ვერანდის გემოვნებით მოწყობის საინტერესო იდეები

გაქვთ აგარაკი და აგარაკზე ვერანდა, რომლის სამოთხის კუნძულად ქცევა გსურთ? მაშინ ის დროა, ჩვენ ს რჩევებს აგეცნოთ და გაითვალისწინოთ. თქვენი ოცნების რეალობად ქცევა არც ისე რთულია, როგორც ერთ შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ.



ვერანდის დეკორის ელემენტად შეიძლება გამოდგეს ყველაფერი, კედლები, ფანჯრები, იატაკი, დეკორის სხვადასხვა აქსესუარი.

ქვით გაფორმებული ვერანდა ესთეტიურადაც გამოიყურება და ეკოლოგიურადაც.
დეკორის არანაკლებ მნიშვნელოვანი ელემენტია შემინვა. ჩვეულებრივი მინების ნაცვლად დეკორისთვის შეგიძლიათ ფერადი მინები გამოიყენოთ.


არ აქვს მნიშვნელობა, რომელი დიზაინერული პრინციპით ხელმძღვანელბთ, მთავარი მიანც ამა თუ იმ ნივთის ფუნქციურობა და პრაქტიკულობაა. ეს
ფარდებსაც ეხება. ფანჯრებისთვის, რომელშიც მზე უხვად შემოდის, ფანჯრები მაქსიმალურად სქელი და გამძლე უნდა შეირჩეს.


არ გირჩევთ ფარდების ქსოვილზე ეკონიმიის გაკეთებას, ეცადეთ ქსოვილი უხვად გამოიყენოთ ყველა ფანჯარაზე.
ვერანდა შესაძლოა ერთ სტილში გააფორმოთ ან ზონებად დაყოთ.


რაც შეეხება ავეჯს ვერანდისთვის, როგორც წესი, ირჩევენ მსუბუქ და მობილურ ავეჯს. ასეთი ტიპის ავეჯი ინტერიერს ამსუბუქებს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ტექსტილ, რომელიც ძალიან ფერადი არ უნდა იყოს, რადგან ზაფხულში ფერები ისედაც საკმარისად გავქვს. პასტელის ფერები ამ შემთხვევაში ბევრად ეფქტურად გამოიყურება.


რაც ნამდვილად გაალამAზებს თქვენს დეკორს, ეს სიმწვანეა. მცენარეები ყველაფერს ხიბლს სძენს. მათ შორის თქვენს ვერანდასაც.

დეკორის წვრილმან ელემენტებსაც ნუ დაივიწყებთ.

როგორც ყოველთვის, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია განათება. წერტილოვანი შუქდიოდური განათება სივრცეს სიმყუდროვეს შესძენს.

კომენტარის დამატება