კამელია მარადმწვანე ხეებისა და ბუჩქების გვარია ჩაისებრთა ოჯახიდან. მისი 80-ზე მეტი სახეობა აზიის ტროპიკებსა და სუბტროპიკებშია გავრცელებული. იაპონური კამელია და მისი ჰიბრიდული ფორმები მოჰყავთ ოთახებსა და ორანჟერეებში, კავკასიაში კი ღია გრუნტშიც.
ჩინური კამელიის ანუ ჩაის ბუჩქის ნორჩი ყლორტებისგან ჩაის ამზადებენ, ასევე მზადდება ეთეროვანი ზეთი. ძირითადად დეკორატიული მცენარეა. მასობრივად საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ბაღებსა და პარკებშია მოშენებული.
ეს მცენარე ფუნდამენტურად ქართველმა მეცნიერმა ქალმა ნუნუ ჯინჭარაძემ შეისწავლა, რომელიც აგრონომი, სუბტროპიკოსი გახლდათ.
ის წლების განმავლობაში ბათუმის ბოტანიკური ბაღის სელექციის განყოფილებაში მეცნიერ მუშაკად მუშაობდა.
ერთხელაც კამელიით დაინტერესდა და ამ მცენარის შესწავლას თუ სელექციას 35 წელიწადი შეალია.
ნუნუ ჯინჭარაძე სამწუხაროდ, ერთი წლის წინ 100 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ ბოლომდე თავის საყვარელ საქმეს ემსახურებოდა.
“მაშინ კამელიაზე მასალა თითქმის არ არსებობდა. ჯიშები იყო, მაგრამ სახელები არ ჰქონდათ დადგენილი. ამიტომ ბაღის დირექტორთან ერთად გადავწყვიტეთ, კამელია ყოფილიყო ჩემი სამუშაო თემა. მუშაობაში, უცხოური ლიტერატურის გამოწერაში, საუკეთესო ბიბლიოთეკარი, ვერონიკა ველგეიმი მეხმარებოდა. შედეგად, ამ მცენარით ნელ-ნელა დაინტერესდნენ, ფასიც ჰქონდა და მოთხოვნაც იყო. ყოფილ საბჭოთა სივრცეში (მოსკოვი, ალმა-ათა, ტაშკენტი) არსებული ბოტანიკური ბაღები ყიდულობდნენ და მათთვისაც ვამრავლებდი,“ - ჰყვებოდა წლების წინ ჩვენთან ინტერვიუში ენერგიული და საქმეზე შეყვარებული ქალბატონი, რომელმაც კამელიის 80-მდე ჯიში შეისწავლა და დაამუშავა. ამასობაში კი ამ მცენარემ თავი უზომოდ შეაყვარა. განაგრძეთ კითხვა