიუ­ლი გას­ხ­ვ­ლა ძვე­ლი ნაყ­ვა­ვი­ლა­რი ვარ­დე­ბის მო­შო­რე­ბას ჰქვია, რა­თა ახა­ლი ყვა­ვი­ლე­ბი გა­ი­შა­ლოს. ამის გა­მე­ო­რე­ბა აგ­ვის­ტო­სა და სექ­ტემ­ბერ­შიც შეგ­ვიძ­ლია. დე­კემ­ბ­რი­დან თე­ბერ­ვ­ლის ჩათ­ვ­ლით ვარ­დი ის­ვე­ნებს, მარ­ტი­დან კი ყვე­ლა­ფერს თა­ვი­დან ვიწყებთ.


- ვარ­დ­თან ერ­თად რო­მე­ლი მცე­ნა­რე­ე­ბის დარ­გ­ვაა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი?

- არ ვი­ცი, მი­თია თუ სი­მარ­თ­ლე, მაგ­რამ მეც გა­მო­მიც­დია, რომ კა­ლენ­დუ­ლას მე­ზობ­ლად ვარდს ნაკ­ლე­ბად უჩ­ნ­დე­ბა სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. დე­კო­რა­ტი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით ვარდს ძა­ლი­ან უხ­დე­ბა წიწ­ვო­ვა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბი. თუ­კი კედ­ლის გა­ლა­მა­ზე­ბა გვსურს, დე­კო­რა­ტი­უ­ლ სუ­რო­ზე ხვი­ა­რა ვარ­დი უნ­და გა­ვუშ­ვათ.

- რას ურ­ჩევთ ჩვენს მკითხ­ველს, მხო­ლოდ დე­კო­რა­ტი­უ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი დარ­გონ თუ მსხმო­ი­ა­რეც?

- მთა­ვა­რია, ბა­ლან­სი არ და­ირ­ღ­ვეს. არ­სე­ბობს ნა­ყოფ­დე­კო­რა­ტი­უ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბიც. ასე­თე­ბია: ნუ­ში, ბრო­წე­უ­ლი, ალუ­ბა­ლი, თხი­ლი და სხვ. მე ხში­რად ვეხ­მა­რე­ბი მომ­ხ­მა­რებ­ლებს ეზოს და­გეგ­მა­რე­ბა­ში. გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და, მათ 80%-ს მა­მა­კა­ცე­ბი შე­ად­გე­ნენ, რომ­ლე­ბიც დი­დი გა­ტა­ცე­ბით უვ­ლი­ან სა­კუ­თარ ბაღს. ხში­რად სწო­რედ ისი­ნი ახერ­ხე­ბენ მე­უღ­ლე­ე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბას ამ საქ­მი­ა­ნო­ბით, ვარ­დებ­მა კი იმ­დე­ნად იცის გა­ტა­ცე­ბა, რომ შემ­დეგ მი­ამ­ბო­ბენ, რო­გორ იწყე­ბა მა­თი დი­ლა ვარ­დე­ბის მოვ­ლით, რაც ძა­ლი­ან მოს­წონთ და ეს­თე­ტი­კურ სი­ა­მოვ­ნე­ბა­საც ანი­ჭებთ.

თეა იაკო­ბაშ­ვი­ლი

კომენტარები

ოლიკო 2019-03-18 15:52
თუ შეიძლება მირანდას ტელეფონი მომწეროთ.
marina 2018-10-03 22:41
mainteresebs samotxis vardi arsebovbs marto xviara tuarsebobs kidev buhkovani me viyide es vardi da ver gamigia xviaraa tu buhkovani
ნანა 2018-04-15 20:05
ხვიარა ვარდი თუ გაქვთ და სად შეიძლება ყიდვა?
მაკა 2018-03-11 22:18
სად შეიძლება ვარდის ძირების შეძენა?
ინგა 2017-04-08 19:00
თუ შეგიძლიათ მითხრათ სად შეიძლება ვარდების ნერგების შეძენა?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები