ზოდიაქოს რომელი ნიშნები არიან უკეთესი მებაღეები

რატომ ხდება ხშირად ისე, რომ ზოგ ადამიანს გამოსდის მებაღეობა, მშვენიერი ბაღის გაშენება, ზოგს კი იგივე პირობებში საერთოდ არაფერი გამოსდის. ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ ამ შემთხვევაშიც მთავარ როლს ვარსკვლავები თამაშობენ. ზოდიაქოს ზოგიერთ ნიშანს უბრალოდ განსაკუთრებული ნიჭი, მაგია აქვს, მოიყვანოს კარგი მოსავალი. მოდით ვნახოთ, რომელი ზოდიაქოს ნიშნებს აქვთ უნარი, იყვნენ კარგი მებაღეები.

თევზები


ზოდიაქოს ამ ნიშნებს ძალიან უყვართ ყველაფერ ცოცხალზე ზრუნვა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მცენარეები მათი ინტერესების სპექტრში მოექცეს. ხილი და ბოსტნეული კი თავის მხრივ მადლიერებას გამოხატავს ყურადღებიანი მებაღის მიმართ. თევზი
მებაღე არა მარტო მოიყვანს მოსავალს, არამედ ხელოვნებისთვისაც მოძებნის კუთხეს. განსაკუთრებით კარგად მოჰყავთ თევზებს კიტრი, ნესვი, საზამთრო, ყაბახი და გოგრა.

ქალწული
ამ ნიშნით დაბადებულები მებაღეობასა და მებოსტნეობას ძალიან სკრუპულოზურად უყურებენ. სანამ რამის მოყვანას და გახარებას გადაწყვეტენ, ჯერ ყველაფერი საგულდაგულოდ უნდა შეისწავლონ და მხოლოდ ამის შემდეგ მოკიდებენ ხელს საქმეს. მათ ყოველთვის ყველაფერი წინასწარ მომზადებული და გათვლილი აქვთ. განსაკუთრებით კარგად გამოსდით კარტოფილის, სიმინდის, ყველა ჯიშის გოგრის, ყვავილებიდან - ვარდის, გეორგინების, პიონების მოვლა-გახარება.

სასწორი

სასწორი ბუნებით ესთეტია, აფასებს სილამაზესა და ძალიან უყვარს ცოცხალი ყვავილები. სასწორისთვის ბაღში ფუსფუსი მედიტაციის ტოლფასია. ყველაზე მონოტონური საქმეც კი, რომელიც ადამიანებს, როგორც წესი, აღიზიანებს ხოლმე, სასწორისთვის სიამოვნების მომგვრელია. განსაკუთრებით კარგად გამოსდით ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს კენკროვანი მცენარეების, მოყვავილე ხეებისა და ბუჩქების, სხვადასხვა ჯიშის სალათების მოყვანა და გახარება.

მერწყული
მერწყულისთვის სუფთა ჰაერზე ყოფნა უკვე ერთგვარი თერაპიაა. მებაღეობა მათთვის უბრალოდ სასარგებლოა, ეს კარგად მოქმედებს როგორც მათ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ისე სულიერ სიმშვიდეზე. მათ ძალიან კარგად გამოსდით პომიდვრის, მსხმოიარე ნაყოფის მოვლა-გახარება.

კირჩხიბი
კირჩხიბი აღმერთებს თავის სახლს, სახლის კედლებს, მათ შორის - ბაღ-ბოსტანს. ბაღში მუშაობა საშუალებას აძლევს კირჩხიბს, შეიგრძნოს ცხოვრების აზრი. საკუთარი ხელებით მუშაობა და შემდეგ ამ ნამუშევრის, შედეგის ნახვა მისი ცხოვრების აზრია. კირჩხიბის ბაღში შეხვდებით ბადრიჯანს, კარტოფილს, პომიდორს, სიმინდს, კომბოსტოს და მრავალ ლამაზ ყვავილს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები